ჩემპიონატი რეკორდით გაიხსნა

AutoSharing Option
გუშინ, ვილნიუსში ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ტრადიციულ ფორმალურ რიტუალებს კი წინ უძღოდა მსოფლიოს ახალი რეკორდი: იმ ქალაქებში (კლაიპედა, ალიტუსი, შიაულიაი, პანევეჟისი, კაუნასი და ვილნიუსი), სადაც ევრობასკეტის მატჩები უნდა გაიმართოს, 55 ათასი ადამიანი ხუთი წუთის განმავლობაში მიწას ურტყამდა კალათბურთის ბურთს.

როგორც კი გინესის ახალი რეკორდი დაფიქსირდა, ლიტვის პრემიერმინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა, ვილნიუსის მერმა არტურას ზუკასმა, FIBA-Europe-ის გენერალურმა მდივანმა ნარ ზანოლინმა და ლიტვური კალათბურთის ვარსკვლავმა ლინას კლეიზამ ლენტი გაჭრეს, რითაც ევრობასკეტი ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა.

"ძალიან მოხარულები ვართ იმით, რომ
შესაძლებლობა მოგვეცა ყველას დავანახოთ, რამდენად გვიყვარს სპორტის ეს სახეობა. იმედია, შევძლებთ ტურნირის უმაღლეს დონეზე ჩატარებას და იმის დამტკიცებას, რომ ლიტვას ნებისმიერი დონის სპორტული შეჯიბრის მასპინძლობა შეუძლია", - განაცხადა ევრობასკეტი 2001-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მინდაუგას სპოკასმა.

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული