დიდი ტრიოს სირცხვილი

AutoSharing Option


შაბათი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ისტორიული დღე იყო. ლიგის ხელმძღვანელობას არაერთხელ გაუმართავს ტურნე ევროპაში, ჩაუტარებია საჩვენებელი მატჩები და რეგულარულის სასტარტო შეხვედრები, მაგრამ შუა სეზონში ჩემპიონატის სრულფასოვანი მატჩი არასოდეს გამართულა.
ასეთი რამ პირველად ლონდონში მოხდა. O2-ის ცნობილ არენაზე ერთმანეთს შეხვდნენ "ნიუ ჯერსი ნეტსი" და "ტორონტო რეპტორზი". ნომინალური მასპინძლის როლში "ნეტსი" გამოვიდა, რომელმაც 19 ათასი მაყურებლის თანდასწრებით დაამარცხა კანადური კლუბი.
სხვათა შორის, ნიუ იორკიდან ბრიტანეთის დედაქალაქამდე ფრენას დაახლოებით იგივე დრო მიაქვს, რამდენიც ნიუ იორკიდან ლოს ანჯელესამდე. მოკლედ, სულაც არ ჩანს უტოპიურად NBA-ში ევროპული
დივიზიონის შექმნა.

* * *
გასულ უქმეებზე ყველაზე დიდი ინტერესს, რა თქმა უნდა, ჩემპიონატის ლიდერის "სან ანტონიო სპურსისა" და აღმოსავლეთის ფავორიტის "მაიამი ჰიტის" შეხვედრა იწვევდა. მაგრამ შაბათის მატჩებში სწორედ ამ დაპირისპირებაში დაფიქსირდა ყველაზე დიდი სხვაობა და ამიტომაც მოსაყოლი ბევრი არაფერია. "ორლანდოსთან" დამარცხების შემდეგ ერიკ სპოელსტრას გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, თანაც 30 ქულის სხვაობით.
"სან ანტონიოს" დროულად დაუბრუნდა ტრავმირებული გამთამაშებელი ტონი პარკერი. ფრანგმა და მისმა შვიდმა თანაგუნდელმა მინიმუმ ათი ქულის დაგროვება მოახერხეს. გარდა ამისა, გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა მათთვის სარეკორდო 17 სამქულიანი ჩააგდეს (28-დან) და საბოლოოდ, 125:95 გაიმარჯვეს. უკვე პირველი მეოთხედის შემდეგ ცხადი იყო, რომ "მაიამი" წაგებას ვერ გადაურჩებოდა. მასპინძლებმა პირველი 12 წუთი 36:12 მოიგეს. დროის ამ მონაკვეთში ზუსტი აღმოჩნდა 8 სამქულიანი, აქედან ოთხი მეტ ბონერის ანგარიშზე იყო, სამი - მანუ ჯინობილის.

* * *
არც თუ ისე სახარბიელო კალენდარი ჰქონდა ბოლო დღეებში "ორლანდოს": ჯერ ურთულესი გასვლა მაიამიში, შემდეგ შინ დაბრუნება და აღმოსავლეთის კიდევ ერთ ფავორიტთან - "ჩიკაგოსთან" შეხვედრა. "ჯადოქრებმა" "ჰიტს" მოუგეს და "ხარებთან" მატჩს კარგი განწყობით შეხვდნენ.
მთელი პირველი მეოთხედი "ორლანდო" ლიდერობდა და ჩიკაგოელების ერთადერთი ამოცანა იყო - შორს არ გაეშვათ მეტოქე. დერიკ როუზისა და ლუოლ დენგის მონდომების წყალობით სტუმრებმა ეს შეძლეს და ბოლოს ანგარიში გაათანაბრეს - 21:21. აქ "მეჯიქს" ერთი უსიამოვნება ელოდა - თურქოგლუმ იდაყვი დაიზიანა და სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. მოგვიანებით თურქი მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ თავის თავს აღარ ჰგავდა და ჯამში მხოლოდ ორი ქულა მიითვალა.
მეორე მეოთხედის შუაში "ხარებმა" მკვეთრად მოუმატეს და 17:2 სპურტი განახორციელეს, რამაც მათ ორნიშნა უპირატესობა მოუტანა - 40:27. "ჩიკაგოს" კარგად გამოსდიოდა დაცვა "ორლანდოს" ლიდერის დუაიტ ჰოვარდის წინააღმდეგ. "სუპერმენიც" ანერვიულდა და ერთ ეპიზოდში უხეშად ითამაშა ნოასა და კორვერის წინააღმდეგ. მსაჯებს ეს არ გამორჩენიათ და ჰოვარდს ტექნიკური ჯარიმა მისცეს, რომელიც მეთექვსმეტე იყო მიმდინარე სეზონში დუაიტისთვის და ის ავტომატურად გამოტოვებს თავისი გუნდის მომდევნო შეხვედრას.
"ორლანდოს" არ გამოუვიდა ზედიზედ მეორედ წაგებული მატჩის გადარჩენა. ამჯერად არ იმუშავა გუნდის მთავარმა იარაღმა - სამქულიანებმა: 23-დან მხოლოდ ექვსმა შორეულმა ტყორცნამ მიაღწია მიზანს. ბოლოსკენ ბრძოლა თითქმის არ ყოფილა - მინიმალური სხვაობა მეოთხე მეოთხედში რვა ქულას შეადგენდა.

* * *
გაუჭირდა აღმოსავლეთის კიდევ ერთ ფავორიტ "ბოსტონ სელტიქსს". "კელტებმა" ვერაფერი მოუხერხეს "გოლდენ სტეიტის" ლიდერ მონტა ელისს, რომელმაც მჭიდრო მეურვეობის მიუხედავად 41 ქულის მოპოვება მოახერხა. სტუმრები ბოლოსკენ აღმოჩდნენ უფრო ზუსტები, დამაჯერებლები და საიმედოები და 107:103 გაიმარჯვეს. პირსმა და ალენმა 27-27 ქულა მიითვალეს, რონდომ 16 შედეგიანი პასი შეასრულა. მაგრამ ეს დღე არც მათთვის და არც ელისისთვის არ ყოფილა გამორჩეული. საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა "გოლდენ სტეიტის" სათადარიგო მცველი ჯერემი ლინი. "ბოსტონთან" მატჩამდე მან ჰარვარდში დიპლომის ასაღებად შეიარა. როგორც ირკვევა, ლინი 1954 წლის შემდეგ NBA-ის პირველი კალათბურთელია, რომელმაც ეს პრესტიჟული უნივერსიტეტი დაამთავრა.

* * *
უქმეებს სენსაციის გარეშეც არ ჩაუვლია. მისი ავტორი გახდა "კლივლენდ კავალიერზი", რომელმაც სტუმრად მოახერხა ვარსკვლავური "ნიუ იორკის" დამარცხება. თანაც აუთსაიდერმა ბოლო მეოთხედში 34, ხოლო სულ 119 ქულა ჩააგდო. მართალია, "ნიქსს" ორი კალათბურთელი აკლდა - ჩონსი ბილაპსი და რონი ტურიაფი, მაგრამ ამას ხელი არ უნდა შეეშალა მისთვის უიმედო აუთსაიდერის დამარცხებაში. ასე რომ, "ნიუ იორკის" ამ წაგებას გამართლება არ აქვს.
"კავალიერზის" ერთბაშად შვიდმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ ათი ქულა, გარდა ამისა, სტუმრებს მეტოქეზე ორჯერ მეტი შედეგიანი პასი დაუგროვდათ, ხოლო ტყორნების რეალიზაცია ბრწყინვალე იყო - თამაშიდან 50 პროცენტი, პერიმეტრიდან - 57.1 პროცენტი (21-დან 12).

* * *
გასულ უქმეებზე რამდენიმე მიღწევა დაფიქსირდა, თუმცა მათგან გამორჩეული ანდრე იგუოდალას სამმაგი დუბლი იყო. "ფილადელფიას" ფორვარდმა "მინესოტას" წინააღმდეგ სეზონში მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა - 22 ქულა, 13 შედეგიანი პასი და 10 მოხსნა და თავის გუნდს 111:110 გაამარჯვებინა. ეს იგუოდალას კარიერაში რიგით მეექვსე ტრიპლ-დაბლი იყო.
ზედიზედ 49-ე და 50-ე ორმაგი დუბლი შეასრულა "მინესოტას" ლიდერმა კევინ ლავმა, თანაც მან ორივე შეხვედრაში 20-ქულიანი და 20-მოხსნიანი ზღვარი გადალახა და ახლა ერთი ორმაგი დუბლი აკლია ლეგენდარული მოზეს მელოუნის რეკორდის მოსახსნელად.
4 მარტი
ნიუ ჯერსი-ტორონტო 116:103
27:23, 20:28, 31:30, 38:22
ნ-ჯ: ლოპესი (25), ჰემფრიზი (18+17 მოხსნა), უილიამსი (16+11 პასი), ჯეიმსი (15+7 მოხსნა), ვუიაჩიჩი (12).
ტ: დეროზანი (30), ბარნიანი (23), დევისი (12+8 მოხსნა).
ორლანდო-ჩიკაგო 81:89
21:21, 14:28, 22:16, 24:24
ო: ჰოვარდი (20+10 მოხსნა), რიჩარდსონი (16+5 მოხსნა), ბასი (16), ნელსონი (14+6 პასი).
ჩ: როუზი (24), დენგი (16+6 მოხსნა), ბუზერი (12+9 მოხსნა), კორვერი (10), აშიქი (5+13 მოხსნა).
ფილადელფია-მინესოტა 111:100
22:31, 34:18, 29:29, 26:22
ფ: იგუოდალა (22+13 პასი+10 მოხსნა), ბრენდი (21+5 მოხსნა), იანგი (16+8 მოხსნა), მიქსი (12), უილიამსი (12), ტერნერი (10).
მ: ლავი (21+23 მოხსნა), პეკოვიჩი (16), ბიზლი (15), რენდოლფი (12), ჰეივორდი (11+6 მოხსნა), რიდნური (8+10 პასი).
ატლანტა-ოკლაჰომა 104:111
26:31, 25:25, 22:27, 31:28
ა: ჯონსონი (24), ჰაინრიხი (21), კროუფორდი (19+5 პასი), ჰორფორდი (15+12 მოხსნა).
ო: დურანტი (29+8 მოხსნა+5 პასი), უესტბრუკი (28+9 პასი), ჰარდენი (17), კოლისონი (10+5 მოხსნა).
ბოსტონი-გ. სტეიტი 107:103
32:27, 32:26, 24:28, 19:22
ბ: პირსი (27+7 მოხსნა), ალენი (27), გრინი (21), კრსტიჩი (11+6 მოხსნა), რონდო (6+16 პასი+5 ჩაჭრა).
გ-ს: ელისი (41+6 მოხსნა), ლი (26+12 მოხსნა), რაიტი (11).
ნიუ იორკი-კლივლენდი 115:119
32:32, 32:26, 24:27, 27:34
ნ-ი: სტაუდმაიერი (41+9 მოხსნა), ენტონი (29+5 მოხსნა), ფილდსი (17+6 მოხსნა), დუგლასი (11+5 მოხსნა+5 პასი).
კ: ჰიქსონი (23+8 მოხსნა), დევისი (18+5 პასი), ჰარანგოდი (18), სამუელსი (15+6 მოხსნა), პარკერი (13+7 პასი), ეიენგა (13), სეშენსი (11+6 პასი).
მემფისი-ნიუ ორლეანი 91:98
20:20, 25:25, 27:27, 19:26
მ: რენდოლფი (20+11 მოხსნა), მაიო (13+6 პასი), გასოლი (12+5 მოხსნა), არტური (12+5 მოხსნა), კონლი (12).
ნ-ო: პოლი (23+14 პასი+5 მოხსნა), ჯეკი (19), გრინი (15), ლენდრი (14+10 მოხსნა), ბელინელი (14).
დალასი-ინდიანა 116:108
35:33, 33:24, 22:24, 26:27
დ: ნოვიცკი (29), ტერი (21+6 პასი), კიდი (15+6 მოხსნა+5 პასი), ბობუა (13), ჰიევუდი (10+5 მოხსნა).
ი: კოლისონი (17+6 პასი), მაკრობერტსი (15), ჰენსბრო (13+7 მოხსნა), ჰიბერტი (11+8 მოხსნა), რაში (10).
მილუოკი-ფინიქსი 88:102
26:22, 22:23, 15:31. 25:26
მ: მაგეტი (21+9 მოხსნა), ჯენინგსი (16), ბოიკინსი (14), სანდერსი (10+5 მოხსნა).
ფ: ფრაი (20+9 მოხსნა), პიეტრუსი (20+8 მოხსნა), ჰილი (14+7 მოხსნა), გორტატი (13+6 მოხსნა), ნეში (8+13 პასი).
სან ანტონიო-მაიამი 125:95
36:12, 26:38, 32:22, 31:23
ს-ა: ჯინობილი (20+7 პასი), ბონერი (18+5 მოხსნა), ნილი (16), პარკერი (15+8 პასი), დანკანი (11+14 მოხსნა), ჰილი (11), ჯეფერსონი (11), ბლეირი (10+6 მოხსნა).
მ: ჯეიმსი (26+8 მოხსნა+7 პასი), უეიდი (19), ბოში (17+14 მოხსნა), მილერი (12).
ლეიკერსი-შარლოტი 92:84
29:19, 16:16, 24:22, 23:27
ლ: ბრაიანტი (27), გასოლი (20+10 მოხსნა), ოდომი (12+11 მოხსნა), არტესტი (11), ბინუმი (9+17 მოხსნა+6 დაფარება).
შ: ოგუსტინი (22+6 მოხსნა), ლივინგსტონი (12), უაიტი (11+7 მოხსნა).
5 მარტი
ნიუ ჯერსი-ტორონტო 137:136 (3ო)
23:30, 42:32, 23:26, 22:22, 9:9, 7:7, 11:10
ნ-ჯ: ლოპესი (34+14 მოხსნა), ვუიაჩიჩი (25+5 მოხსნა), უილიამსი (21+18 პასი), ჰემფრიზი (20+17 მოხსნა), აუთლო (14+7 მოხსნა), ფარმარი (12+5 მოხსნა).
ტ: ბარნიანი (35+12 მოხსნა), დეროზანი (30+5 მოხსნა+5 პასი), ბარბოზა (22), დევისი (12+15 მოხსნა), ბიელესი (10+6 პასი+5 მოხსნა), ჯონსონი (10+6 მოხსნა).
ვაშინგტონი-მინესოტა 103:96
25:29, 26:20, 17:23, 35:24
ვ: ბლეტჩი (20+7 მოხსნა+7 პასი), უოლი (18+11 მოხსნა+8 პასი), ევანსი (15), მაკგი (14+7 მოხსნა), ლუისი (10).
მ: ლავი (20+21 მოხსნა), ბიზლი (18), ელინგტონი (15+5 მოხსნა), რიდნური (14+6 პასი), პეკოვიჩი (13+8 მოხსნა).
ჰიუსტონი-ინდიანა 112:95
29:18, 36:31, 29:19, 18:27
ჰ: მარტინი (20+5 მოხსნა), ლოური (18+6 პასი), ბადინგერი (18+6 მოხსნა), სკოლა (16+7 მოხსნა), ლი (13), დრაგიჩი (12+5 პასი).
ი: ჰენსბრო (17+10 მოხსნა), გრეინჯერი (16), ჰიბერტი (15+6 მოხსნა), მაკრობერტსი (12+8 მოხსნა).
იუტა-საკრამენტო 109:102 (ო)
30:29, 27:20, 15:23, 23:23, 14:7
ი: ჯეფერსონი (27+7 მოხსნა), კირილენკო (16+5 მოხსნა), ბელი (16), ჰარისი (14+7 პასი+5 მოხსნა), მილსეპი (12+7 მოხსნა), მაილზი (12).
ს: ტორნტონი (22), კაზინსი (18+18 მოხსნა), გარსია (18), უდრიხი (16+6 პასი).
პორტლენდი-შარლოტი 93:69
15:16, 25:19, 25:17, 28:17
პ: ოლდრიჯი (26+7 მოხსნა), მილსი (12), როი (10), კემბი (9+10 მოხსნა).
შ: ჰენდერსონი (16), ოგუსტინი (14), უაიტი (12+9 მოხსნა).
კლიპერსი-დენვერი 100:94
30:23, 18:15, 23:27, 29:29
კ: ბლედსოუ (20+7 ჩაჭრა), გრიფინი (18+12 მოხსნა+9 პასი), უილიამსი (17+5 პასი), ფოიე (13), ჯორდანი (10+5 მოხსნა).
დ: ნენე (25+14 მოხსნა), ფელტონი (18+7 მოხსნა+6 პასი), ლოუსონი (11+8 პასი), მარტინი (11).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული