მსოფლიოს მოახლოებული ჩემპიონატის წინ თავისი ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა ბრაზილიის ნაკრებმა. წამყვანმა ფორვარდმა ოლივინიამ ბოლო ვარჯიშზე მარცხენა ხელის თითი მოიტეხა.
მკურნალობას დაახლოებით 5 კვირა დასჭირდება და ამან, შესაძლოა, ხელი შეუშალოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლივინიას გამოსვლას. ბრაზილია ჯგუფურ ეტაპზე აშშ-ს, სლოვენიის, ხორვატიის, ტუნისისა და ირანის ნაკრებები შეხვდება.