ბრაზილია კონტინენტის ჩემპიონია

AutoSharing Option
გუშინ დასრულდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი კალათბურთში. ფინალში ამ კონტინენტის ორი გრანდი - ბრაზილია და არგენტინა შეხვდნენ ერთმანეთს. ბრაზილიამ 10 ქულით შეძლო პრინციპული მეტოქის დამარცხება - 87:77 (19:18, 21:13, 22:21, 25:25) და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ტურნირის MVP გახდა ჩემპიონის 27 წლის ფორვარდი მურილიო ბეკერ დე როზა, რომელმაც ფინალში 30 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.

მესამე ადგილისთვის ურუგვაიმ ვენესუელას 76:70 მოუგო. ოთხი საუკეთესო გუნდი გაისად ამერიკის ჩემპიონატში თამაშის უფლებას მიიღებს. ტურნირი არგენტინაში გაიმართება და იქ გაირკვევა ამ კონტინენტიდან 2012 წლის ოლიმპიური თამაშების
მონაწილეები.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული