კირილენკო ისევ არმიაშია

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ლიდერი ანდრეი კირილენკო მოსკოვის ცსკა-ში დაბრუნდა, რომლის რიგებშიც ის 1998-2001 წლებში თამაშობდა.

ამის შესახებ არმიული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. კირილენკომ, რომელსაც ამ ზაფხულს ამოეწურა კონტრაქტი NBA-ის კლუბ "იუტა ჯაზთან", ცსკა-სთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც კირილენკოს შეუძლია NBA-ში დაბრუნდეს.

მოსკოვური კლუბის მთავარი მწვრთნელი იონას კაზლაუსკასი აცხადებს, რომ არასწორად მიაჩნია ლოკაუტის პერიოდში მოთამაშის NBA-დან აყვანა, მაგრამ კირილენკო - გამონაკლისია, რადგან მან ცსკა-სთვის და რუსეთის ნაკრებისთვის ძალიან ბევრი გააკეთა.

მოსკოვის ცსკა-ს შემადგენობაში კირილენკო ორჯერ გახდა რუსეთის
ჩემპიონი, 2001 წელს კი NBA-ში გაემგზავრა, სადაც პირველ სეზონში დებიუტანტთა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

შარშან "იუტას" შემადგენლობაში კირილენკომ 64 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 11.7 ქულა და 5.1 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული