გერმანია შინ გაუშვეს
თურქეთის ქალაქებში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, რომლის ყველაზე დიდი მოულოდნელობა მერვედფინალს მიღმა გერმანიის ნაკრების დარჩენაა. დირკ ნოვიცკის გარეშე მოასპარეზე ბუნდესგუნდმა ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა და წინ ანგოლა გაუშვა. გუშინდელი დღის მშვენება სერბეთისა და არგენტინის მატჩი იყო, რომლის ბედი მხოლოდ ბოლო წამებზე გაირკვა. ლუის სკოლა კვლავ სუპერპროდუქტიული იყო, მაგრამ პირველად საკალათბურთო მუნდიალზე მისი გმირობა არგენტინას გამარჯვებისთვის არ ეყო.
A ჯგუფი
ავსტრალია-ანგოლა 76:55
15:18, 24:11, 21:9, 16:17
ავსტრალია: მილსი (11 ქულა), ნილსენი (9 ქ, 7 მ, 6 გ), უორტინგტონი (8), ბარლოუ (8),
ანგოლა: ჟერონიმუ (9), ლუტონდა (9), გომეში (8), პაულუ (7), მბუნგა (7), მორაიში (6), ამბროზიო (5), ფორტესი (2), მინგაში (2), ბონიფასიო.
ანგოლელებმა მარცხის მიუხედავად მაინც დაიკავეს ჯგუფში გამსვლელი მე-4 ადგილი, მაგრამ ამით აფრიკელთა ოდისეა საკალათბურთო მუნდიალზე სრულდება, მათი მომავალი მეტოქე ამერიკის ნაკრებია.
სერბეთი- არგენტინა 84:82
20:22, 20:17, 18:15, 26:28
სერბეთი: სავანოვიჩი (19), კრსტიჩი (18 ქ, 8 მ), ტეოდოშიჩი (16 ქ, 4 მ, 4 გ), რაშიჩი (10), ველიჩკოვიჩი (7 ქ, 6 მ), მარკოვიჩი (6), კეშელი (6), პეროვიჩი (2), ტეპიჩი.
არგენტინა: სკოლა (32 ქ, 7 მ), დელფინო (13 ქ, 7 მ), პრიჯონი (13 ქ, 9 გ), კინტეროსი (10), ხასენი (8), ლ. გუტიერესი (4), სეკუეირა (2), კამერიჩსი, ხ. გუტიერესი, გონსალესი.
დღის ყველაზე დრამატული მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა ლუის სკოლას მოწადინებით არგენტინელები დაეწივნენ სერბებს და ბოლოს მოგებაც შეეძლოთ. მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე არგენტინა 81:84-ს აგებდა და საჯარიმოს ხაზზე კინტეროსი იდგა, მან პირველი ჩააგდო, მეორე კი განზრახ ააცილა, მაგრამ ველიჩკოვიჩმა ფარიდან ასხლეტილი ბურთი არავის დაანება და სერბეYთს გამარჯვება მოაპოვებინა - 84:82.
გერმანია-იორდანია 91:73
28:17, 12:16, 27:17, 24:23
გერმანია: პლაიში (23 ქ, 9 მ), შტეიგერი (16), იაგლა (14), მაკნაუტონი (12), ოლბრეხტი (7 ქ, 10 მ), ბენზინგი (5), ჰამანი (4), ჰარისი (3), შაფარციკი, გიუნტერი, გრინი.
იორდანია: დაღლესი (22 ქ, 6 გ), რაიტი (14), სობჟოკოვი (12), ალ-ხასი (12 ქ, 9 მ), აბასი (10 ქ, 6 მ), ჰუსეინი (3), ალნაჯარი, ალავადი, ჰადრაბი, ალ-სუსი, ზაღაბი, ადაისი.
§მსოფლიოს ჩემპიონატის დებიუტანტმა იორდანიამ საკალათბურთო მუნდიალი მოგების გარეშე დატოვა. გერმანელმა ტიბორ პლაიშმა თავიდანვე ენერგიულად შეუტია მეტოქის კალათს და მხოლოდ პირველ მეოთხედში 12 ქულა მიითვალა. მეორე მეოთხედში აზიელებმა მაინც მოარგეს გასაღები გერმანელთა დაცვას - სამქულიან სროლებზე გადავიდნენ. ერთი პერიოდი ანგარიში 34:33-ც გახდა გერმანელთა სასარგებლოდ. მაგრამ საოცრება აღარ მოხდა, გერმანიის ნაკრებმა მორიგი სირცხვილი არ ჭამა თურქეთში.
პლაიშმა თამაში 23 ქულითა და 9 მოხსნით დაამთავრა, ლუკა შტეიგერმა 16 ქულა მიითვალა ხოლო იან იაგლამ -14.
თ მ წ ბ ქ
სერბეთი 5 4 1 465-356 9
არგენტინა 5 4 1 413-379 9
ავსტრალია 5 3 2 381-341 8
ანგოლა 5 2 3 340-414 7
გერმანია 5 2 3 378-402 7
იორდანია 5 0 5 361-446 5
B ჯგუფი
აშშ-ტუნისი 92:57
19:13, 20:20, 24:13, 29:11
აშშ: გორდონი (21), დიურანი (14), ვესტბრუკი (14), კარი (13), ბილაპსი (7), გრეინჯერი (5), როუზი (4), იგუოდალა (4 ქ, 6 მ), ლავი (4), ჩენდლერი (4), გეი (2), ოდომი.
ტუნისი: კეჩრიდი (15), ბენ რომდანე (11 ქ, 8 მ), სლიმანე (9), რზიგი (9), ჰადიდანე (5), მაუა (5), ღიაზა (2), დიფალა (1), ლაღნეჯი, კნიუა, მეჯრი, ბრაა.
როგორც მოსალოდნელი იყო - ამერიკის ნაკრებმა ჯგუფის ყველა მატჩი მოიგო. ამერიკელებს მხოლოდ ბრაზილიელებთან გაუჭირდათ, სხვებთან კი გაილაღეს და 20 და მეტი ქულის სხვაობით მოიგეს. სხვათა შორის, ტუნისელებმა მესამე მეოთხედამდე მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ამერიკელებს. მაიკ კრჟიჟევსკის გუნდი მერვედფინალში ანგოლას შეხვდება.
სლოვენია-ირანი 65:60
19:6, 9:17, 24:11, 13:26
სლოვენია: დრაგიჩი (18 ქ, 6 მ), ზუპანი (15), ბეჩიროვიჩი (10), ნახბარი (10), ლაკოვიჩი (4), ვიდმარი (4), კლუბოჩარი (2), ბრეჟეჩი (2), რიჟვიჩი, იაგოდნიკი.
ირანი: ჰადადი (15 ქ, 7 მ, 2 დ), კაზემი (11 ქ, 14 მ, 3 ჩ), კადრუსტი (9 ქ, 7 მ), დავარი (7 ქ, 4 გ), დავარპანა (4), ნაბიპური (2), ჰასანზადე (2), დავუდი.
სამი მეოთხედი სლოვენიის ნაკრებმა 52:34 მოიგო, მაგრამ კაზემის მოწადინებით ირანი სლავებს მიუახლოვდა. ბეჩიროვიჩის წყალობით ევროპელებმა აღადგინეს უპირატესობა, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით და 50 წამით ადრე სლოვენია 14 ქულის სხვაობით იგებდა. ამის შემდეგ ირანელებმა 11 ქულა ჩააგდეს და მხოლოდ ნახბარმა შეძლო 2 ქულის მოტანა სლოვენიის ნაკრებისათვის. საბოლოოდ მაინც მატჩის ფავორიტმა მოიგო, თუმცა კი გვარიანად ანერვიულა 3 ათასი გულშემატკივარი.
ბრაზილია-ხორვატია 92:74
22:19, 26:16, 24:15, 20:24
ბრაზილია: მაშადო (18), ბარბოზა (17), გარსია (15), ჯოვანონი (12), ბეკერი (7), უერტასი (7 ქ, 6 გ), ბატიშტა (6), სპლიტერი (6), ვარეჟაო (2), ვინისიუსი (2), დოს სანტოსი.
ხორვატია: პოპოვიჩი (15), ლონკარი (12), ანდრიჩი (11), ბოგდანოვიჩი (10), ტომაში (9), უკიჩი (4), კუში (4), ბანიჩი (4), პლანინიჩი (3), ტომიჩი (2).
ბრაზილიის ნაკრებმა კარგი დღე არ აყარა ხორვატებს, რის წყალობითაც მერვედფინალში დიდებული წყვილი მივიღეთ - სამხრეთ ამერიკული დერბი, ბრაზილია არგენტინის წინააღმდეგ. ამ მატჩში ბრაზილიელთა უპირატესობა 25 ქულამდეც ავიდა, საბოლოოდ კი მათ 18 ქულის სხვაობით იმარჯვეს.
რუბენ მანიანო (ბრაზილია): "გეგმის მიხედვით ვითამაშეთ, მათ მსროლელებს ყველა გზა ამოვუკეტეთ, ბიჭებმა დაცვაში დიდებული სამუშაო გასწიეს. ძალიან რთული მატჩი გველის არგენტინის წინააღმდეგ - ნამდვილი "კლასიკო".
თ მ წ ბ ქ
აშშ 5 5 0 455-331 10
სლოვენია 5 4 1 292-276 9
ბრაზილია 5 3 2 398-354 8
ხორვატია 5 2 3 395-407 7
ირანი 5 1 4 301-367 6
ტუნისი 5 0 5 300-407 5
C ჯგუფი
კოტ დ'ივუარი- პუერტო რიკო 88:79
19:14, 20:19, 25:26, 24:20
კოტ დ'ივუარი: აბუო (19), ლამიზანა (17), კონე (17 თ, 10 მ), კონატე (11), დიაბატე (8 ქ, 6 მ, 8 გ), ასიე (3), კალე (3), ტაპე.
პუერტო რიკო: ბარეა (19 ქ, 7 გ), უერტასი (18 ქ, 8 მ), პივი(14), ვასალიო (11 ქ, 8 მ), ბალკმანი (7 ქ, 10 მ), სანტიაგო (6), სანჩესი (2), დიასი (2), რამოსი, რივერა, ლი.
კოტ დ'ივუარმა მუნდიალზე პირველი თამაში მოიგო, მაგრამ აფრიკულ ნაკრებს სამი ქულა დააკლდა სანუკვარ მიზნამდე - მერვედფინალში გასვლამდე. რანდუალდ დესარზინის გუნდს 12 ქულის სხვაობით მოგება ესაჭიროებოდა, მაგრამ სულ ცოტა დააკლდა. ახლა შემდეგ ეტაპზე ჩინეთის ნაკრები გადის, თან ეს ჩინელთა თამაშამდე იყო ცნობილი.
რანდოალდ დესარზინი (კოტ დივუარი): "ძალიან ცუდია, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია კალათბურთი. ამ მატჩის ბოლო წამები სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება. აღარასოდეს ვიქნები მწვრთნელი, ეს გადაწყვეტილია".
რუსეთი-საბერძნეთი 73:69
20:10, 10:20, 29:13, 14:26
რუსეთი: მოზგოვი (18), ვორონცევიჩი (10), ვორონოვი (9 ქ, 6 გ), ფრიდზონი (8), კაუნი (8), ჟუკანენკო (6), მონია (6), ბიკოვი (4), პონკრაშოვი (4 ქ, 6 გ), ხვოსტოვი, კოლესნიკოვი.
საბერძნეთი: შორცანიტისი (16 ქ, 9 მ), ზისისი (11), სპანულისი (8), დიამანტიდისი (8), კაიმაკოგლუ (7), ბურუსისი (5), პრიმტეზისი (4), პერპეროგლუ (4), ცარცარისი (3), კალატესი (3).
შეხვედრაში უპირატესობა ხელიდან ხელში გადადიოდა, ბერძნებმა საწყისი და ბოლო მეოთხედები ითამაშეს უკეთ, რუსებმა შუა ორი. ბერძენთა კალათს ხშირად და ზუსტად უტევდა ტიმოფეი მოზგოვი.
თურქეთი-ჩინეთი 87:40
15:6, 24:7, 27:12, 21:15
თურქეთი: სავაში (20), ერდენი (18 ქ, 12 მ), აშიკი (17 ქ, 13 მ), გიულერი (9), ერმიში (9), აკიოლი (6), თურქოგლუ (5), არსლანი (3).
ჩინეთი: სუნი (15), იუ (9), დინი (4), ჟანგი (4), სუ (4), ჟოუ (4), ს. ვანი.
საბრალო ჩინეთი - მასპინძლებმა ანტირეკორდი დაამყარებინეს, ჩინელებმა, რომლებიც იანლიან იის გარეშე თამაშობდნენ, მეტოქის კალათში მხოლოდ 40 ქულა ჩააგდეს, მხოლოდ 8 ქულით მეტი, ვიდრე ერთმა არგენტინელმა ლუის სკოლამ დღეს. 47 ქულით სხვაობით მოგების შემდეგ თურქეთის ნაკრებმა საფრანგეთთან მერვედფინალური მატჩი დაიბევა.
თ მ წ ბ ქ
თურქეთი 5 5 0 393-285 10
რუსეთი 5 4 1 365-346 9
საბერძნეთი 5 3 2 403-370 8
ჩინეთი 5 1 4 360-422 6
პუერტო რ. 5 1 4 386-401 6
კოტ დივ. 5 1 4 334-417 6
D ჯგუფი
ესპანეთი-კანადა 89:67
28:17, 14:20, 21:11, 26:19
ესპანეთი: ვასკესი (19), ფერნანდესი (19), გარბახოსა (9), რუბიო (8 ქ, 6 მ, 8 გ), რეიესი (8 ქ, 9 მ), მუმბრუ (8), სან ემეტერიო (6), კლავერი (5), მ. გასოლი (4 ქ, 9 მ), ლული (3), ლოპესი.
კანადა: ოლინიკი (14), შეპერდი (12), ანდერსონი (8), საკრე (8), ბაკნორი (7), კენდალი (7 ქ, 5 მ), ბელი (5), ენტონი (4), დორნკამპი (2), ბრაუნი.
რუდი ფერნანდესი ბრწყინვალედ ათამაშდა: 23 წუთში მან 19 ქულა 5 მოხსნა გააკეთა. სწრაფი და გახსნილი თამაში იყო, ორივე გუნდი მხოლოდ შეტევაზე ფიქრობდა. პირველ ტაიმში მეტოქეებმა 23 სამქულიანის ჩაგდება სცადეს! უკეთ ითამაშა რიკი რუბიომ, თუმცა საუკეთესო ფორმამდე ბარსელონელს ჯერ ბევრი უკლია. დამარცხებულთაგან კელი ოლენიკმა ჩააგდო ყველაზე მეტი - 14 ქულა. კანადამ მოუგებლად დაასრულა ჯგუფური ეტაპი.
ლიტვა-ლიბანი 84:66
16:16,23:16, 25:19, 20:15
ლიტვაL: სეიბუტისი (17), გეცევიჩიუსი (16), დელინინკაიტისი (11 ქ, 4 გ), კლეიზა (10), კლიმავიჩიუსი (9 ქ, 7 მ), კალნიეტისი (7), პოციუსი (4), ანდრიუშკევიჩიუსი (4 ქ, 7 მ), იანკუნასი (3), მაციულისი (3).
ლიბანი: ფაჰედი (19), ვრომანი (15), ფახრედინი (11), აბდელნური (8 ქ, 6 მ), ელ ხატიბი (6), მაჰმუდი (5), რუსტომი (2 ქ, 6 მ, 5 გ), კანაანი.
ლიტველებს სამი მეოთხედი უძალიანდებოდნენ ლიბანელები, თუმცა ბოლოსკენ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - მერვედფინალში ლიტვის მეტოქე ჩინეთის ნაკრებია. ბოლოს რენალდას სეიბუტისმა იყოჩაღა და საბოლოოდ ყველაზე მეტი, 17 ქულა ჩააგდო გამარჯვებულთაგან.
ახალი ზელანდია-საფრანგეთი 82:70
17:20, 22:5, 19:18, 24:27
ახალი ზელანდია: პენი (25), ვუკონა (15), ტეიტი (8), კამერონი (8), აბერკომბი (7), ფრენკი (7), ჯონსი (5), ბრედშოუ (4), ფიტჩეტი (3).
საფრანგეთი: ბოკოლო (13), ჟელაბალი (12), დე კოლო (10), დიაუ (9), კოფი (9), პიეტრუსი (8), ბატუმი (6), ტრაორე (3), ალბისი, მაინმი, ჯექსონი.
ზელანდიელებმა ფრანგებს მეორე მეოთხედში აჯობეს, როცა 22:5 მოუგეს. ეს რომ პირველ მეოთხედში მომხდარიყო, ვიტყოდით, რომ ფრანგებს ლიბანელების მსგავსად ჰაკას შესრულების შეეშინდათო. ასეა თუ ისე, ზედიზედ მეორედ ზელანდია მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპზეა.
თ მ წ ბ ქ
ლიტვა 5 0 0 391-341 10
ესპანეთი 5 3 2 420-356 8
ახ. ზელანდ. 5 3 2 424-400 8
საფრანგეთი 5 3 2 351-339 8
ლიბანი 5 1 4 339-440 6
კანადა 5 0 5 330-379 5
მერვედფინალი
4 სექტემბერი
სერბეთი-ხორვატია
ესპანეთი-საბერძნეთი
5 სექტემბერი
თურქეთი-საფრანგეთი
სლოვენია-ავსტრალია
6 სექტემბერი
აშშ-ანგოლა
რუსეთი-ახალი ზელანდია
7 სექტემბერი
ლიტვა-ჩინეთი
არგენტინა-ბრაზილია
ლელო