რონდო ზედმეტი ყოფილა

AutoSharing Option

ამერიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ კრჟიჟევსკიმ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. "დრიმ თიმის" რიგებში ბოლო ზედმეტი კალათბურთელი "ბოსტონ სელტიქსის" გამთამაშებელი რაჟონ რონდო აღმოჩნდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ესპანეთთან საკონტროლო შეხვედრაში კრჟიჟევსკიმ ერთი წუთიც არ ათამაშა ბოსტონელი.

"სულელად გამომიყვანეს. თუმცა ეს ისედაც ცხადი იყო. ბოლო მატჩში ესპანეთთან არ მითამაშია და იმ მომენტიდან ყველაფერს მივხვდი. რა თქმა უნდა, საწყენია, მაგრამ მთავარია, ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს", - მოჰყავს USA Today-ის რონდოს სიტყვები.
კრჟიჟევსკის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკის საბოლოო შემადგენლობამ ასეთი სახე მიიღო:

მცველი: ჩონსი

ბილაპსი (დენვერი), დერიკ როუზი (ჩიკაგო), ანდრე იგუოდალა (ფილადელფია), ერიკ გორდონი (კლიპერსი), რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა სიტი), 1სტივენ კარი (გოლდენ სტეიტი);

ფორვარდები: კევინ დურანტი (ოკლაჰომა სიტი), რუდი გეი (მემფისი), დენი გრეინჯერი (ინდიანა), კევინ ლავი (მინესოტა), ლამარ ოდომი (ლეიკერსი);

ცენტრები: ტაისონ ჩენდლერი (დალასი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული