იტალიელთა რჩეულები

AutoSharing Option
სეზონის ლაურეატები იტალიურმა ლიგამაც გამოავლინა. სერია A-ს ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა "აველინოს" ამერიკელი ფორვარდი ომარ ტომასი. აქაც გამოკითხვა ფართომასშტაბიანი იყო - ხმას აძლევდნენ კლუბების გენერალური მენეჯერები, მწვრთნელები, კაპიტნები და ჟურნალისტები.

ტომასმა დიდი სხვაობით აჯობა კიდევ ერთ ამერიკელ ჯეიმს უაიტსა და იტალიელ ნიკოლას მაცარინოს.
რეგულარულის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა "კანტუს" დამრიგებელი ანდრეა ტრინკიერი, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტული კი არავის დაუთმო "ბენეტონის" წევრმა ალესანდრო ჯენტილემ.

სეზონის MVP
1. ომარ ტომასი (აველინო, 169 ხმა)
2. ჯეიმს უაიტი (სასარი, 100)
3. ნიკოლას მაცარინო (კანტუ, 78)
საუკეთესო მწვრთნელი
1. ანდრეა ტრინკიერი (კანტუ, 163)
2. ფრანჩესკო ვიტუჩი (აველინო, 154)
3. სიმონი პიანიჯანი (მონტეპასკი, 132)

საუკეთესო ახალგაზრდა
1. ალესანდრო ჯენტილე (ბენეტონი, 214)
2. დონატას მოტეიუნასი (ბენეტონი, 162)
3. ნიჰად დედოვიჩი (რომა, 92)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული