ხორვატია რიოში წავიდა, იტალია ტურინში დატოვეს

AutoSharing Option
რიოს ოლიმპიადის საკალათბურთო საკვალიფიკაციო ეტაპი გუშინ ფილიპინების დედაქალაქ მანილაში საფრანგეთი-კანადის ფინალით დასრულდა. მანამდე კი, ორი გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა: ბელგრადში პირველობა არავის დაუთმეს მასპინძელმა სერბებმა, ხოლო ტურინში რიოს საგზურს ხორვატია დაეუფლა.

ყველაზე საინტერესო მაინც ტურინული ფინალი იყო. იტალიელებს ხორვატები ჯგუფურ ეტაპზე დამარცხებული ჰყავდათ და ფინალშიც გამარჯვებისა და ადგილობრივი გულშემატკივრის იმედად იყვნენ. თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც მასპინძლებს სურდათ.

ხორვატებმა, რომლებმაც ნახევარფინალში ბერძნებს სძლიეს, "სკუადრა" აძურას თავიდანვე გაასწრეს და დაგვანახეს, რომ რიოში წასვლას იმსახურებდნენ. მართალია, იტალიამ ბოლოს ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, მაგრამ
ოვერტაიმში კვლავ ხორვატებმა იყოჩაღეს და აპენინელები ტურინში დატოვეს.

ფინალში დარიო სარიჩმა 18 ქულა, 13 მოხსნა მოაგროვა და ტურინული ეტაპის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა.

ტურინი, იტალია
1/2 ფინალი
საბერძნეთი-ხორვატია 61:66
13:31, 21:13, 15:8, 12:14
საბერძნეთი: პერპეროგლუ (13), ანტეტოკუნმპო (9+9 მოხსნა, 4 პასი), ბურუსისი (8+7 მოხსნა), პაპაპეტრუ (9).
ხორვატია: სიმონი (11+8 მოხსნა), სარიჩი (16+8 მოხსნა), ბილანი (9+7 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (20).

იტალია-მექსიკა 79:54
19:13, 19:15, 20:13, 21:13
იტალია: ბელინელი (12+4 მოხსნა), არადორი (10), ბარნიანი (8), გალინარი (15), მელი (14), დატომე (9).
მექსიკა: კრუზი (20+7 მოხსნა), ერნანდესი (9).

ფინალი
ხორვატია-იტალია 84:78 დ.დ.
19:12, 20:22, 15:18, 16:18, 14:8
ხორვატია: სიმონი (21), სარიჩი (18+13 მოხსნა), პლანინიჩი (13), ბოგდანოვიჩი (6+6 მოხსნა).
იტალია: ბელინელი (18), გალინარი (12+8 მოხსნა+4 პასი), მელი (11+8 მოხსნა), დატომე (12), ჰაკეტი (10).

ეტაპის საუკეთესო: დარიო სარიჩი (ხორვატია)

ბელგრადი, სერბეთი
1/2 ფინალი
ლატვია-პუერტო რიკო 70:77
13:17, 17:16, 20:18, 20:26
ლატვია: დ. ბერტანსი (11+7 პასი), ტიმა (16+8 მოხსნა), სილისი (13), პასეკნიკსი (12+9 მოხსნა).
პუერტო-რიკო: ბარეა (14+5 პასი+7 მოხსნა), აროიო (14+5 პასი), დიასი (10), ჰოლანდი (16), ბელკმენი (12+10 მოხსნა).

სერბეთი-ჩეხეთი 96:72
26:17, 19:19, 28:22, 23:14
სერბეთი: ტეოდოშიჩი (16+6 პასი), ბოგდანოვიჩი (21+8 მოხსნა), რადულიცა (12), იოკიჩი (19+8 მოხსნა).
ჩეხეთი: აუდა (10), სატორანსკი (14+7 მოხსნა+7 პასი), ველში (10+5 პასი), ვესელი (12).

ფინალი
სერბეთი-პუერტო რიკო 108:77
37:11, 23:16, 22:29, 26:21
სერბეთი: სიმონოვიჩი (11), ბოგდანოვიჩი (26+8 პასი), კალინიჩი (15), ბირჩევიჩი (13), იოკიჩი (23+8 მოხსნა+6 პასი).
პუერტო რიკო: ბარეა (22), აროიო (14+6 პასი), სანჩესი (10).

ეტაპის საუკეთესო: ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი)

მანილა, ფილიპინები
1/2 ფინალი
კანადა-ახალი ზელანდია 78:72
23:25, 19:17, 16:12, 20:18
კანადა: ჯოზეფი (23), ეჟიმი (13+7 მოხსნა), თომპსონი (13+10).
ახალი ზელანდია: ტ. ვებსტერი (15+10 მოხსნა), კ. ვებსტერი (21), აბერკრომბი (16).

საფრანგეთი-თურქეთი 75:63
18:16, 19:14, 16:13, 22:20
საფრანგეთი: ერტელი (17+4 პასი), ლუვერნი (11), დე კოლო (13).
თურქეთი: აშიკი (19), ერდენი (11+7 მოხსნა), მუჰამედი (11).

ფინალი
კანადა-საფრანგეთი 74:83
25:30, 11:9, 15:17, 23:27
კანადა: ჯოზეფი (20+6 პასი), ეჟიმი (19), თომპსონი (8+7 მოხსნა).
საფრანგეთი: პარკერი (26+4 პასი), დე კოლო (22), დიაო (9+4 პასი).

ეტაპის საუკეთესო: ნანდო დე კოლო (საფრანგეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული