აივერსონმა ბეშიქთაში გაქურდა

AutoSharing Option

სერიოზული პრობლემების წინაშე დგას ალენ აივერსონის "ბეშიქთაში". როგორც ირკვევა, ამ კლუბის კალათბურთელები ოთხი თვეა ხელფასის გარეშე თამაშობენ.

ამის გამო მოთამაშეებმა ვარჯიშებზე ბოიკოტი გამოაცხადეს იქამდე, სანამ თანხის ნაწილი არ იქნება დაფარული. საინტერესოა, რომ კალათბურთელები "ბურსასთან" კალენდარული მატჩის თამაშს აპირებენ, სამი დღის წინ კი თურქეთის ჩემპიონატში "ქარსიაქა" დაამარცხეს. სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდა გაფიცვა.

აღსანიშნავია, რომ "ბეშიქთაშში" ბევრი ცნობილი კალათბურთელი თამაშობს: ამერიკელი მეირ ჩეტლმენი, ავსტრალიელი ენდრიუ ოგილვი, პოლონელი მიხაილ იგნერსკი და, რა თქმა უნდა, ალენ აივერსონი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ აივერსონი

დროულად და სრულად იღებს მისთვის განკუთვნილ ჯამაგირს. შეგახსენებთ, რომ NBA-ის ყოფილი ვარსკვლავის წლიური ხელფასი დაახლოებით 2 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული