მსოფლიოს ჩემპიონატზე გოგონებს ცეკვა აუკრძალეს

AutoSharing Option

ამიერიდან ფიბას მოცეკვავე გოგონების გუნდი აღარ გაართობს პუბლიკას მსოფლიოს ჩემპიონატზე, როცა მასპინძელი ქვეყნის ნაკრები ითამაშებს. საორგანიზაციო კომიტეტმა ურჩია ფიბას, რომ თურქთა თამაშის დროს გართობა აიკრძალოს ორი მიზეზით: თურმე ეს მაყურებელს შეურაცხყოფას აყენებს, რადგან ისლამი კრძალავს ქალის კანის გამოჩენას თავშეყრის ადგილებში და მეორეც, თავად გოგონებისთვის ყოფილა ეს სარისკო საქმე.

ფიბამ განმარტა, რომ აკრძალვა ამ ორგანიზაციის ინიციატივა არაა. ფიბას გენერალური მდივანი პატრიკ ბაუმანი მიიჩნევს, რომ არ არის წინააღმდეგი მაყურებელი თამაშის დროს პაუზებში გაერთოს მშვენიერი სანახაობით, თუმცა მასპინძელთა პოზიციისაც ესმის.
ოთხშაბათს ამერიკისა და

ირანის ნაკრების მატჩისას გოგონებს გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი ეცვათ. მიუხედავად ამისა, როცა გოგონები ცეკვას იწყებდნენ ირანის ნაკრების ოფიციალური წარმომადგენლები ზურგით ბრუნდებოდნენ, რომ "გარყვნილობისთვის" თვალი არ მოეკრათ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მუშაობს "რედ ფოქსის" პროფესიონალ მოცეკვავეთა გუნდი, რომელიც უმთავრესად უკრაინელი გოგონებითაა დაკომპლექტებული. ეს გუნდი ანკარაში (სადაც B ჯგუფის თამაშები ტარდება) მაინც გამოვა, ოღონდ არა მასპინძელთა თამაშებზე. აი ასე, არადა ამ ქვეყანას (თურქეთს ვგულისხმობთ) ევროკავშირში შესვლას უნდა.

 ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული