"მართალია, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დიდი ხანია ვთამაშობ, მაგრამ მუდმივად თვალს ვადევნებ ევროპულ კალათბურთს. ვლაპარაკობ სერბულად, ბერძნულად და ლიტვურად. ხალხი "გუგლს" მეძახის, რადგან ყველაფრის თარგმნა შემიძლია. და აუცილებლად ჩავალ ნაკრებში სათამაშოდ, ოღონდ არა მეექვსე-მეშვიდე ადგილის დასაკავებლად. ჩვენ ამ ჩემპიონატის მოგება გვაქვს დაგეგმილი", - ამბობდა პიეტრუსი.
მისასალმებელია კალათბურთელის პატრიოტიზმი და მონდომება, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაიყარა, რადგან პიეტრუსმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და ევრობასკეტზე არ გაემგზავრება. არაფერი უთქვამთ მიზეზის შესახებ,
* * *
კარგი ამბავი შეიტყვეს ევროპის მოქმედი ჩემპიონის - ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრებმა. "ოკლაჰომა-სიტის" ფორვარდ-ცენტრმა, წარმოშობით კონგოელმა სერჟ იბაკამ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია სერჯო სკარიოლოს გუნდს 2011 წლის ევრობასკეტზე დაეხმაროს.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის. ბედნიერი ვარ. ესპანეთმა ყველაფერი მომცა და ერთი სული მაქვს, როდის გადავუხდი ჩემი თამაშით ამ ქვეყანას მადლობას", - განაცხადა იბაკამ.
მოქალაქეობის მიღების პროცედურა თითქმის ერთი წელი გაიწელა და ჯერ არ დასრულებულა.
"ვამაყობთ იმით, რომ იბაკა ახლა ესპანელია. მან იცის ქვეყნის ენა, ისტორია და კულტურა და შეუძლია ნაკრების გაძლიერება. ახლა მხოლოდ FIBA-სგან ოფიციალურ დასტურს ველოდებით", - ამბობს ესპანეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხოსე ლუის საესი.
იბაკა ნაკრებს 27 ივლისს შეუერთდება.
* * *
სანაკრებო თემას ამერიკული "დრიმ თიმით" გავაგრძელებთ. აშშ-ის ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა ბრაიან კოლანჯელომ მეტად მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: "რაღაცეები შეიცვალა და პეკინის ოლიმპიადის ყველა მონაწილე ლონდონში ვერ გაემგზავრება".
ჯერი ნაკრების დაკომპლექტებას მომავალ თვეში დაიწყებს, მანამდე კი ამ თემაზე შემდეგ კომენტარს აკეთებს:
"უბრალოდ მინდა ბიჭებს დაველაპარაკო, დავრწმუნდე, რომ მათ ნაკრებში თამაშის სურვილი აქვთ. და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ოფიციალური მოლაპარაკებები ყველა კანდიდატთან და შემადგენლობის დაკომპლექტება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"