არც ნოვიცკი, არც კამანი...

AutoSharing Option
გერმანიის საკალათბურთო ნაკრების თავკაცმა დირკ ბაუერმანმა თავის რჩეულთა სია გამოაქვეყნა. ადრევე იყო ცნობილი, რომ უპირველესი გერმანელი ვარსკვლავი, "დალასის" მძიმე ფორვარდი დირკ ნოვიცკი თურქეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იასპარეზებდა, ასევე დასვენება ამჯობინა "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ცენტრმა კრის კამანმაც, ხოლო წინასაჩემპიონატოს შერჩეული 14 კალათბურთელიდან ბაუერმანმა შინ იასინი იდბიჰი და ცენტრი კონრად ვისოცკი დატოვა.

ამრიგად, თურქეთში გერმანიის ღირსებას შემდეგი კალათბურთელები დაიცავენ:

მცველები: ლუკა შტაიგერი ("ალბა"), ჰაიკო შაფარციკი (პტტ, თურქეთი), შტეფენ ჰამანი, დემონდ გრინი (ორივე - "ბაიერნი"), ფილიპ შვეტჰელმი ("ბრემერჰავენი"), პერ გიუნტერი ("ულმი");

ფორვარდები: ელიას
ჰარისი ("გონზაგა ბულდოგსი", NCAA), რობინ ბენცინგი ("ულმი"), იან-ჰენდრიკ იაგლა ("პროკომი", პოლონეთი), ტიმ ოლბრეხტი ("ტელეკომი");

ცენტრები: ტიბორ პლაისი ("ბამბერგი"), კრისტოფერ მაკნოტონი ("ოლდენბურგი").
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული