ევროლიგა 2015/16 დაკომპლექტდა

AutoSharing Option
ევროლიგის მმართველმა საბჭომ გამოაქვეყნა 2015-16 წლების გათამაშების მონაწილეთა სია.

A ლიცენზიის მქონე 11 გუნდის გარდა, რომელთა მონაწილეობას არ სჭირდება სპორტული შედეგებით დადასტურება, სიაში მოხვდნენ: საფრანგეთის ჩემპიონი ("ლიმოჟი"), გერმანიის ჩემპიონი ("ბამბერგი"), იტალიის ჩემპიონი ("დინამო სასარი"), პოლონეთის ჩემპიონი ("სტელმეტი"), ადრიატიკის ლიგის გამარჯვებული და ფინალისტი ("ცრვენა ზვეზდა" და "ცედევიტა"), აგრეთვე ვთბ-ის ერთიანი ლიგის ფინალისტი "ხიმკი", რომელიც ევროლიგაზე მეორე გზითაც მოხვდა - როგორც ევროთასის გამარჯვებული.

გარდა ამისა, B ლიცენზია ერთი წლის ვადით მიიღო "ქარსიაქამ", რომელმაც სენსაციურად გაიმარჯვა თურქეთის ჩემპიონატში. კიდევ ოთხმა გუნდმა - საფრანგეთის
"სტრასბურმა", რუსეთის "ლოკომოტივმა", გერმანიის "ბაიერნმა" და თურქეთის "დარუშაფაკამ" ე. წ. უაილდ-ქარდი მიიღეს.

2015-16 წლების ევროლიგის ძირითადი რაუნდის მონაწილეთა სია ასე გამოიყურება:

ესპანეთი: რეალი, ბარსელონა, კახა ლაბორალი, უნიკახა
თურქეთი: ეფესი, დარუშაფაკა, ქარსიაქა, ფენერბჰჩე
რუსეთი: ცსკა, ციმკი, ლოკომოტივი
იტალია: სასარი, მილანი
გერმანია: ბამბერგი, ბაიერნი
საფრანგეთი: ლიმოჟი, სტრასბური
საბერძნეთი: პანათინაიკოსი, ოლიმპიაკოსი
ისრაელი: მაკაბი (თ-ა)
პოლონეთი: სტელმეტი
ლიტვა: ჟალგირისი
ხორვატია: ცედევიტა
სერბეთი: ცრვენა ზვეზდა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ციმკი არა ციმკა..:)))
რეზო
09:52 01-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული