კრსტიჩი ბერძნულმა პოლიციამ დააპატიმრა

AutoSharing Option
ათენში მიმდინარე აკროპოლისის თასის გადამწყვეტი მატჩი მასობრივი ჩხუბის გამო რომ შეწყდა, უკვე ვიუწყებოდით, ახლა კი ირკვევა, რომ ამ ინციდენტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე ნენად კრსტიჩი ბერძნულმა პოლიციამ დააპატიმრა.

შეგახსენებთ, სერბმა ცენტრმა თავის ბერძენ ვიზავი სოფოკლის სხორცანისტისთან მუშტი-კრივისას მეტოქეს სკამი ესროლა, მაგრამ ააცილა და სხვა ბერძენ კალათბურთელს, იოანის ბურუსისს მოარტყა, რომელსაც თავი გაუტყდა.

ნენად კრსტიჩი ადგილობრივი პროკურორის სანქციით დააკავეს. "ოკლაჰომა სიტის" ცენტრალურ ფორვარდს ბრალად "სპორტში ძალადობის შესახებ" საბერძნეთის კანონის დარღვევა ედება. სერბი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება და სამართალდამცველები განაჩენს დღის ბოლოსთვის გამოიტანენ.
იხილეთ ვიდეო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული