როგორც BBC-ის კორესპონდენტი წერს, ობამამ მადლიერების დღეს კალათბურთის თამაში გადაწყვიტა. ერთერთ ეპიზოდში მეტოქე გუნდის მოთამაშემ ამერიკის პრეზიდენტს შემთხვევით იდაყვი ჩაარტყა და ტუჩი გაუხეთქა. ობამა ამის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ჭრილობაზე 12 ნაკერი დაადეს.
თეთრი სახლი არ იტყობინება იმ მოთამაშის გვარს, რომელმაც პრეზიდენტს ტრავმა მიაყენა.