პუერტორიკოული ამბოხი

AutoSharing Option
პუერტო რიკოს საკალათბურთო ნაკრების სამსოფლიოსჩემპიონატო შემადგენლობა 11 აგვისტოს დასახელდა, მაგრამ ერთი კვირის თავზე გუნდის ხელმძღვანელობას ორი კორექტივის შეტანა მოუწევს.

ლარი აიუსოს და კრისტიან დალმაუს ნაკრების მწვრთნელ მანოლო სინტრონთან კონფლიქტი მოუვიდათ, რომლის შემდეგაც ხსენებულმა წყვილმა გუნდთან ერთად გერმანიაში ბოლო საკონტროლო მატჩებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

პუერტო რიკოს კალათბურთის ფედერაციამ დაადასტურა ეს ინფორმაცია და დაამატა, რომ აიუსო და დალმაუ ნაკრების შემადგენლობიდან გაირიცხნენ, თუმცა მათი შემცვლელების დასახელებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა – ეს მწვრთნელის გა
დასაწყვეტიაო. თუმცა, მეამბოხე წყვილის ნაცვლად თურქეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე სავარაუდოდ დავიდ უერტასი და გილიერმო დიასი გაემგზავრებიან.

პუერტო რიკოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს 28 აგვისტოს რუსეთის ნაკრებთან შეხვედრით დაიწყებს და ტურნირის დაწყებამდე 10 დღით ადრე ორი კალათბურთელის შეცვლა გუნდს კვალს უთუოდ დაატყობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული