შეგახსენებთ, სერბმა ცენტრმა თავის ბერძენ ვიზავი სოფოკლის სხორცანისტისთან მუშტი-კრივისას მეტოქეს სკამი ესროლა, მაგრამ ააცილა და სხვა ბერძენ კალათბურთელს, იოანის ბურუსისს მოარტყა, რომელსაც თავი გაუტყდა.
ნენად კრსტიჩი ადგილობრივი პროკურორის სანქციით დააკავეს. "ოკლაჰომა სიტის" ცენტრალურ ფორვარდს ბრალად "სპორტში ძალადობის შესახებ" საბერძნეთის კანონის დარღვევა ედება. სერბი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება და სამართალდამცველები განაჩენს დღის ბოლოსთვის გამოიტანენ.