ცნობილია, რომ ამ ორგანიზაციასა და ევროპული ქვეყნების მთელ რიგ ფედერაციებს შორის სერიოზული კონფლიქტი არსებობს და სავსებით შესაძლებელია, რომ დასასრულს მიუახლოვდა ამჟამინდელი პრეზიდენტის, ისლანდიელი ოლაფურ რაფნსონის მმართველობის პერიოდი.
ვარაუდობენ, რომ 28 ფედერაცია, რომელმაც თავის დროზე სარჩელი შეიტანა FIBA-ევროპის წინააღმდეგ რაფნსონის მიერ რეგლამენტის დარღვევისთვის, ორგანიზაციის უახლოეს გენერალურ ასამბლეაზე ეცდება ლეგენდარული სერბის კანდიდატურის გაყვანას პრეზიდენტის პოსტზე.
აღვნიშნავთ, რომ ბოდიროგას საკალათბურთო კლუბებისა და ნაკრებების მართვის სფეროში დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ დეიანი
* * *
"ბარსელონამ" დაახლოებით 10-15 დღით დაკარგა თავისი წამყვანი მცველი ხუან კარლოს ნავარო. ასეთი ვერდიქტი გამოუტანეს კალათბურთელს ექიმებმა. მიზეზი კი მარჯვენა ფეხის ტრავმა გახლავთ, რომელიც მცველმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში მიიღო.
ასევე უსიამოვნო ამბავი შეიძლება იყოს "ბარსას" მწვრთნელ ხავი პასკუალისთვის ის, რომ გუნდის კიდევ ერთ მცველს, ვიქტორ სადას აწუხებს ფეხი და მას უახლოეს ორ დღეში სამედიცინო შემოწმება ელის.
ამ რთულ სიტუაციაში "ბარსელონას" შეიძლება მშველელად მოევლინოს "კახა ლაბორალის" ყოფილი მცველი ბრედ ოლესონი, რომელთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ კატალონიურმა კლუბმა 29 იანვარს გამოაცხადა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
TimeLine: საქართველოს ელჩები