თბილისის "ვითას" ვითიბი ლიგაში დარჩენა სურს, მაგრამ...

AutoSharing Option
თბილისის საკალათბურთო კლუბ "ვითასთვის" მნიშვნელოვანია ვითიბი ლიგაში დარჩენა, საკითხი კი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება, - ამის შესახებ კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ლევან მიქელაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ "ვითა" ვითიბი ლიგაში 2015/16 წლების სეზონის წინ გაწევრიანდა. ქართულმა კლუბმა რეგულარულ ჩემპიონატში 23 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ყველა დათმო.

"ვითიბი ლიგაში" სადებიუტო სეზონი ჩვენთვის კარგი ტესტი იყო და მას განვიხილავთ, როგორც გამოსაცდელ ვადას, რომელიც კლუბის განვითარებისა და პრესტიჟულ ტურნირებში სამომავლოდ თამაშისთვის აუცილებელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვითიბი ლიგაში ყოფნა. საერთოდ, ქართული კალათბურთისთვისაა მნიშვნელოვანი ამ ტურნირში მონაწილეობა.

საკითხი სეზონის
დასრულების შემდეგ გადაწყდება. საკვანძო კი, რა თქმა უნდა, ფინანსური თემაა. რაც უნდა იყოს, საქართველო პატარა ქვეყანაა, ხოლო ამ დონის გუნდის შესანახად გარკვეული შესაძლებლობებია საჭირო", - აცხადებს მიქელაძე სააგენტო "Р-Спорт"-თან ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 6 /
როცა შუბლზე გამწყდარია ძარღვი ყველგან და ყველაფრის თამაში შეიძლება...
გოჩა123
18:09 02-03-2016
0
საქართველოს რა ხეირი ამ გუნდისაგან, თავის შერცხვენის გარდა.

კი ბატონო, საქართველოს ჭირდება კლუბი ევრო ტურნირზე, მაგრამ ნაკრების წევრებითა და ნაკრების პოტენციური კადიტატებისგან დაკომპლექტებული, პლიუს იმ ამერიკელი კალათბურთელებით დაკომპლექტებული რომლებიც ასევე ნაკრების პოტენციური წევრები შეიძლება გახდნენ და ამასთან შეთავსებით მთავარი მწვრთნელით ზუროსით.

ჩემი აზრით, ამ ფინანსურად რთული პროექტის ხორცშესხმა შეიძლება მხოლოდ სახემწიფოს, ფედრაციის და კერძო ინვესტორის საერთო ძალისხმევით.
პანტელეიმონი
17:10 02-03-2016
0

სიახლეები პოპულარული