ამერიკამ შიში ჭამა, გერმანიამ სირცხვილი

AutoSharing Option

A ჯგუფი

სერბეთი-იორდანია 112:69
33:20, 24:17, 26:11, 29:21
სერბეთი: სავანოვიჩი (21 ქ, 7 მ), კეშელი (21), პეროვიჩი (20 ქ, 6მ, 2 დ), ბიელიცა (12 ქ, 6 მ), ველიჩკოვიჩი (8), ტეოდოშიჩი (7 ქ, 7 გ), ტეპიჩი (7), რაშიჩი (6 ქ, 8 გ), პაუნიჩი (5), მაჩვანი (4), მარკოვიჩი (1).
იორდანია: დაღლესი (19), აბასი (15), სობჟოკოვი (9), ალავადი (8), ადაისი (6), რაიტი (5), ალ-ხასი (5), ზაღაბი (2), ალნაჯარი, ჰადრაბი, ალ-სუსი, ჰუსეინი.

სერბეთს ამ თამაშისთვის კაპიტანი მილოშ ტეოდოშიჩი დაუბრუნდა, რომელმაც გუნდს 7 ქულა მოუტანა და 7 შედეგიანი

გადაცემა გააკეთა. პირველივე მეოხედში შეძლეს სერბებმა "გაქცევა", როცა ერთი მონაკვეთი 9:0 მოიგეს და მატჩში 19:7 დაწინაურდნენ. მეოთხედის ბოლოსკენ აზიელებმა ოდნავ გამოასწორეს მდგომარეობა - 33:20. ტეოდოშიჩმა 7-დან 4 პასი პირველ მეოთხედში გააკეთა.
მეორე მეოთხედში სერბებმა აქცენტი ფარქვეშ თამაშზე გააკეთეს და პირველი ნახევარი 20-ქულიანი სხვაობით მოიგეს. საუკეთესო მოედანზე მარკო კეშელი იყო 13 ქულით, კოსტა პეროვიჩსა და ნემანია ბიელიცას 10-10 ქულა ჰქონდათ ჩაგდებული.
საქმეში სერბთა სარეზერვო კალათბურთელები ჩაებნენ, თუმცა ანგარიშში სხვაობა კიდევ გაიზარდა, ამ ორ ნაკრებს შორის კლასში უზარმაზარი უფსკრულია. საბოლოოდ 21-21 ქულას თავი დუშკო სავანოვიჩმა და მარკო კეშელიმ მოუყარეს, კოსტა პეროვიჩი კი 20 ქულას დასჯერდა.
სერბეთის ნაკრებმა მეორე მატჩი მოიგო. ოთხშაბათს, მე-4 ტურში გუნდს ნენად კრსტიჩიც შეუერთდება, რომელმაც მოიხადა დისკვალიფიკაციის ვადა.

ავსტრალია-გერმანია 78:43
19:7, 19:13, 24:11, 16:12
ავსტრალია: მილსი (16 ქ, 7 გ), მარიჩი (15), ინგლესი (10), ბარლოუ (8), ანდერსენი (8 ქ, 8 მ), ნიული (6), ნილსენი (6), მარტინი (3), ჯიბსონი (3), უორტინგტონი (3), მარკოვიჩი, ბეინესი.
გერმანია: ბენზინგი (11), ოლბრეხტი (10), შაფარციკი (7), შტეიგერი (5), მაკნაუტონი (3), შვეტელმი (3), პლაისი (2), იაგლა (2), გიუნტერი, ჰამანი, გრინი, ჰარისი

ავსტრალიის ნაკრებმა გააცამტვერა გერმანიის გუნდი - 35 ქულის სხვაობით მოუგო და თან 43 ქულაზე მეტი არ ჩააგდებინა. ყველაფერი მატჩის საწყის 10 წუთში გადაწყდა, როცა მწვანე კონტინენტის წარმომადგენლებმა მეტოქეს 19:7 მოუგეს. გერმანიის ნაკრები გაუთავებლად კარგავდა ბურთს და მხოლოდ 20 ქულა ჩააგდო პირველ ნახევარში. მესამე მეოთხედის ბოლო სამ წუთში ავსტრალიელებმა მთლად დაიბრიყვეს სახელოვანი მეტოქე - ეს მონაკვეთი 12:1 მოუგეს. გერმანელთა რბევაში ლომის წილი პატრიკ მილსმა დაიდო 16 ქულით და 7 შედეგიანი გადაცემით, ალექსანდარ მარიჩის ანგარიშზე 15 ქულაა.

არგენტინა-ანგოლა 91:70
23:20, 22:12, 19:27, 27:11
არგენტინა: სკოლა (32 ქ, 8 მ), დელფინო (22), ხ. გუტიერესი (9 ქ, 7 მ), კინტეროსი (7), ლ. გუტიერესი (6), ხასენი (5), გონსალესი (4), პრიჯონი, ობერტო, მატა, კამერიჩსი.
ანგოლა: გომეში (16 ქ, 7 მ), შიპრიანო (15), მორაიში (11), ლუტონდა (9), ამბროზიო (5), მბუნგა (4), მინგაში (4), ალმეიდა (3), ჟერონიმო (2), ბონიფაშიო (1), ფორტესი, პაულუ.

ანგოლამ მხოლოდ მე-3 მეოთხედში გაიბრძოლა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი არგენტინის ნაკრებთან საბრძოლველად. ლუის სკოლამ 32 ქულა ჩააგდო, ხოლო კარლოს დელფინომ - 22.

თ მ წ ბ/სხვ ქ
არგენტინა 3 3 0 243-216 6
სერბეთი 3 2 1 287-195 5
ავსტრალია 3 2 1 226-192 5
გერმანია 3 1 2 199-237 4
ანგოლა 3 1 2 193-250 4
იორდანია 3 0 3 209-267 3


B ჯგუფი

სლოვენია-ხორვატია 91:84
16:18, 23:26, 26:15, 26:25
სლოვენია: სლოკარი (15 ქ, 6 მ), ლაკოვიჩი (15 ქ, 4 გ), დრაგიჩი (14 ქ, 4 გ), ნახბარი (11), ს. უდრიჰი (9), ვიდმარი (9), ზუპანი (8), ბრეჟეჩი (6 ქ, 8 მ), ბეჩიროვიჩი (4), რიზვიჩი, კლობუჩარი, იაგოდნიკი.
ხორვატია: უკიჩი (20 ქ, 7 გ), პოპოვიჩი (17), ტომაში (17 ქ, 4 გ), ზორიჩი (8), ბანიჩი (6), კუში (5), ანდრიჩი (5), ტომიჩი (4), ბოგდანოვიჩი (2), სტიპჩევიჩი, პლანინიჩი, ლონკარი.

I-II ტურში ამერიკელთაგან ნაგვემნი ერთმანეთს მესამე ტურში შეხვდნენ. ხორვატიამ ყველაფერი გაიღო გამარჯვებისთვის, მაგრამ ლუბლიანური "მწვანე მანქანის" შეჩერება ვერ შეძLლო. მემი ბეჩიროვიჩის გუნდმა ერთგულ გულშემატკივართა დახმარებით პრინციპული მეტოქე 7 ქულის სხვაობით დაამარცხა. ხორვატები მეორე მეოთხედში 8 ქულითაც იყვნენ წინ და პირველი ნახევარი 44:39 მოიგეს, მაგრამ შემდეგ სლოვენიელებმა გაილაღეს.
მესამე, გადამწყვეტ მეოთხედში სლოვენიელთაგან ბოსტიან ნახბარი გამოირჩა 6 ქულით. სლოვენიელებმა 2-წუთიანი მონაკვეთი 11:0 მოიგეს და ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი. შემდეგ პოპოვიჩი და უკიჩი ბევრს შეეცადნენ, მაგრამ თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხეს. დამარცხებულებმა ცენტრი ლუკა ზორიჩიც დაკარგეს, რომელიც სლოვენიელთა ფართან შეტევისას უხერხულად დაეცა.

ირანი-ტუნისი 71:58
23:11, 10:12, 22:13, 16:22
ირანი: ჰადადი (23 ქ, 13 მ), კამრანი (15), კაზემი (14 ქ, 7 მ), დავარი (8), ვეისი (5), საჰაკიანი (4), დავუდი (2), ნაბიპური, ზანდი, ჰასანზადე, კარდუსტი, დავარპანა.
ტუნისი: მეჯრი (10 ქ, 9 მ), ბენ რომდანე (10), დიფალა (9), მაუა (7), სლიმანე (6), კნიუა (5), ლაღნეჯი (4), კეჩრიდი (4), ბრაა (3), ჰადიდანე, რზიგი.
ირანელთა დიდად განაპირობა 25 წლის აჰვაზელი ცენტრის, ჰამედ ჰადიდის ბრწყინვალე თამაშმა - 218 სმ. სიმაღლის გოლიათმა ტუნისელებს 23 ქულა ჩაუგდო და ბურთი 13-ჯერ მოხსნა. პირველმა ირანელმა ნბა-ში ლამის მარტომ მოუგო მეტოქე გუნდს.

აშშ-ბრაზილია 70:68
22:28, 21:18, 18:13, 9:9
აშშ: დიურანი (27 ქ, 10 მ), ბილაპსი (15), როუზი (11), ოდომი (8 ქ, 9 მ), იგუოდალა (3), ლავი (3), უესტბრუკი (2), გეი (1), გრეინჯერი, კარი, გორდონი, ჩენდლერი.
ბრაზილია: ვინისიუსი (16), ბარბოზა (14), სპლიტერი (13 ქ, 10 მ), უერტასი (8 ქ, 5 გ), მაშადო (7), გარსია (5), ჯოვანონი (5), ბეკერი, დოს სანტოსი, ნეტო, ვარეჟაო, ბატიშტა.

სტამბოლში მატჩი ბრაზილიელი მარსელო უერტასის ორი ორქულიანით დაიწყო და 13 ათასამდე გულშემატკივარი მიხვდა, რომ, ამჯერად, ნბა-ს ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ ამერიკას გაუჭირდებოდა. ასეც მოხდა - საბოლოოდ, ამერიკელებმა მაინც შეძლეს გამარჯვება, თუმცა მხოლოდ 2 ქულით - 70:68. მესამე მეოთხედის ნაწილს თუ არ ჩავთვლით, როცა ამერიკელები 6 ქულით დაწინაურდნენ, უმთავრესად სამხრეთ ამერიკელები იგებდნენ. ბოლოსკენ ნერვული თამაში წავიდა ქულა-ქულაში.

 

მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე დერიკ როუზმა ორი საჯარიმო ჩააგდო და თავისი გუნდი 68:64 დააწინაურა. ამის შემდეგ 2 წუთის განმავლობაში ვერც ერთმა გუნდმა ვერ ჩააგდო. ბოლოს, როგორც იქნა, უერტასის ნასროლმა მიაღწია მიზანს: 66:68. მაგრამ იქვე ჩონსი ბილაპსმა ისევ აღადგინა 4-ქულიანი უპირატესობა. თამაშის დასრულებამდე 33 წამით ადრე ლეანდრო ბარბოზამ ფარქვეშიდან ჩააგდო. ამერიკელებმა ბოლო შეტევა, რატომღაც, 3-ქულიანი სროლით დაასრულეს, მაგრამ ბილაპსს მიზანმა უმტყუნა, თამაშის დასრულებამდე 3 წამით ადრე კი კევინ დიურანი უერტასზე დაჯარიმდა. მარსელო უერტასს მატჩის გმირად ქცევა შეეძლო, ანტიგმირი კი გახდა, ბასკური "ლაგუნ აროს" გამთამაშებელმა ორივე ჯარიმა ააცილა...

თ მ წ ბ/სხვ ქ
აშშ 3 3 0 275-223 6
ბრაზილია 3 2 1 229-200 5
სლოვენია 3 2 1 248-239 5
ხორვატია 3 1 2 237-251 4
ირანი 3 1 2 190-214 4
ტუნისი 3 0 3 179-231 3

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული