დურანტმა რიკი რუბიო შეაქო

AutoSharing Option
აშშ-ისა და ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებთა ამხანაგურმა მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ბუნებრივიცაა – მადრიდის საკალათბურთო სასახლეში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გუნდი ოლიმპიურ ჩემპიონს მასპინძლობდა. შეხვედრა ძალზე დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წამებზე დერიკ როუზის ზუსტად შესრულებულმა საჯარიმო სროლებმა გადაწყვიტა - 86:85 ამერიკელთა სასარგებლოდ.

თამაშის ყველაზე შედეგიანი მონაწილე კევინ დურანტი გახლდათ, ვინც 25 ქულა დააგროვა და ფარიდან ასცლეტილ ბურთს 10-ჯერ დაეუფლა. მატჩის შემდეგ კი "ოკლაჰომა სიტის" ლიდერმა კმაყოფილება არა თავისი გუნდის გამარჯვებით გამოთქვა, არამედ მეტოქე ნაკრების ერთ-ერთი კალათბურთელის თამაშით.

"რიკი რუბიო
ფანტასტიკური მცველია. ეს ჭაბუკი (რუბიო 19 წლისაა – ავტ.) ბურთს საუცხოოდ ანაწილებდა და ჩვენს შეტევებს წარმატებით აფერხებდა. ტექნიკური და ზოგადად, გამორჩეული მოთამაშეა. მისი შესანიშნავი გადაცემების შთაბეჭდილების ქვეშ ვარ", - თქვა NBA-ს ბოლო რეგულარული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული