თურქეთში გასოლების გარეშე?

AutoSharing Option
არგენტინის საკალათბურთო ნაკრებთან 83:76 მოგებულ ამხანაგურ მატჩში, ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მარკ გასოლმა ტრავმა მიიღო. ნაკრების ექიმების პირველადი დიაგნოზი ზურგის კუნთების ძლიერი დაჭიმულობაა, თუმცა უფრო დაზუსტებულ დასკვნას დღეს საღამოს გამოიტანენ, როცა "მემფისის" 216 სანტიმეტრის სიმაღლის მეფარეს უფრო დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდება.

თუკი მარკის ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდება, რომ კალათბურთელი თურქეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, ეს ესპანეთის ნაკრებისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება - მარკის უფროსი ძმა, პირენეელთა მთავარვარსკვლავი პაუ გასოლი ამ ტურნირზე გადაღლილობის მომიზეზებით არ ითამაშებს და შეტევის მეორე ლიდერის მოსაკლისება მსოფლიოსა და ევროპის
მოქმედ ჩემპიონებს მძიმე ტვირთად დააწვება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული