თბილისის მერიის თასისთვის საქართველო და იტალია იბრძოლებენ, რომლებმაც თავიანთი საწყისი მატჩები მოიგეს.
იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა საქართველომ გახსნის მატჩში ესტონეთი შეარცხვინა (90:55), რის შემდეგაც ლატვიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში - 78:76 სძლია. იტალიელებმა კი ჯერ ლატვიას სძლიეს (82:63), გუშინ კი ესტონეთიც არ დაინდეს - 85:61.
ეს მატჩი იმით უფრო იყო გამორჩეული, რომ იტალიელთა მთავარი მწვრთნელი, ცნობილი სიმონე პიანიჯანი
16 აგვისტოს, სპორტის სასახლეში თბილისის მერიის ბოლო 2 მატჩი გაიმართება. ესტონეთი და ლატვია მესამე ადგილისთვის ითამაშებენ, ხოლო 21:00 საათზე საქართველოსა და იტალიის ფინალის დარი მატჩი გაიმართება.
წყარო: gbf.ge