ევროპულ კალათბურთში რევოლუცია მოდის

AutoSharing Option
ევროპულ კალათბურთში ორგანიზაციული განხეთქილების ნიშნებია. როგორც ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo წერს, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ევროპაში ახალი ტურნირების ორგანიზაციით არის დაკავებული, ცდილობს თავის მხარეს გადაიბიროს რვა კლუბი, რომლებიც ევროლიგის სათავეებთან იდგნენ - ესპანეთის "რეალი" და "ბარსელონა", საბერძნეთის "პანათინაიკოსი" და "ოლიმპიაკოსი", თურქეთის "ეფესი" და "ფენერბაჰჩე", რუსეთის ცსკა და ისრაელის "მაკაბი".

ამ კლუბებს პირდებიან ყოველწლიურ შემოსავალს, რომელიც დაახლოებით 50 პროცენტით აღემატება იმ თანხას, რაც მათ ევროლიგის გასული წლის გათამაშების შემდეგ მიიღეს, აგრეთვე მოქნილ კალენდარს, რომელიც გუნდებს არანაირ პრობლემას არ
შეუქმნის და წინააღმდეგობაში არ მოვა შიდა ტურნირებთან.

წყაროს ცნობით, ახალი ტურნირი მხოლოდ 16 გუნდისგან იქნება შემდგარი. ზემოთ დასახელებულ რვა კლუბს A ლიცენზია ექნება, კიდევ ოთხს სპორტული პრინციპით აირჩევენ (საფრანგეთის, იტალიის, გერმანიისა და ლიტვის ჩემპიონები), დარჩენილ საგზურებს კი საკვალიფიკაციო ტურნირზე გაითამაშებენ. ასევე FIBA აპირებს მთლიანად თქვას უარი უაილდ-ქარდის დარიგების პრაქტიკაზე.

ტურნირის ძირითად რაუნდში ყველა გუნდი ერთანეთში ითამაშებს ორწრიანი სისტემით (30 მატჩი), რის შემდეგაც, რვა საუკეთესო მეოთხედფინალის საგზურებს მოიპოვებს. გამარჯვებული, როგორც ეს ევროლიგაზეა მიღებული, "ოთხთა ფინალში" გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოკლედ ბოლო ეღება საერთაშორისო განვითარების პრინციპებს. ვრჩებით მხოლოდ სანაკრებო ტურნირების ამარა
ზვიადი
18:05 09-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული