ჰაკამ შეაშინათ

AutoSharing Option

მსოფლიოს ჩემპიონი კიდევ ერთხელ დაამარცხეს


გუშინ ანკარასა და იზმირში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩები გაიმართა C და D ჯგუფში. საინტერესოა, თურმე ახალი ზელანდიის ნაკრების წარმატება მატჩის წინ შესრულებულმა ჰაკამ განაპირობა, რომელმაც ლიბანის ნაკრების კალათბურთელებზე დამთრგუნველად იმოქმედა. ყოველ შემთხვევაში, ლიბანელთა მწვრთნელი ამ აზრზე იყო მატჩის შემდეგ. ყველაზე საინტერესო თამაშები კი გვიან ღამით გაიმართა და კიდევ ერთი სენსაციის მომსწრენიც გავხდით...

C ჯგუფი (ანკარა)

რუსეთი-კოტ დივუარი 72:66
17:12, 17:18, 19:14, 19:22
რუსეთი: მოზგოვი (19 ქულა), კაუნი (13 ქ, 6 მ), ფრიდზონი (9), ვორონცევიჩი (8), მონია (6),

ხვოსტოვი (6), ბიკოვი (5), პონკრაშოვი (4), ვორონოვი (2), კოლესნიკოვი.
კოტ დივუარი: კონე (16), ედი (14), ლამიზანა (14 ქ, 8 მ), დიაბატე (10 ქ, 5 მ), კონატე (6), ასიე (4), აბუო (2), ამაგუ, ნდიაი, კალე, ტაპე.
რუსეთის ნაკრებმა დაგეგმილი გამარჯვება ჩაიწერა, მაგრამ ბოლო მეოთხედში ფავორიტი კინაღამ... კოტ დივუარის ნაკრებმა დაამარცხა! თამაშის დამთავრებამდე წუთი და 40 წამით ადრე სლავები 13 ქულის სხვაობით იგებდნენ, თითქოს, სანერვიულოც არაფერი იყო, როცა რანდუალდ დესარზინის გუნდმა "იფეთქა", ანგარიში 66:68 გახადა მას შემდეგ, რაც მულუკუ დიაბატემ ბურთი სერგეი ბიკოვს "მოპარა" და ფარქვეშიდან იოლად ჩააგდო. თამაშის დასრულებამდე 21 წამი რჩებოდა. აფრიკელებმა გადაწყვიტეს ვიტალი ფრიდზონზე დაჯარიმებულიყვნენ, მაგრამ რუს ხელი არ აკანკალებია საჯარიმოს ხაზიდან. საბოლოოდ რუსებმა 72:66 მოიგეს. მატჩში საუკეთესო ტიმოფეი მოზგოვი იყო, რომელმაც აფრიკელთა კალათში 19 ქულა მოათავსა.
სხვათა შორის, რუსთა თავკაც დავიდ ბლატს წყალი შეუდგა, რის შესახებ მან თავად განაცხადა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზეL: "99 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ რუსეთის ნაკრებს დავტოვებ. ეს არ იყო რუსეთის კალათბურთის ფედერაციის ინიციატივა, გადაწყვეტილება მე თვითონ მივიღე".

პუერტო რიკო-ჩინეთი 84:76
20:21, 24:16, 19:20, 21:19
პუერტო რიკო: ვასალიო (22 ქ), ბარეა (13 ქ, 9 გ), პევი (13 ქ, 6 მ), ლი (13 ქ, 7 მ), ბალკმანი (10 ქ, 13 მ), რამოსი (6), უერტასი (5), დიასი (2), რივერა, სანჩესი, სანტიაგო.
ჩინეთი: იანლიან იი (24 ქ, 7 მ), ვანი (17), სუნი (12 ქ, 5 გ), ლიუ (11), ს. ვანი (5), დინი (4), ჟოუ (3), იუ, ინი, ჟანკი, სუ.

მიუხედავად იმისა, რომ კარლოს აროიო კვლავ ვერ დაეხმარა პუერტო რიკოს ნაკრებს, ამერიკულმა გუნდმა მაინც შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვების მოპოვება ჩინეთის ნაკრების წინააღმდეგ - 84:76. მატჩი ძალზე სწრაფ ტემპში წარიმართა. გამარჯვებულთაგან თავი ანხელ ვასალიომ გამოიჩინა 22 ქულით, ჯეი ჯეი ბარეას ანგარიშზე კი 13 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემაა. ჩვეულებრივ, ძალზე სასარგებლო იყო ჩინელთა გოლიათი იანლიან იი, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო. სხვაYთა შორის, პირველ მეოთხედში ჩინელთა 21-ვე ქულა ორმა კალათბურთელმა ჩააგდო, იანლიანმა და ჟიჟი ვანმა.

თურქეთი-საბერძნეთი 76:65
22:15, 19:24, 24:12, 11:15
თურქეთი: ილიასოვა (26ქ 5 მ), აშიკი (12 ქ, 6 მ), ერდენი (10), თურქოგლუ (8 ქ, 6 მ), თუნჯერი (7), ონანი (6), არსლანი (5), სავაში (2), გიულერი, გიონლუმი (0 ქ, 8 მ).
საბერძნეთი: ბურუსისი (15 ქ, 7 მ), შორცანიდისი (9), დიამანტიდისი (8), ფოცისი (7 ქ, 5 მ), კალატესი (6), კაიმაკოგლუ (6), სპანულისი (5), პერპეროგლუ (4), ზისისი (3), ცარცარისი (2).

მეზობლებისა და საკალათბურთო თვალსაზრისით შეუპოვარი მეტოქეების თამაშში მასპინძლებმა 11 ქულის სხვაობით იმარჯვეს - 76:65. თამაშმა რომ დიდი ინტერესი გამოიჩინა, იქიდანაც ჩანს, რომ მას ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ. თურქთა ლიდერი, ერსან ილიასოვა ამ საღამოს შეუჩერებელი იყო. "მილუოკი ბაკსის" 208 სანტიმეტრი სიმაღლის ვარსკვლავი სამქულიანი პერიმეტრიდან უშეცდომო იყო - მან 6 ცდიდან ყველა ჩააგდო! მაშინ როცა, ბერძენთა ლიდერმა, გამთამაშებელმა ვასილის სპანულისმა ჩააგდო თამაში - მან 5-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 5 ქულით დაასრულა (წინა თამაშებში 19 და 28 ქულა ჩააგდო). პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 22:15 მოიგეს, ილიასოვას ანგარიშზე 12 ქულა იყო. ილიასოვას ბრწყინვალედ დაეხმარა ფარზეც და პერიმეტრზეც ომერ აშიკი. ბერძენთა შემადგენლობაში გამოჩნდა ცენტრი სოფოკლის შორცანიდისი, რომელიც "აკროპოლისის თასზე" სერბ კალათბურთელებთან ჩხუბისთვის 2-მატჩიან დისკვალიფიკაციას იხდიდა. სწორედ ის ცდილობთა პირველ მეოთხედში, ერთ ეპიზოდში ეფექტურად ჩატენა კიდეც და ანგარიში 4 ქულამდე შეამცირა, მაგრამ თურქთა პრესინგმა მთელ მოედანზე შედეგი გამოიღო. სხვათა შორის, პირველი მეოთხედის ბოლოს მასპინძლებს მსაჯებიც წაეხმარნენ - ბოლო წამზე დიმიტრის დიამანტიდისმა სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ მსაჯებმა განსაჯეს, რომ დიამანტიდისს ბურთი ხელიდან გაშვებული არ ჰქონდა, როცა სირენის ხმა გაისმა - თურქებმა მეოთხედი 7 ქულის სხვაობით მოიგეს.
საბერძნეთმა მეორე მეოთხედში გაიბრძოლა. პერპეროგლუს 4-მა ქულამ სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა, მას აყვა ბურუსისიც, მაგრამ ილიასოვამ განაგრძო აუღელვებლად ქულების მოტანა გუნდისთვის. დიამანტიდისმა კიდევ ერთხელ ესროლა სამქულიანი ბოლო წამებზე, ამჯერად ჩაუთვალეს და სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა.
ყველაფერი მესამე მეოთხედში გადაწყდა, როცა ერთი მონაკვეთი მასპინძლებმა 10:1 მოიგეს. 6-დან 2 სამქულიანი ილიასოვამ მაშინ ჩააგდო. როცა ბოლო მეოთხედში აშიკმა თავზე გადაატენა ბურთი შორცანიდისს და ამ უკანასკნელმა მე-5 ჯარიმა მიიღო, თამაშის ბედი გადაწყდა - თურქეთის ნაკრების დაუმარცხებელი სვლა გრძელდება, როცა ბერძნებმა მუნდიალზე პირველად წააგეს.

თურქეთი 3 3 0 227-168 6
რუსეთი 3 2 1 203-197 5
საბერძნეთი 3 2 1 237-237 5
პუერტო რიკო 3 1 2 230-234 4
ჩინეთი 3 1 2 240-246 4
კოტ დივუარი 3 0 3 186-241 3

დღეს
ჩინეთი-რუსეთი
კოტ დივუარი-საბერძნეთი
თურქეთი-პუერტო რიკო

D ჯგუფი (იზმირი)

ახალი ზელანდია-ლიბანი 108:76
32:16, 19:16, 30:24, 27:20
ახალი ზელანდია: პენი (26), აბერკომბი (23 ქ, 7 მ), ჯონსი (13), ტეიტი (12), ვოკუნა (11 ქ, 7 მ), ბრედშოუ (10), ფრენკი (9), კამერონი (3), ენტონი (2), ფიჩეტი, კენჩი, პლედჯერი.
ლიბანი: ელ ხატიბი (18 ქ, 7 მ), ფაჰედი (12), აბდელნური (12), ვრომანი (10), რუსტომი (8), მაჰმუდი (4), ფრეიე (4), რედა (3), კანაანი (3), სტეპანი.

"ტოლ ბლექსი" მერვედფინალს მიუახლოვდა, კანადელებთან მატჩში სენსაციის მომხდენ ლიბანს 32 ქულის სხვაობით აჯობა - 108:76. ლიბანელები მჭიდროდ ეთამაშებოდნენ ზელანდიელთა ყველაზე კაშკაშა ვარსკვავ კირკ პენის, რომელიც ჯერჯერობით ამ მუნდიალის ბომბარდირია, სამაგიეროდ გაილაღეს მიკა ვუკონამ და 23 წლის თომას აბერკომბიმ, ბოლოს კი პენიმაც ჩვეულად გაილაღა და გუნდს 26 ქულა მოუტანა. ლიბანელელთაგან მხოლოდ ფადი ელ ხატიბი ყოჩაღობდა, მაგრამ მისი ინდივიდუალური მცდელობები საკმარისი არ იყო. ახალ ზელანდიას დღეს გადამწყვეტი დაპირისპირება ელის კანადის ნაკრებთან.
ნენად ვუჩინიჩი (ახალი ზელანდია): "ჩემს ბიჭებს ვულოცავ მნიშვნელოვან გამარჯვებას. მათ გული და სული ჩააქსოვეს ამ შეხვედრაში. სიმართლე გითხრათ, ჩემს პროფესიულ კარიერაში ეს უდიდესი გამარჯვებაა. როგორც იქნა, ტებ ბოლდვინს დაპირისპირება მოვუგე, არადა ტებს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მივიჩნევ მსოფლიოში".
ტებ ბოლდვინი (ლიბანი): "ჰაკა ახალზელანდიური კულტურის დიდი ნაწილია და ამის შემდეგ ჩვენ ძალიან მწარედ გვაჯობეს. ვფიქრობ, ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა. სწორედ ჰაკას შესრულების შემდეგ შეძლო მეტოქემ მთელი მატჩის ამაღლებულად ჩატარება".

საფრანგეთი-კანადა 68:63
15:15, 13:13, 18:20, 22:15
საფრანგეთი: ბატუმი (24 ქ, 7 მ), დიაუ (8 ქ, 6 მ, 5 გ), ჟელაბალი (8), კოფი (7 ქ, 7 მ), ბოკოლო (6), ტრაორე (6), დე კოლო (5), მაინმი (4), ალბისი, ჯექსონი.
კანადა: კენდალი (15), ოლინიკი (13), ანდერსონი (11), ბრაუნი (8), ენტონი (6), შეპერდი (5), ბაკნორი (3), ბელი (2), დორნკამპი.

იზმირში საფრანგეთის ნაკრებმა კანადის გუნდი მხოლოდ ბოლო მეოთხედში გატეხა - 68:63. ამერიკელებმა ზედიზედ მესამე მარცხი იწვნიეს და მერვედფინალში გასვლის შანსები საგრძნობლად შეიმცირეს. პირველი ორი მეოთხედი ფრედ მორჩა, მესამეში კი კანადელებმა 2 ქულის სხვაობით იმარჯვეს. ბოლო მეოთხედში ფრანგებმა გაცილებით ზუსტად და ხშირად ისროლეს საჯარიმოები, რის ხარჯზეც დაწინაურდნენ და მერე აღარც დათმეს ლიდერობა.

ლიტვა-ესპანეთი 76-73
11:22, 24:21, 18:21, 23:9
ლიტვა: კლეიზა (17 ქ, 8 მ), მაჩიულისი (13), პოციუსი (13), კალნიეტისი (12 ქ, 5 გ), იასაიტისი (5), დელინინკაიტისი (4), იავტოკასი (4 ქ, 8 მ), იანკუმასი (3), ანდრიუშკევიჩიუსი (3), გეჩევიჩიუსი (2), კლიმავიჩიუსი.
ესპანეთი: მ. გასოლი (18 ქ, 8 მ, 4 დ), ნავარო (18), ფერნანდესი (13 ქ, 9 მ), გარბახოსა (11), მუმბრუ (4), რუბიო (3), ლოპესი (3), ლული (3), სან ემეტერიო, რეიესი, ვასკესი.

მსოფლიოს ჩემპიონმა 3 თამაშიდან 2 დათმო, ეს უკვე შემაშფოთებელია - თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება, ესპანეთის ნაკრებმა ტიტული ჯგუფურ ეტაპზევე დათმოს. არადა ესპანელთა ცენტრმა მარკ გასოლმა ძალიან კარგად ითამაშა, 18 ქულა ჩააგდო, 8-ჯერ მოხსნა ბურთი ფარიდან და 4-ჯერ დაუფარა მეტოქეებს. სამაგიეროდ, ესპანელთა ლიდერმა რიკი რუბიომ ითამაშა საშინლად, "ბარსელონას" ვარსკვლავმა 28 წუთში 3 ქულა ჩააგდო და 2-ჯერ დაკარგა ბურთი. ესპანელები თითქმის მთელი მატჩი ლიდერობდნენ და მხოლოდ ბოლო მეოთხედში ჩაფლავდნენ.
ლიტვა ბოლო მეოთხედის წინ 18 ქულას აგებდა. თაობები იცვლებიან, მაგრამ ამ ნაკრებს მუდამ ახასიათებს ხასიათის სიმტკიცე. ლიტველებმა ჯერ 11 ქულამდე შეამცირეს სხვაობა. თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე კი ესპანელთა უპირატესობა მინიმალური იყო, "როხა" მხოლოდ 64:61-ს იგებდა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი იმ მონაკვეთში იონას მაციულისმა, რომელმაც მეტოქე ბურთი "მოპარა" და შემდეგ ესპანელთა კალათში ეფექტურად ჩატენა.
თამაშის დასრულებამდე 5 წუთნახევრით ადრე მარტინას პოციუსმა სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ კი ლინას კლეიზამ პირველი წუთების შემდეგ პირველად დააწინაურა ლიტვა ამ შეხვედრაში. კლეიზა მართლაც საუკეთესო იყო 17 ქულით, თუმცა მას გვარიანად დაეხმარნენ პოციუსი, მაციულისი და კალნიეტისი.
კესტუტის კემზურა (ლიტვა): "თამაშის წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ ძალზე მნიშვნელოვანი იყო, როგორ მოვთოკავდით ემოციებს, როგორ დადებითს, ისე უარყოფითს, მატჩისას".
სერხიო სკარიოლო (ესპანეთი): "კრიზისი? ასე არ ვიტყოდი, კრიზისი მაშინაა, როცა ჩემპიონატიდან ვარდები. ახლა მსგავსიც არაფერია, ტურნირი დიდია და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. უბრალოდ, ვფიქრობთ მომავალ მატჩზე და გვჯერა, რომ მედლებისთვის ბრძოლას შევძლებთ".

საფრანგეთი 3 3 0 226-188 6
ლიტვა 3 3 0 238-220 6
ესპანეთი 3 1 2 240-232 4
ახ. ზელანდია 3 1 2 271-269 4
ლიბანი 3 1 2 216-265 4
კანადა 3 0 3 202-219 3


დღეს
კანადა-ახალი ზელანდია
ლიბანი-ესპანეთი
ლიტვა-საფრანგეთი

ლელო


 

 

 

მკითხველის კომენტარები / 2 /
safe place to buy cialis online Because of this, we get many questions about it weekly, so I decided to cover this live and record it so you can benefit from the information I share
smoongise
09:33 29-05-2024
0
tamoxifen interactions Rudnas; Ospedale Civile, Gorizia L
eNzTwFIgz
06:51 11-02-2024
0

სიახლეები პოპულარული