ჟალგირისმა მწვრთნელი გაუშვა

AutoSharing Option
ევროლიგის პირველ ტურში შინ მოსკოვის ცსკა-სთან დამარცხების შემდეგ, ლიტვური გრანდის "ჟალგირისის" მფლობელმა ვლადიმერ რომანოვმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ბერძენი მწვრთნელი ელიას ცუროსი. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სეზონის სტარტზე კაუნასელთა სუსტი თამაში.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს "ჟალგირისმა" ევროლიგის გახსნის მატჩში შინ 74:87 წააგო რუსეთის ჩემპიონთან.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ცუროსის სავარაუდო შემცვლელი შეიძლება გახდეს ლიტვის ნაკრების დამრიგებელი კესტუტის კემზურა.

შარშან ეს სპეციალისტი "ლოკომოტივს" ავარჯიშებდა, რომელთან ერთადაც რუსეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და გამოწვევის თასის ფინალში გავიდა. ლიტვის ნაკრებმა კემზურას ხელმძღვანელობით მეხუთე ადგილი დაიკავა
2011 წლის ევრობასკეტზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული