სკოლას ვერავინ აჩერებს

AutoSharing Option
რა სჭირს რიკი რუბიოს?

თქმა არ უნდა, საკალათბურთო მუნდიალისთვის 24 ნაკრები მეტისმეტია. თურქეთში ძალიან ბევრი სუსტი ნაკრები თამაშობს, ისეთი, როგორიც, მაგალითად, კოტ დივუარია: გუშინ აფრიკელებმა ერთი მეოთხედი 5:27 წააგეს და ამ მეოთხედში ბერძნებს 6 წუთის განმავლობაში ქულა ვერ ჩაუგდეს. აქედან გამომდინარე ჩემპიონატის IV ტურში არავის გაკვირვებია, როცა ორ მატჩში 37-ქულიანი სხვაობა ვიხილეთ. გუნდების უმეტესობამ გაინაღდა მერვედფინალური საგზური, რის გამოც დღევანდელი მატჩების ნაწილი ერთგვარი გათვლებით წარიმართება, დევიზით - როგორ ავიცილოთ არასასურველი მეტოქე...

კალათბურთი. მსოფლიოს ჩემპიონატი
A ჯგუფი
სერბეთი-ავსტრალია 94:79
16:12, 27:25, 26:24,
25:18
სერბეთი: ტეოდოშიჩი (19 ქულა), ველიჩკოვიჩი (18 ქ, 9 მ), კრსტიჩი (14 ქ, 10 მ), კეშელი (11), სავანოვიჩი (10), რაშიჩი (8), ბიელიცა (7), მარკოვიჩი (5), პეროვიჩი (2), ტეპიჩი, მაჩვანი.
ავსტრალია: ნიული (13), მილსი (12 ქ, 6 გ), ნილსენი (10), მარიჩი (10), უორტინგტონი (9), ჯიბსონი (8), ანდერსენი (7 ქ, 7 მ), ინგლესი (6), ბარლოუ (4), მარტინი.

ნენად კრსტიჩი დაბრუნდა - "აკროპოლისის თასზე" ბერძნებთან ჩხუბისთვის ნენადი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. "ოკლაჰომას" ცენტრმა ავსტრალიას 14 ქულა ჩაუგდო, მან ფარზე იბატონა - 10-ჯერ მოხსნა ბურთი. სერბები მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდნენ თამაშს, მაგრამ ბოლოსკენ ავსტრალიელებმა მაინც შეძლეს მიახლოვება: მეტ ნილსენისა და ბრედ ნიულის წყალობით ანგარიში 78:81 გახდა, მაგრამ სულ ეს იყო - ტეოდოშიჩმა იქვე უპასუხა მეტოქეს სამქულიანი სროლით და ინტრიგა ისევ მოკლა.

ანგოლა-გერმანია 92:88 ოტ
19:19, 21:16, 18:19, 20:24, 14:10
ანგოლა: სიპრიანო (30), გომეში (16 ქ, 14 მ), ლუტონდა (13), მინგაში (10), ამბროზიო (9 ქ, 7 მ), მორაიში (8), ალმეიდა (6 ქ, 7 მ), ბონიფასიო.
გერმანია: იაგლა (23 ქ, 6 მ), შაფარციკი (18 ქ, 7 მ, 4 გ), ოლბრეხტი (17), შვეტელმი (12), შტეიგერი (8), ჰამანი (7 ქ, 5 გ), პლაისი (2), გრინი (1), მაკნაუტონი, ჰარისი, ბენზინგი.

გერმანიის ნაკრები სამარცხვინოდ ასპარეზობს, გუშინ დირკ ნოვიცკის გარეშე მოასპარეზე ბუნდესგუნდმა ანგოლასთან "მოახერხა" წაგება ოვერტაიმში. საშინლად ითამაშა ევროპელთა ნატურალიზებულმა ამერიკელმა დემონდ გრინმა, რომელსაც გუნდის ლიდერობა უნდა ეკისრა, მაგრამ შვიდივე სროლა გააფუჭა თამაშიდან. შეხვედრის დასრულებამდე 16 წამით ადრე გრინი სიპრიანოზე დაჯარიმდა და აფრიკელმაც თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. ოვერტაიმში ანგოლამ უკეთ ითამაშა და 4 ქულის სხვაობით მოიგო.

არგენტინა-იორდანია 88:79
35:19, 14:18, 12:18, 27:24
არგენტინა: სკოლა (30 ქ, 13 მ), დელფინო (18 ქ, 5 გ), კინტეროსი (11), ლ. გუტიერესი (9), პრიჯონი (6 ქ, 9 გ), გონსალესი (6 ქ, 7 მ), ხ. გუტიერესი (4), სეკუეირა (4), კამერიჩსი, ხასენი.
იორდანია: რაიტი (22), ადაისი (20 ქ, 8 მ), აბასი (17 ქ, 10 მ), ალავადი (10), დაღლესი (8 ქ, 4 გ), სობჟოკოვი (2), ალ-სუსი, ზაღაბი.

იორდანიის ნაკრებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია არგენტინას, თუმცა ლუის სკოლას შეჩერება შეუძლებელი იყო: მის ანგარიშზე 30 ქულა და 13 მოხსნაა. სკოლა IV ტურის საუკეთესო კალათბურთელია.

	                თ	მ	წ	ბ/სხ	         ქ
1. არგენტინა 	4	4	0	331-295	8
2. სერბეთი	        4	3	1	381-274	7
3. ავსტრალია	4	2	2	305-286	6
4. ანგოლა	       4	2	2	285-338	6
5. გერმანია	       4	1	3	287-329	5
6. იორდანია	       4	0	4	288-355	4
დღეს
ანგოლა-ავსტრალია
არგენტინა-სერბეთი
იორდანია-გერმანია


B ჯგუფი
ხორვატია-ტუნისი 84:64
23:12, 20:11, 22:17, 19:24
ხორვატია: ბოგდანოვიჩი (19), პოპოვიჩი (16 ქ, 5 გ), ტომიჩი (15 ქ, 9 მ), ანდრიჩი (10), ტომაში (8), ბანიჩი (6), პლანინიჩი (5 ქ, 5 გ), ლონკარი (5), უკიჩი, კუში, სტიპჩევიჩი.
ტუნისი: ბენ რომდანე (23), დიფალა (8), მეჯრი (7), რზიგი (6), კეჩრიდი (5), სლიმანე (4 ქ, 6 მ), კნიუა (3 ქ, 4 გ), ჰადიდანე (3), ღიაზა (2), მაუა.

ხორვატთა ვეტერანმა მცველმა მარკო პოპოვიჩმა ბრწყინვალედ ითამაშა, მის ანგარიშზე 16 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემაა. ხორვატებმა სტარტი 10:0 მოიგეს, იქვე ტუნისელებმა ჩააგდეს ზედიზედ 8 ქულა - 10:8. სწორედ მაშინ ამოქმედდა პოპოვიჩი, ოთხი შორეული ტყორცნიდან სამი კალათში მოათავსა, ხორვატიამ კი მონაკვეთი 13:2 მოიგო. საბოლოოდ ხორვატებს არ გასჭირვებიათ აფრიკელთა ძლევა, რომ არა ბოლო მეოთხედის მოდუნება სლავთა უპირატესობა საბოლოო 20-ქულიანზე გაცილებით მეტი იქნებოდა.

აშშ-ირანი 88:51
19:13, 23:15, 20:11, 26:12
აშშ: ლავი (13 ქ, 6 მ), დიურანი (12), როუზი (11), გრეინჯერი (10), გეი (9), გორდონი (8), ჩენდლერი (7 ქ, 7 მ), ბილაპსი (5), კარი (4 ქ, 5 გ), უესტბრუკი (4), იგუოდალა (3), ოდომი (2).
ირანი: ჰადადი (19), კაზემი (14), ვეისი (7), კამრანი (7), დავარი (2), ნაბიპური (1), დავუდი (1), ჰასანზადე, კადრუსტი, დავარპანა.

ამერიკის ნაკრებმა ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მოუგო ირანის ნაკრებს 37 ქულის სხვაობით. ოთხმა კალათბურთელმა 10 ქულაზე მეტი ჩააგდო: ლავმა, დიურანმა, როუზმა და გრეიბნჯერმა. სახელმწიფოთა დაპირისპირების მიუხედავად, კალათბურთელთა მატჩი მეგობრულ გარემოში წარიმართა.

სლოვენია-ბრაზილია 80:77
20:18, 24:12, 23:21, 13:26
სლოვენია: ლაკოვიჩი (20), ბრეჟეჩი (16), ნახბარი (15), დრაგიჩი (10), ბეჩიროვიჩი (6 ქ, 9 მ, 4 გ), ვიდმარი (6), სლოკარი (5 ქ, 6 მ), ზუპანი (2).
ბრაზილია: მაშადო (20), ვინისიუსი (19), ბარბოზა (12), გარსია (9), უერტასი (8 ქ, 10 გ), ჯოვანონი (5), ვარეჟაო (4), დოს სანტოსი.

ბოლო მეოთხედში გამოფხიზლებულ ბრაზილიას სლოვენიელთა დასამარცხებლად დრო აღარ ეყო.

	         თ	მ	წ	ბ/სხ	ქ
1. აშშ          4	4	0	363-274	8
2. სლოვენია	 4	3	1	328-316	7
3. ბრაზილია 4	2	2	306-280	6
4. ხორვატია	 4	2	2	321-315	6
5. ირანი	 4	1	3	241-302	5
6. ტუნისი	 4	0	4	243-315	4
დღეს
აშშ-ტუნისი
სლოვენია-ირანი
ბრაზილია-ხორვატია

C ჯგუფი
რუსეთი-ჩინეთი 89:80
15:21, 25:22, 23:19, 26:18
რუსეთი: მონია (17 ქ, 6 გ), კაუნი (16 ქ, 14 მ), პონკრაშოვი (15 ქ, 5 გ), ბიკოვი (11 ქ, 5 გ), ვორონოვი (11), მოზგოვი (8), ვორონცევიჩი (7), ფრიდზონი (2), ხვოსტოვი (2).
ჩინეთი: სუნი (19), ს. ვანი (16), იანლიან იი (14 ქ, 9 მ), ჟ. ვანი (14), ლიუ (5), იუ (5), დინი (2), გუო (2), ინი.

რუსეთის ნაკრებმა მერვედფინალში თამაში მას მერე გაინაღდა, რაც თამაშის მიწურულს ჩინელებს 14:0 მოუგო ერთ მონაკვეთში. თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე რუსები 73:75-ს აგებდნენ, როცა 14 უპასუხო ქულა ჩაუგდეს მეტოქეს.
დავიდ ბლატი (რუსეთი): "მე მყავს 12 საუკეთესო ბიჭი. ვთამაშობთ თუ არა კარგად, ბიჭები ბოლომდე იბრძვიან".

საბერძნეთი-კოტ დ'ივუარი 97:60
20:14, 27:5, 34:19, 16:22
საბერძნეთი: კალატესი (15 ქ, 8 გ, 7 მ), პრინტეზისი (12), ცარცარისი (12 ქ, 5 მ), შორცანიტისი (10), ბურუსისი (9 ქ, 7 მ), კაიმაკოგლუ (8), ფოცისი (6 ქ, 6 მ), დიამანტიდისი (5 ქ, 5 გ), ვუგიუკასი (4), ზისისი (4), პერპეროგლუ (2).
კოტ დივუარი: ასიე (11 ქ, 7 მ), ლამიზანა (9), ედი (9), კალე (8 ქ, 5 მ), ნდიაი (6), კონე (5), აბუო (4), დიაბატე (4), კონატე (2), ტაპე (2), ამაგუო.

თურქებთან მარცხის კვალიც კი არ ეტყობოდა საბერძნეთის ნაკრებს, აფრიკულ გუნდს 37 ქულის სხვაობით მოუგო. მეორე მეოთხედში ბერძნებმა კოტ დივუარს 27:5 მოუგეს, თანაც მეოთხედის პირველი 6 წუთი ქულაც კი არ ჩააგდებინეს.

თურქეთი-პუერტო რიკო 79:77
19:19, 11:18, 26:20, 23:20
თურქეთი: თურქოგლუ (16 ქ, 5 გ), ილიასოვა (13 ქ, 13 მ), ონანი (12), ერდენი (10 ქ, 6 მ), გიონლუმი (9), არსლანი (5), თუნჯერი (4 ქ, 5 გ), აშიკი (4), აკიოლი (3), სავაში (3).
პუერტო რიკო: ვასალიო (19), რამოსი (15 ქ, 12 მ), ლი (11), პივი (9), ბარეა (7), სანჩესი (6), ბალკმანი (6), რივერა (2), სანტიაგო (2).

თურქებმა მთელი ძალები საბერძნეთის ნაკრებს შეალიეს და კინაღამ პუერტო რიკოსთან წააგეს. მასპინძლებმა ცუდად დაიწყეს, მაგრამ ბოლო ორ მეოთხედში იყოჩაღეს. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 2,5 წუთით ადრე მანოლო სინტრონის გუნდი 53:45-ს იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. თურქეთის ნაკრებმა ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად ჯგუფში პირველი ადგილი დაიბევა.

	                თ	მ	წ	ბ/სხ	ქ
1. თურქეთი	        4	4	0	306-245	8
2. საბერძნეთი	4	3	1	334-297	7
3. რუსეთი	        4	3	1	292-277	7
4. პუერ. რიკო	4	1	3	307-313	5
5. ჩინეთი	        4	1	3	320-335	5
6. კოტ დ'ივ.	        4	0	4	246-338	4
დღეს
პუერტო რიკო-კოტ დ'ივუარი
საბერძნეთი-რუსეთი
თურქეთი-ჩინეთი

D ჯგუფი
ახ. ზელანდია-კანადა 71:61
11:8, 24:20, 12:13, 24:20
ახალი ზელანდია: პენი (18), ფრენკი (14), ჯონსი (11), აბერკრომბი (7 ქ, 10 მ), ტეიტი (5), კამერონი (5), ვუკონა (4 ქ, 6 მ), ბრედშოუ (4), ფიტჩეტი (3).
კანადა: შეპერდი (15), ენტონი (13 ქ, 6 მ), ბრაუნი (12), ოლინიკი (6), ანდერსონი (5), დორნკამპი (4), კენდალი (2 ქ, 7 მ, 4 გ), ბელი (2), საკრე (2), ბაკნორი.

ზედიზედ მესამე ჩემპიონატია ახალი ზელანდია ახერხებს პირველი ეტაპის დაძლევას. კანადელებთან მატჩში გუნდის ლიდერმა კირკ პენიმ 18 ქულა ჩააგდო. ახალგაზრდული კანადური გუნდი კი ალბათ დაემშვიდობება მუნდიალს.

ესპანეთი-ლიბანი 91:57
21:22, 22:10, 29:15, 19:10
ესპანეთი: მ. გასოლი (25 ქ, 8 მ), ვასკესი (15 ქ, 8 მ), მუმბრუ (9), რეიესი (8 ქ, 9 მ), ფერნანდესი (7 ქ, 7 მ), გარბახოსა (7), კლავერი (6), ლული (6), ნავარო (5), სან ემეტერიო (3), რუბიო (0 ქ, 7 გ), ლოპესი.
ლიბანი: ვრომანი (22 ქ, 9 მ), ელ ხატიბი (10), ფაჰედი (7), რუსტომი (7), მაჰმუდი (5), კანაანი (3 ქ, 6 მ), ფახრედინი (3), აბდელნური, სტეპანი, ფრეიე, რედა.

მსოფლიოს ჩემპიონმა მოიგო და მერვედფინალი გაინაღდა, თუმცა ასეთი თამაშით შორს ვერ წავა - გუნდის ლიდერ რიკი რუბიოს რაღაც სჭირს, მას ჯერ ერთხელაც არ მიუღწევია 10-ქულიანი ზღვრისთვის. გუშინ საერთოდ ქულა ვერ ჩააგდო, თამაშიდან 6 სროლა გააცუდა.

ლიტვა-საფრანგეთი 69:55
11:24, 13:6, 28:11, 17:14
ლიტვა: მაციულისი (19), კლეიზა (15), კალნიეტისი (9), პოციუსი (8), სეიბუტისი (6), კლიმავიჩიუსი (5), დელინინკაიტისი (3), იანკუნასი (2), იავტოკასი (2 ქ, 5 მ), გეცევიჩიუსი.
საფრანგეთი: ბატუმი (13), ჟელაბალი (10), დე კოლო (9), დიაუ (9 ქ, 6 მ, 4 ჩ), ტრაორე (6), ალბისი (3), კოფი (2), მაინმი (2), ბოკოლო (1), ჯექსონი.

ლიტვის ნაკრებმა დაიმსახურა პირველი ადგილი "სიკვდილის ჯგუფში". წუხელ ბალტიელებმა 11-წუთიანი მონაკვეთი 33:12 მოუგეს ფრანგებს და გაუბათილეს უპირატესობა. ფრანგთაგან ერთადერთი ნიკოლას ბატუმი ეომა ლიტვის ნაკრებს ღირსეულად, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მოგებისთვის.

	                თ	მ	წ	ბ/სხ	ქ
1. ლიტვა	        4	4	0	307-275	8
2. საფრანგეთი	4	3	1	281-257	7
3. ესპანეთი 	        4	2	2	331-289	6
4. ახ. ზელანდ.	4	2	2	342-330	6
5. ლიბანი	        4	1	3	273-356	5
6. კანადა	        4	0	4	263-290	4
დღეს
ესპანეთი-კანადა
ლიბანი-ლიტვა
ახალი ზელანდია-საფრანგეთი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული