როდრიგესი რეალს დარჩა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად წარადგინა ესპანეთის ნაკრების გამთამაშებელი სერხიო როდრიგესი - წერს ესპანური გაზეთი "მარკა". როგორც კალათბურთელი მიიჩნევს, ეს ტრანსფერი მის კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებად უნდა გამოცხადდეს.

"ძალიან კმაყოფილი ვარ. მინდა მადლობა ვუთხრა კლუბის ხელმძღვანელობას ამ ნდობისთვის. იმედი მაქვს, "რეალი" ჩემთან ერთად დიდ გამარჯვებებს მოიპოვებს. მადრიდელებთან კონტრაქტი - დიდი ნაბიჯია ჩემს კარიერაში და ყველაფერს გავაკეთებ ამ შანსის გამოსაყენებლად. თანაც, "სამეფო კლუბის" ზოგიერთ კალათბურთელთან ადრე ერთ კლუბში მითამაშია", - ამბობს როდრიგესი.

"აქვე ისიც უნდა დავამატო, რომ მთავარი მწვრთნელი ეტორე მესინა - ბრწყინვალე
სპეციალისტია, რომლისგანაც ბევრს ვისწავლი. ასეთ მწვრთნელთან მუშაობა მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ გავაკეთე საბოლოო არჩევანი მადრიდზე", - აცხადებს "რეალის" ახალწვეული.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული