ნოა: ლიტვის და ესპანეთის დამარცხებაღა დაგვრჩა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ცენტრი ევრობასკეტზე თავისი გუნდის მოგების შანსებს ოპტიმისტურად უყურებს.

გუშინ ფრანგები თურქეთის ნაკრებს გაჭირვებით გაუმკლავდნენ, დღეს კი დასვენების დღე აქვთ. გუნდთან ერთად ისვენებს ხოაკიმ ნოაც, რომელმაც გუშინდელ მატჩში შვიდი ქულა მოაგროვა.

"კარგ კალათბურთს ვთამაშობთ და მოგება სასიამოვნოა. მინდა აღვნიშნო ის საოცარი ატმოსფერო, რომელიც ტრიბუნებზე მეფობს - აქ თამაში მართლაც სასიამოვნოა", - ამბობს ნოა.

"დღეს უცნაური მატჩი იყო, მაგრამ მოვიგეთ. ახლა ორი ტოპგუნდის ლიტვისა და ესპანეთის ნაკრებების დამარცხება დაგვრჩა. დასამტკიცებელი ჯერ კიდევ გვაქვს. ლიტვა კარგი გუნდია, რომელშიც სნაიპერების გამოყოფა შეიძლება.
ისინი ერთიერთზე კარგად თამაშობენ, მთავარი კი ისაა, რომ ყველაფერს გულით აკეთებენ და გულშემატკივართა უდიდესი მხარდაჭერა აქვთ" - ამბობს ფრანგი გოლიათი.

ხვალ, სათამაშო დღის ბოლო მატჩში ფრანგები სწორედ ლიტვის ნაკრებს ეთამაშებიან.

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული