ჩეხეთისა და ამერიკის ნაკრებთა ფინალური მატჩით დასრულდა ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი. რა თქმა უნდა, ამ მატჩში ყველა გამარჯვებას ამერიკის ნაკრებს უწინასწარმეტყველებდა და ჩეხეთის ერთადერთ კოზირად საკუთარი გულშემატკივრის მხარდაჭერას მიიჩნევდა. მართლაც, დარბაზი ბოლომდე იყო შევსებული და გულშემატკივარი ისეთ ხმაურს ქმნიდა, თვით ბერძენ, თურქ თუ სერბ ფანებსაც კი შეშურდებოდათ.
ამ ყველაფრის შემხედვარე ამერიკელებიც კი დაიბნენ, რა თქმა უნდა, მასპინძელი კალათბურთელებიც ნერვიულობდნენ, თუმცა მათ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და მეტოქეზე ადრე გადალახეს სასტარტო მღელვარება.
უკვე მე-20 წამისთვის ცხადი გახდა, რომ თამაში ხისტი იქნებოდა. იანა
ჩეხეთს შეტევაში თამაში არ გამოსდიოდა, რაც ფიზიკურად ძლიერი, ათლეტური და საკუთარ თავში დარწმუნებული ამერიკელების ბრალიც იყო. მით უმეტეს, რომ ამერიკამ კიდევ უფრო მოუმატა თამაშს და ტაურაზის ტყორცნის შემდეგ 12 ქულამდე გაზარდა უპირატესობა. ჩეხეთი მზად აღმოჩნდა ასეთი სცენარისთვის. ვიტეჩკოვამ სამქულიანი ჩააგდო, ჰორაკოვამ ერთი ერთზე შესვლა გამოიყენა და ინტრიგა ისევ გაჩნდა - 40:35 ამერიკის სასარგებლოდ.
გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე მეოთხედი - სწორედ აქ გაირკვა ოქროს მედლის მფლობელის ვინაობა. ტაურაზიმ, ბერდმა, ფაულზმა და სხვებმა მეორე სიჩქარე ჩართეს და მეტოქეს დიდი მანძილით ჩამოიტოვეს უკან. აშშ-ის ნაკრები ზუსტად ისროდა, კარგად იცავდა თავს, მოხსნებს იღებდა და შესანიშნავ პასებს არიგებდა. ეს ათი წუთი მან 34:17 მოიგო, ხოლო მეოთხედის დასრულებამდე წუთით ადრე უპირატესობა უკვე 25 ქულას აღწევდა - 72:47.
რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გამარჯვებულის საკითხი მოხსნილი იყო დღის წესრიგიდან. ამერიკელმა ქალებმა გაიმეორეს მამაკაცების მიღწევა და მათაც დაიბრუნეს პლანეტის საუკეთესო გუნდის სტატუსი. საბოლოო ანგარიში იყო - 89:69.
ტურნირის შემდეგ ჟურნალისტებმა სიმბოლური ნაკრები შეადგინეს, რომელშიც შემდენგი კალათბურთელები მოხვდნენ:
ჰანა ჰორაკოვა (ჩეხეთი) - 12,1 ქულა, 4,9 მოხსნა, 3,9 პასი.
დაიანა ტაურაზი (აშშ) - 12,0 ქულა, 2,4 მოხსნა, 2,6 პასი.
ევა ვიტეჩკოვა (ჩეხეთი) — 16,4 ქულა, 3,1 მოხსნა, 1,1 პასი.
ელენე ლევჩენკო (ბელარუსი) — 14,8 ქულა, 8,8 მოხსნა, 1,1 პასი მ.
სანჩო ლიტლი (ესპანეთი) — 18,4 ქულა, 11,5 მოხსნა, 1,0 პასი.
ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ჩეხეთის ნაკრების წევრი ჰანა ჰორაკოვა დასახელდა.
აშშ-ჩეხეთი 89:69
19:14, 21:21, 24:17, 15:17
ა: მაკორტი (18+4 მოხსნა), ტაურაზი (16), ჩარლზი (13+10 მოხსნა), ბერდი (11+3 პასი+5 ჩაჭრა), კეტჩინგსი (9), მური (7), ფაულზი (5+7 მოხსნა), ჯონსი (4), დიუპრი (2), კეში (2), უოლენი, ეპელი.
ჩ: კულიჩკოვა (14+5 მოხსნა+3 დაფარება), ჰორაკოვა (12+5 პასი+3 ჩაჭრა), პეჩკოვა (11), ელჰოტოვა (9), ვიტეჩკოვა (7+5 მოხსნა), ფერანჩიკოვა (6), სუჟანოვა (4), ბორტელოვა (4), ვეჩეროვა (2), ბერგროვა, ბედნაროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"