NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სენსაცია ნიუ იორკში

AutoSharing Option
ტომ ტიბოდომ თავისი "მინესოტათი" ყველა კომპონენტში აჯობა ყოფილ კლუბს "ჩიკაგო ბულზს" - 117:89. "მგლებმა" "ხარებს" 18-ჯერ დააკარგვინეს ბურთი, მოუგეს მოხსნებით (46:35) და სამწამიანიდან დაგროვილი ქულებით (56:38). გარდა ამისა, "მინესოტამ" 54 პროცენტის სიზუსტით ისროლა თამაშიდან.

"ვულვზმა" პირველი მეოთხედი 19 ქულით მოიგო, პირველი ტაიმი - 26 ქულით. თუმცა, "ჩიკაგომ" მესამე მეოთხედი ზედიზედ ხუთი რეალიზებული სამქულიანით დაიწყო და 13 ქულამდე შეამცირა დეფიციტი, მაგრამ ეს "ხარების" ბოლო გაბრძოლება იყო. ტიბოდომ მოედანზე სასტარტოს წევრები დააბრუნა და სხვაობა ისევ ავიდა 30 ქულის ფარგლებში.

"ჩიკაგოს" ბოლოდროინდელ ცუდ
თამაშს (ზედიზედ სამი წაგება) თავისი ახსნა აქვს - კვლავ ტრავმირებულები არიან ჯიმი ბატლერი, დუეინ უეიდი და ნიკოლა მიროტიჩი.

* * *
კარმელო ენტონის 25 ქულის დახმარებით, "ნიუ იორკმა" დღის მთავარი მოულოდნელობა შემოგვთავაზა და შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია.

ორი დღით ადრე, "ნიქსმა" 131 ქულა მიიღო მოკრძალებული "დენვერისგან", ახლა კი "სან ანტონიოს" თამაშიდან მხოლოდ 36 პროცენტი ჩააგდებინა და მეტოქემ 70 ქულამდე მხოლოდ მატჩის დამთავრებამდე რვა წუთით ადრე მიაღწია.

ამ მატჩამდე, "ნიუ იორკს" ასევე ოთხმატჩიანი წაგებათა სერია ჰქონდა საკუთარ მოედანზე.

* * *
მიუხედავად იმისა, რომ კენტავიუს კოლდუელ-პოუპმა პირველი 11 სამქულიანიდან 10 მიზანს ააცილა, სწორედ ის გახდა "ტორონტოსთან" მოგების გმირი. დეტროიტელმა თავისი 21 ქულიდან ხუთი ბოლო წუთზე აიღო და მანვე ჩააგდო გადამწყვეტი სამქულიანი საფინალო სირენამდე 13 წამით ადრე. "დეტროიტმა" 102:101 მოიგო, არადა, მეოთხე მეოთხედში 16 ქულით იყო ჩამორჩენილი. "ტორონტოსთვის" ეს იყო მეათე წაგება ბოლო 14 მატჩში.

* * *
"საკრამენტოს" თამაშში აშკარა გამოცოცხლება შეინიშნება. "მეფეებმა" დემარკუს კაზინსის სოლიდური თამაშის დახმარებით ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს (პირველად ამ სეზონში). კაზინსის ანგარიშზე იყო - 28 ქულა, 14 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი.

"ნიუ ორლეანს" ვერ უშველა ენტონი დევისის მორიგმა ორმაგმა დუბლმა (32 ქულა და 10 მოხსნა) და გუნდმა ბოლო 10 მატჩში მერვედ წააგო.

მინესოტა-ჩიკაგო 117:89
34:17, 23:23, 27:25, 33:24
მ: უიგინსი (27), თაუნსი (22+7 მოხსნა), რუბიო (17+11 პასი), ბიელიცა (16), მუჰამადი (12), ჯენგი (10+13 მოხსნა).
ჩ: მაკდერმოტი (16), პორტისი (16), კარტერ-უილიამსი (12+7 მოხსნა+6 პასი), ლოპესი (10), რონდო (10+6 პასი).

ნიუ იორკი-სან ანტონიო 94:90
18:21, 24:27, 27:17, 25:25
ნ-ი: ენტონი (25+7 მოხსნა), როუზი (18), პორზინგისი (16+7 მოხსნა+4 დაფარება), ერნანგომესი (12+9 მოხსნა).
ს-ა: ლენარდი (36+9 მოხსნა), ოლდრიჯი (15+10 მოხსნა), ლი (10+7 მოხსნა).

ტორონტო-დეტროიტი 101:102
27:25, 24:20, 31:21, 19:36
ტ: დეროზანი (26+7 მოხსნა), ვალანჩუნასი (17+9 მოხსნა), ლაური (15), კეროლი (15).
დ: ჰარისი (24), კოლდუელ-პოუპი (21), სმიტი (15), მორისი (11), ჯონსონი (11), დრამონდი (10+18 მოხსნა).

საკრამენტო-ნ. ორლეანი 105:99
23:29, 30:27, 23:17, 29:26
საკ: კაზინსი (28+14 მოხსნა+7 პასი), კოლისონი (20+8 პასი), ბარნსი (12), მაკლემორი (11), აფლალო (10).
ნ-ო: დევისი (32+10 მოხსნა), ჰოლიდეი (16+11 პასი+5 ჩაჭრა), კანინგემი (14).


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული