იბაკა ესპანეთის ნაკრებში?

AutoSharing Option


ესპანეთის ნაკრებმა წლევანდელი ევრობასკეტის წინ, შესაძლოა, სერიოზული შევსება მიიღოს. ამ გუნდში თამაშის სურვილი გამოთქვა "ოკლაჰომას" მძიმე ფორვარდმა სერჟ იბაკამ.
ეს მოთამაშე კონგოშია დაბადებული, სადაც დაიწყო კიდეც კალათბურთის თამაში. სერჟს ესპანეთთან იქაურ ჩემპიონატში ჩატარებული ორი სეზონი აკავშირებს - იბაკა ორი ესპანური კლუბის - "ოსპიტალეტისა" და "მანრესას" ღირსებას იცავდა.
ოკლაჰომელს ძალიან მოსწონს ესპანეთი და იქაური მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტა. თანაც უბრალოდ არა - იბაკამ გადაწყვიტა ესპანეთის სახელით ითამაშოს ლიტვაში ევრობასკეტზე.
ასე რომ, თუ ოფიციალური დოკუმენტების გაფორმების მხრივ პრობლემა არ შეიქმნა, სერჟს ზაფხულში ესპანეთის
ნაკრების მაისურით ვიხილავთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული