შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა. განსაკუთრებით დაძაბული იყო მატჩის ბოლო პერიოდი, როცა "ჰიუნდაიმ" ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. მანამდე კი დინამოელები დამაჯერებლად იგებდნენ. გიორგი ბიგანაშვილის, ირაკლი კილაძის და ნიკა იმედაშვილის შედეგიანობით "დინამომ" პირველი ტაიმი 32:24 მოიგო, თუმცა მესამე პერიოდიდან "ჰიუნდაიმ" თამაში გამოასწორა და დათა გოგაძისა და საბა გაჩეჩილაძის აქტიურობით ჩამორჩენის გაბათილება მოახერხა.
დასკვნით წუთებში "დინამომ" მოახერხა ლიდერობის შენარჩუნება და
მეორე ადგილზე გასული "ჰიუნდაის" მოთამაშეები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებმა დათო გოცირიძემ და კახაბერ ბაღათურიამ. მაყურებელთა სიმპათია გახდა ჰიუნდაელი დათა გოგაძე, რომელსაც სპეციალური პრიზი კავშირის წევრმა მამუკა ლომიძემ გადასცა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა "დინამოს" წევრი გიორგი ბიგანაშვილი, რომელიც შესაბამისი პრიზით დავით ჩიხლაძემ დააჯილდოვა. დინამოელებს მედლები და სიგელები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრებმა - ზაზა ღონღაძემ და ლევან წულაიამ გადასცეს. საჩემპიონო თასი დინამოელთა კაპიტან გიორგი ბიგანაშვილს კავშირის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა უსახსოვრა.
17 თებერვალს საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყება, რომელშიც თბილისის ჩემპიონატის წარმატებული გუნდები - "დინამო", "ჰიუნდაი", "ორბი", "აკადემია", "იბერი", "არმია" და "მართვე" გამოვლენ, რომლებსაც რეგიონის 5 გუნდი დაემატება.
ჰიუნდაი 53:60 დინამო
14:16, 10:16, 16:15, 13:13
ჰიუნდაი: ს. გაჩეჩილაძე 16, დ. გოგაძე 9, ლ. ჩაჩანიძე 8
დინამო: გ. ბიგანაშვილი 21, ი. კილაძე 14, ნ. იმედაიშვილი
წყარო: gbf.ge