კალათბურთელმა რუსეთის პასპორტი უნიტაზში ჩააგდო

AutoSharing Option
ამერიკელმა ქალმა კალათბურთელმა კელი მილერმა, რომელსაც პარალელურად რუსეთის მოქალაქეობაც აქვს, ამ ქვეყნის პასპორტი გადახია და უნიტაზში გადაუძახა.

ამის შესახებ რუსეთის ქალთა ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა ოქსანა რახმატულინამ განაცხადა, რომელიც ნაკრებში ნატურალიზებული კალათბურთელების არყოფნის მიზეზებზე საუბრობდა.

სად, როდის და რატომ "ჩარეცხა" მილერმა რუსეთის მოქალაქის პასპორტი, რახმატულინას არ უთქვამს.

31 წლის მილერი 2005-2010 წლებში რუსულ კლუბ "სპარტა&კ"-ში გამოდიოდა. სწორედ ამ პერიოდში მიიღო კალათბურთელმა რუსეთის მოქალაქეობა და შესაბამისად, ნაკრებში თამაშის უფლება.

მომზადებულია sport-express.ru-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ მილერ...სად რუსეთი და სად სუპერ ამერიკა
chichka
20:02 15-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული