მხოლოდ ჯინობილის გარეშე

AutoSharing Option

მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე კიდევ ორმა გუნდმა გამოაცხადა საბოლოო შემადგენლობა. ერთ-ერთი მათგანია არგენტინის ნაკრები, რომლის მთავარმა მწვრთნელმა სერხიო ერნანდესმა მანუ ჯინობილის გარდა, პრაქტიკულად ქვეყნის ყველა უძლიერეს კალათბურთელს მოუყარა თავი:

ცენტრები: ფაბრისიო ობერტო ("ვაშინგტონი", NBA), ხუან პედრო გუტიერესი ("გრანადა", ესპანეთი), რომან გონსალესი ("პენიაროლი");
ფორვარდები: ლუის სკოლა ("ჰიუსტონი", NBA), ანდრეს ნოჩიონი ("ფილადელფია", NBA), კარლოს დელფინო ("მილუოკი", NBA), ლეონარდო გუტიერესი ("პენიაროლი"), ფედერიკო კამერიჩი ("რეგატას კორიენტესი"), ერნან ხასენი ("ესტუდიანტესი", ესპანეთი);
მცველები: პაბლო პრიჯიონი ("რეალი", ესპანეთი), პაბლო კინტეროსი ("სარაგოსა", ესპანეთი), ხუან კანტერო ("დეპორტივო").
არგენტინა დღეს გაემგზავრება

ევროპაში, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატამდე რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. პირველი მატჩი 15 აგვისტოს გაიმართება.

NBA-ის სამი კალათბურთელი ჰყავს განაცხადში პუერტო რიკოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ მანოლო სინტრონს. გარდა ამისა, ამ გუნდის შემადგენლობა ორი ევროპელი ლეგიონერით არის გაძლიერებული.
ცენტრები: პიტერ ჯონ რამოსი ("კებრადილიასი"), დანიელ სანტიაგო ("არესიბო");
ფორვარდები: რენალდო ბალკმენი ("დენვერი", NBA), კარმელო ლი ("ბაიამონი"), რიკი სანჩესი ("სანტურჩე"), ნათან პივი ("კვაკენბრიუკი", გერმანია);
მცველები: ლარი აიუსო ( "არესიბო"), ხუან ხოსე ბარეა ("დალასი" NBA), კარლოს აროიო ("მაიამი", NBA), ფილიბერტო რივერა ("გალიტოსი"), კრისტიან დალმაუ ("ბაიამონი"), ანხეს ვასაიო ("ვილერბანი", საფრანგეთი).

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული