ტრაგედია გოტინგენში

AutoSharing Option
"არმიის" საევროჩელენჯო მეტოქეს "გოტინგენს" უბედურება დაატყდა - ავტოავარიაში გუნდის უკანახაზელი მარკო გრიმალდი დაიღუპა.

მის მანქანას საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გზაზე გადმომხტარი გარეული ღორი იყო.

გერმანიის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გოტინგენელებს გასულ უქმეებზე დანიშნული "ბონთან" მატჩის გადადება შესთავაზეს, თუმცა თავად "გოტინგენის" კალათბურთელებმა თქვეს უარი - ამ მატჩს მეგობრის ხსოვნას მივუძღვნითო. შეხვედრა "ბონმა" 84:65 მოიგო.

წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გულშემატკივრებმა უარი თქვეს ბარაბნების გამოყენებასა და ერთმანეთის შეურაცხმყოფველ შეძახილებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული