რუსეთმა და სლოვენიამ მორიგი გამარჯვება მოიპოვეს

AutoSharing Option
გუშინ ევრობასკეტ-2011-ის D ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ლიდერებმა სლოვენიის და რუსეთის ნაკრებებმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს.

დევიდ ბლატის შეგირდებმა საქართველოს ნაკრების დღევანდელი მეტოქე ბულგარეთი დაამარცხეს 89:77 (23:18, 20:19, 21:25, 22:18). სლოვენიამ კი ბელგიას 70:61 (14:15, 15:15, 21:17, 20:14).

4 ტურის შემდეგ D ჯგუფში ამგავრი მდგომარეობაა:

1.რუსეთი 4/0 8
2.სლოვენია 4/0 8
3.საქართველო 2/2 6
4.უკრაინა 1/3 5
5. ბულგარეთი 1/3 5
6. ბელგია 0/4 5

დღეს ბოლო, მეხუთე ტურში საქართველო-ბულგარეთს, სლოვენია კი რუსეთს დაუპირისპირდება, უკრაინა ბოლო ტურის შეხვედრას ბელგიის ნაკრებთან
გამართავს.

საქართველო -ბულგარეთის მატჩი დღეს 16:30-ზე დაიწყება.

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული