სად არის ბლატის ყველაზე მტკივნეული ადგილი?

AutoSharing Option
რუსეთის საკალათბურთო ნაკრების ვარჯიშზე კურიოზული ინციდენტი მოხდა. მიმდინარეობდა ორმხრივი თამაში, როცა მცველმა ევგენი ვორონოვმა ფარქვეშ შესვლა დააპირა, მაგრამ იქვე მდგომი მწვრთნელი დევიდ ბლატი ვერ შენიშნა და ინერციით დაეჯახა. ათლეტური აღნაგობის ვორონოვს არაფერი მოსვლია, ამერიკელ მწვრთნელს კი, როგორც მოგვიანებით თავად აღნიშნა, "გვარიანად მოხვდა". ბლატმა ჰაერში რამდენიმე მეტრი ხომ იფრინა, მაგრამ იქამდე ვორონოვმა ბლატისთვის ბურთის მამაკაცების "ყველაზე მტკივნეულ წერტილში" მორტყმაც მოასწრო, ხოლო მხარი მკერდში დააჯახა. დევიდ ბლატი ტრავმებს გადაურჩა, თუმც მართლაც "გვარიანად მოხვდა".

შეხსენებისთვის, რუსეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. დასკვნით საკონტროლო მატჩებს
ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ხორვატიაში გამართავენ. დღეს გუნდში 13 კალათბურთელი ვარჯიშობს და ბლატი ერთი ზედმეტის ვინაობას 25 აგვისტოს, ტურნირის დაწყებამდე 3 დღით ადრე დაასახელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული