NBA. პლეი ოფი: მასპინძელი ისევ მოგებულია

AutoSharing Option
"ბოსტონმა" და "ვაშინგტონმა" ტრადიციას არ უღალატეს - მათი სერიის მეხუთე მატჩში ისევ მასპინძელმა მოიგო და ისევ - დიდი ანგარიშით.

თუ წინა ოთხ მატჩს გადავხედავთ, გვახსენდება "ვაშინგტონის" შთამბეჭდავი გაქცევები - 16:0, 22:0, 26:0. ამჯერად, "ბოსტონმა" გაითვალისწინა წინა თამაშების გაკვეთილი და მეტოქის ამგვარი სპურტი არ დაუშვა. "სელტიქსმა" უკვე პირველ მეოთხედში მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, რომელიც მეორე მეოთხედში იზრდებოდა. სხვაობა 20 ქულის ფარგლებში იყო და მესამე მეოთხედში "უიზარდსმა" ისევ სცადა გაქცევა, ჩამორჩენა 13 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ "ბოსტონმა" უფრო ახლოს აღარ მიუშვა მეტოქე და სერიაში
ისევ წაიყვანა ანგარიში - 3:2.

"ვაშინგტონის" მარცხის მთავარი მიზეზი ცუდი რეალიზაცია იყო - თამაშიდან ტყორცნების 38.5 პროცენტი მოათავსა კალათში და 29-დან მხოლოდ შვიდი სამქულიანი ჩააგდო.

მოულოდნელად, "ბოსტონის" ლიდერი აიზია ტომასი მხოლოდ მესამე იყო შედეგიანობით თავის გუნდში. მან ცხრა პასი შეასრულა და პარტნიორებზე ზრუნავდა. შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა ეივერი ბრედლიმ - 29 ქულა, ცხრიდან რვა ბურთი ჩააგდო ელ ჰორფორდმა და 19 ქულა აიღო. და შემდეგ მოდის ტომასი.

ჩააგდეს თამაში "ვაშინგტონის" სნაიპერებმა - ჯონ უოლმა და ბრედლი ბილმა. მათ, შესაბამისად, 17 და 19 ტყორცნა შეასრულეს და შვიდ-შვიდი ჩააგდეს.
შემდეგი მატჩი ორ დღეში ვაშინგტონში გაიმართება.

ბოსტონი-ვაშინგტონი 123:101
33:21, 34:30, 26:25, 30:25
ბ: ბრედლი (29), ჰორფორდი (19+7 პასი), ტომასი (18+9 პასი), კრაუდერი (18+8 მოხსნა), სმარტი (9+11 მოხსნა+6 პასი).
ვ: უოლი (21), ბილი (16), პორტერი (13), უბრე (13), გორტატი (7+11 მოხსნა).
სერია: 3:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული