სტივ კერი "ოლ სტარის" არჩევნებზე: ეს იყო დაცინვა!

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" თავკაცმა სტივ კერმა "ოლ სტარში" კალათბურთელთა არჩევნებზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. ეს ორმაგად საინტერესოა ჩვენთვის, რადგან სწორედ კერმა უნდა დააკომპლექტოს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში "დასავლეთის" გუნდი, 5 სასტარტოს (რომელთა შორის ზაზა ფაჩულია ვერ მოხვდა) 7 სათადარიგო დაამატოს.

- ზაზა ფაჩულიას მწვრთნელი NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე "დასავლეთს" უთავკაცებს

სტივ კერი უკმაყოფილოა არა ფანების არჩევნებით, არამედ კალათბურთელთა შორის გამართული ხმების მიცემის პროცედურით. კალათბურთელთა ნაწილის ქცევას მან "დაცინვა" უწოდა.

NBA-მ ჯამში 324 კალათბურთელი გამოჰკითხა. ფანების არჩევნებში ბუნებრივია,
რომ ბევრი რამ სუბიექტურად იყო. აღმოჩნდა, რომ არც კალათბურთელებს მოუკლავთ თავი ობიექტურობით.

324-დან 100-მდე კალათბურთელმა მიიღო მხოლოდ ერთი ხმა, ძირითადად ან საკუთარი თავისგან, ან თანაგუნდელი მეგობრისგან.

სიტყვაზე, ხმები მიიღო მო უილიამსმაც, რომელსაც ამ სეზონში ერთი წამიც კი არ უთამაშია.

"ძალიან დამწყვიტეს გული მოთამაშეებმა. მათ სთხოვეს არჩევნებში მონაწილეობა და დიდი ნაწილი ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა. არც კი ვიცი, რაშია საქმე, მაგრამ ეს "ოლ სტარის" არჩევნების დაცინვაა.

მე ვნახე ის სია, ვინ მისცა ხმები, ვის მისცეს ხმები. ერთი 50 კალათბურთელი მაინც დავთვალე, რომელთაც "ოლ სტარის" მატჩში არაფერი ესაქმებათ. თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებზეც კი ზოგიერთი თავიანთ მეგობრებს წერდა. ეს ალბათ, საკუთარი თავის წარმოჩენის უჩვეულო საშუალებაა. ვფიქრობ, მომავალში ისინი ამ საქმეს სერიოზულად უნდა მიუდგნენ", - თქვა კერიმ.

შეგახსენებთ, რომ წლეულს "ოლ სტარის" არჩევნების ფორმულა შეიცვალა. ადრე თუ ყველაფერს ფანები წყვეტდნენ, ახლა 25-25% ხმებისა მედიასა და კალათბურთელებს აქვთ. თუ როგორ გამოიყენეს კალათბურთელებმა ეს, კერის განცხადებიდანაც კარგად ჩანს.

ძველი სისტემით ზაზა ფაჩულია, დუეინ უეიდი და ჯოელ ემბიდი "ოლ სტარში" ითამაშებდნენ, ახლა კი ეს ტრიო განსაკუთრებით ელის მწვრთნელთა ვერდიქტს.

სტივ კერი აცხადებს, რომ ფორმულის შეცვლა მის გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ადრეც რამდენჯერმე ვთქვი და დავაფიქსირე.ბოლოს ხუთეულების გამოქვეყნების შემდეგ. ახლაც გავიმეორებ, 27 იანვარს ზაზა ოლ სტარის დასავლეთის ნაკრების სიაში იქნება. თუ არ იქნება, მეტს აღარ დავპოსტავ, აღარ შეგაწუხებთ! ე.ი. საკითხი არ მესმის.
არჩილ ხოფერია
25 იანვარი 2017 15:01
0
მედიასა და კალათბურთელებს არჩევანის საშუალება უნდა ქონოდათ ფანების ხმებით ვინც იყო ათეულში, მათ შორის.... ფანების გამოკითხვაში ათეულშიც თუ ვერ მოხვდება კალათბურთელი, იმას სასტარტოსი მართლა არაფერი ესაქმება...
nba-ს ბოსებზე ჭკვიანი
25 იანვარი 2017 14:32
0
მიდი კერი, შენ მაინც დაუფასე ზაზას შრომა და თავდადება.
T b i l i s i
25 იანვარი 2017 11:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული