ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სატრანსფერო ცხიებ-ცხელება გრძელდება. ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა. პირველ რიგში, აღსანიშნავია ბოლო ორი სეზონის ტრიმუფატორის - "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" აქტიურობა. კალიფორნიელებმა ორი ახალი კალათბურთელი გაიფორმეს. ერთ-ერთია ფორვარდი მეტ ბარნსი, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტი დაიდო. ხელშეკრულების ღირებულება 3.6 მილიონ დოლარს შეადგენს. სხვათა შორის, იგივე პირობები შესთავაზა კალათბურთელს "კლივლენდმა", მაგრამ ბარნსმა კობი ბრაიანტის გვერდით თამაში ამჯობინა.
გასული სეზონი მეტმა "ორლანდოში" გაატარა. 81 მატჩში მისი სტატისტიკური მაჩვენებლები 8.8 ქულა და 5.5 მოხსნა იყო.
ბარნსის გარდა, "ლეიკრესმა" ცენტრი ტეო
კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს "ჩიკაგო ბულზს". ამ გუნდმა ვეტერანი ცენტრი კურტ ტომასი გადაიბირა, რომელმაც ბრედ მილერის წასვლის შემდეგ, ჟოაკიმ ნოას დუბლიორის როლი უნდა შეასრულოს.
კურმა NBA-ში 15 სეზონი ჩაატარა, შარშან კი "მილუოკიში" ითამაშა და საშუალოდ 3.0 ქულა და 4.2 მოხსნა დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ "ხარების" გეგმებში კიდევ ერთი კალათბურთელის გაფორმებაა, რის შემდეგაც ჩიკაგოელთა შემადგენლობა სრულად იქნება დაკოპლექტებული.
აქვე გთავაზობთ დღემდე გაფორმებული ტრანსფერების სრულ სიას:
აღმოსავლეთი
მაიამი
მივიდნენ: დექსტერ პიტმენი (დრაფტი, 32), ჯარვის ვერნადო (დრაფტი, 41), დაშონ ბატლერი (დრაფტი, 42), ლეტევიოს უილიამსი (დრაფტი, 48), კრის ბოში (ტორონტო), ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი), მაიკ მილერი (ვაშინგტონი), ჟიდრუნას ილგაუსკასი (კლივლენდი), ჯუვან ჰოვარდი (პორტლენდი).
წავიდნენ: დეშუან კუკი (ოკლაჰომა), ლეტევიოს უილიამსი (ოოკლაჰომა), ჯერმეინ ო'ნილი (ბოსტონი), მაიკლ ბიზლი (მინესოტა), კვენტინ რიჩარდსონი (ორლანდო), დორელ რაიტი (გოლდენ სტეიტი).
ჩიკაგო
მივიდნენ: კევინ სერაფენი (დრაფტი, 17), კარლოს ბუზერი (იუტა), კაილ კორვერი (იუტა), ომერ აშიქი (ფენერბაჰჩე), რონი ბრიუერი (მემფისი), სი ჯეი უოტსონი (გოლდენ სტეიტი), კურტ ტომასი (მილუოკი).
წავიდნენ: კრის ჰაინრიხი (ვაშინგტონი), ბრედ მილერი (ჰიუსტონი).
ატლანტა
მივიდნენ: დემიონ ჯუეიმსი (დრაფტი, 24), პაპ საი (დრაფტი, 53), ჯორდან კროუფორდი (ნიუ ჯერსი), ტიბორ პლაისი (ნიუ ჯერსი).
წავიდნენ: დემიონ ჯუეიმსი (ნიუ ჯერსი).
ბოსტონი
მივიდნენ: ევერი ბრედლი (დრაფტი, 19), ლუკ ჰერინგოდი (დრაფტი, 52), ჯერმეინ ო'ნილი (მაიამი), სემიჰ ერდენი (ფენერბაჰჩე).
წავიდნენ: შელდენ უილიამსი (დენვერი), ტონი ალენი (მემფისი).
ვაშინგტონი
მივიდნენ: იი იანლიანი (ნიუ ჯერსი), ჯონ უოლი (დრაფტი, 1), ლაზარ ჰეივორდი (დრაფტი, 30), ნემანია ბიელიცა (დრაფტი, 35), ტრევორ ბუკერი (მინესოტა), ჰამადი ნდიაიე (მინესოტა), კირკ ჰაინრიხი (ჩიკაგო).
წავიდნენ: კუინტონ როსი (ნიუ ჯერსი), ლაზარ ჰეივორდი (მინესოტა), ნემანია ბიელიცა (მინესოტა), მაიკ მილერი (მაიამი), შონ ლივინგსტონი (შარლოტი), რენდი ფოიე (კლიპერსი).
დეტროიტი
მივიდნენ: გრეგ მონრო (დრაფტი, 7), ტერიკო უაიტი (დრაფტი, 36).
წავიდნენ: არავინ.
ინდიანა
მივიდნენ: მაგნუმ როლი (ოკლაჰომა), პოლ ჯორჯი (დრაფტი, 10), ლენს სტივენსონი (დრაფტი, 40), რაიან რიდი (დრაფტი, 57).
წავიდნენ: არავინ.
კლივლენდი
მივიდნენ: არავინ.
წავიდნენ: ლებრონ ჯეიმსი (მაიამი), ჟიდრუნას ილგაუსკასი (მაიამი).
შარლოტი
მივიდნენ: შონ ლივინგსტონი (ვაშინგტონი), ედუარდო ნახერა (დალასი), მეტ კეროლი (დალასი), ერიკ დამპიე (დალასი), დომინიკ მაკგუაირი (საკრამენტო).
წავიდნენ: ტაისონ ჩენდლერი (დალასი), ალექსის აჯინკა (დალასი), რაიმონდ ფელტონი (ნიუ იორკი), ტეო რეტლიფი (ლეიკერსი).
ფილადელფია
მივიდნენ: სპენსერ ჰოვსი (საკრამენტო), ანდრეს ნოჩიონი (საკრამენტო), ევან ტერნერი (დრაფტი, 2), ტონი ბეტი (ნიუ ჯერსი).
წავიდნენ: სამუელ დალემბერი (საკრამენტო), როიალ აივი (ოკლაჰომა).
ორლანდო
მივიდნენ: დანიელ ორტონი (დრაფტი, 29), სტენლი რობინსონი (დრაფტი, 59), კრის დუჰონი (ნიუ იორკი), კვენტინ რიჩარდსონი (მაიამი).
წავიდნენ: მეტ ბარნსი (ლეიკერსი).
ნიუ ჯერსი
მივიდნენ: კუინტონ როსი (ვაშინგტონი), დერიკ ფეივორსი (დრაფტი, 3), ჯორდან კროუფორდი (დრაფტი, 27), ტიბორ პლაისი (დრაფტი, 31), დემიონ ჯეიმსი (ატლანტა), ტრევის აუთლო (კლიპერსი), ენტონი მოროუ (გოლდენ სტეიტი), ჯორდან ფარმარი (ლეიკერსი), იოჰან პეტრო (დენვერი).
წავიდნენ: კრის დუგლას-რობერტსი (მილუოკი), იი იანლიანი (ვაშინგტონი), ტიბორ პლაისი (ატლანტა), ჯორდან კროუფორდი (ატლანტა), ტონი ბეტი (ფილადელფია), კენიონ დულინგი (მილუოკი).
ნიუ იორკი
მივიდნენ: ჯერომ ჯორდანი (მილუოკი), ენდი როტინსი (დრაფტი, 38), ლენდრი ფილდსი (დრაფტი, 39), ამარე სტაუდმაიერი (ფინიქსი), კელენა აზუბუიკე (გოლდენ სტეიტი), ენტონი რენდოლფი (გოლდენ სტეიტი), რონი ტურიაფი (გოლდენ სტეიტი), ტიმოფეი მოზგოვი (ხიმკი), რაიმონდ ფელტონი (შარლოტი).
წავიდნენ: კრის დუჰონი (ორლანდო), სერხიო როდრიგესი (რეალი), დევიდ ლი (გოლდენ სტეიტი), ელ ჰარინგტონი (დენვერი).
მილუოკი
მივიდნენ: კორი მაგეტი (გოლდენ სტეიტი), კრის დუგლას-რობერტსი (ნიუ ჯერსი), ლარი სენდერსი (დრაფტი, 15), დერინგტონ ჰობსონი (დრაფტი, 37), ჯერომ ჯორდანი (დრაფტი, 44), ტაინი გელონი (დრაფტი, 47), დრიუ გუდენი (კლიპერსი), კენიონ დულინგი (ნიუ ჯერსი), ჯონ ბროკმანი (საკრამენტო).
წავიდნენ: ჩარლი ბელი (გოლდენ სტეიტი), დენ გაძურიჩი (გოლდენ სტეიტი), ჯერომ ჯორდანი (ნიუ იორკი), ლუკ რიდნური (მინესოტა), დარნელ ჯექსონი (საკრამენტო), კურტ ტომასი (ჩიკაგო).
ტორონტო
მივიდნენ: სოლომონ ალაბი (დალასი), ედ დევისი (დრაფტი, 13), ლანდრო ბარბოზა (ფინიქსი), დუიენ ჯონსი (ფინიქსი), ლინას კლეიზა (დენვერი).
წავიდნენ: კრის ბოში (მაიამი), ჰედო თურქოგლუ (ფინიქსი).
დასავლეთი
მემფისი
მივიდნენ: ქსავიერ ჰენრი (დრაფტი, 12), დომინიკ ჯონსი (დრაფტი, 25), გრევის ვასკესი (დრაფტი, 28), ტონი ალენი (ბოსტონი).
წავიდნენ: დომინიკ ჯონსი (დალასი), რონი ბრიუერი (ჩიკაგო).
გოლდენ სტეიტი
მივიდნენ: ჩარლი ბელი (მილუოკი), დენ გაძურიჩი (მილუოკი), ეპეი იუდო (დრაფტი, 6), დევიდ ლი (ნიუ იორკი), დორელ რაიტი (მაიამი).
წავიდნენ: კორი მაგეტი (მილუოკი), კელენა აზუბუიკე (ნიუ იორკი), რონი ტურიაფი (ნიუ იორკი), ენდტონი რენდოლფი (ნიუ იორკი), რაჯა ბელი (იუტა), ენტონი მოროუ (ნიუ ჯერსი), სი ჯეი უოტსონი (ჩიკაგო).
დალასი
მივიდნენ: დომინიკ ჯონსი (მემფისი), სოლომონ ალაბი (დრაფტი, 50), იან მაინმი (სან ანტონიო), ტაისონ ჩენდლერი (შარლოტი), ალექსის აჯინკა (შარლოტი).
წავიდნენ: სოლომონ ალაბი (ტორონტო), ერიკ დამპიე (შარლოტი), ედუარდო ნახერა (შარლოტი), მეტ კეროლი (შარლოტი).
დენვერი
მივიდნენ: შელდენ უილიამსი (ბოსტონი), ელ ჰარინგტონი (ნიუ იორკი).
წავიდნენ: იოჰან პეტრო (ნიუ ჯერსი), ლინას კლეიზა (ტორონტო).
კლიპერსი
მივიდნენ: ერიკ ბლედსოუ (ოკლაჰომა), ალ-ფარუკ ამინუ (დრაფტი, 8), უილი უორენი (დრაფტი, 54), რენდი ფოიე (ვაშინგტონი), რაიან გომესი (პორტლენდი).
წავიდნენ: დრიუ გუდენი (მილუოკი), სტივ ბლეიკი (ლეიკერსი), ტრევის აუთლო (ნიუ ჯერსი).
ლეიკერსი
მივიდნენ: დევინ ებენქსი (დრაფტი, 43), დერიკ კერეკტერი (დრაფტი, 58), სტივ ბლეიკი (კლიპერსი), მეტ ბარნსი (ორლანდო), ტეო რეტლიფი (შარლოტი).
წავიდნენ: ჯორდან ფარმარი (ნიუ ჯერსი).
მინესოტა
მივიდნენ: უესლი ჯონსონი (დრაფტი, 4), ლუკ ბებიტი (დრაფტი, 16), ტრევორ ბუკერი (დრაფტი, 23), პაულო პრესტესი (დრაფტი, 45), ჰამადი ნდიაიე (დრაფტი, 56), ლაზარ ჰეივუორდი (ვაშინგტონი), ნემანია ბიელიცა (ვაშინგტონი), მარტელ უებსტერი (პორტლენდი), ნიკოლა პეკოვიჩი (პანათინაიკოსი), მაიკლ ბიზლი (მაიამი), ლუკ რიდნური (მილუოკი), კოსტას კუფოსი (იუტა).
წავიდნენ: ტრევორ ბუკერი (ვაშინგტონი), ჰამადი ნდიაიე (ვაშინგტონი), რაიან გომესი (პორტლენდი), ლუკ ბებიტი (პორტლენდი), ელ ჯეფერსონი (იუტა).
ნიუ ორლეანი
მივიდნენ: კოულ ოლდრიჩი (დრაფტი, 11), კრეიგ ბრეკინსი (დრაფტი, 21), ქუინსი პონდექსტერი (ოკლაჰომა).
წავიდნენ: კოულ ოლდრიჩი (ოკლაჰომა), მო პიტერსონი (ოკლაჰომა).
ოკლაჰომა
მივიდნენ: დეშუან კუკი (მაიამი), ერიკ ბლედსოუ (დრაფტი, 19), ქუინსი პონდექსტერი (დრაფტი, 26), მაგნუმ როლი (დრაფტი, 51), ლეტევიოს უილიამსი (მაიამი), კოულ ოლდრიჩი (ნიუ ორლეანი), მო პიტერსონი (ნიუ ორლეანი), როიალ აივი (ფილადელფია).
წავიდნენ: მაგნუმ როლი (ინდიანა), ერიკ ბლედსოუ (კლიპერსი), ქუინსი პონდექსტერი (ნიუ ორლეანი).
პორტლენდი
მივიდნენ: ლუკ ბებიტი (მინესოტა), რაიან გომესი (მინესოტა), ელიოტ უილიამსი (დრაფტი, 22), ერმონ ჯონსონი (დრაფტი, 34), უესლი მეტიუზი (იუტა).
წავიდნენ: მარტელ უებსტერი (მინესოტა), რაიან გომესი (კლიპერსი), ჯუვან ჰოვარდი (მაიამი).
საკრამენტო
მივიდნენ: სამუელ დალემბერი (ფილადელფია), დემარკუს კაზინსი (დრაფტი, 5), ჰასან უაიტსაიდი (დრაფტი, 33), დარნელ ჯექსონი (მილუოკი).
წავიდნენ: ანდრეს ნოჩიონი (ფილადელფია), სპენსერ ჰოვსი (ფილადელფია), დომინიკ მაკგუაირი (საკრამენტო), ჯონ ბროკმანი (მილუოკი).
სან ანტონიო
მივიდნენ: ჯეიმს ანდერსონი (დრაფტი, 20), რაიან რიჩარდსი (დრაფტი, 49), ტიაგო სპლიტერი (კახა ლაბორალი), გარი ნილი (D-ლიგა).
წავიდნენ: იან მაინმი (დალასი).
ფინიქსი
მივიდნენ: გენი ლუოლი (დრაფტი, 46), დუეინ კოლინზი (დრაფტი, 60), ჰედო თურქოგლუ (ტორონტო), ჯოშ ჩილდრესი (ოლიმპიაკოსი).
წავიდნენ: ამარე სტაუდმაიერი (ნიუ იორკი), დუეინ ჯონსი (ტორონტო), ლეანდრო ბარბოზა (ტორონტო).
ჰიუსტონი
მივიდნენ: პატრიკ პატერსონი (დრაფტი, 14), ბრედ მილერი (ჩიკაგო).
წავიდნენ: არავინ.
იუტა
მივიდნენ: გორდონ ჰეივორდი (დრაფტი, 9), ჯერემი ევანსი (დრაფტი, 55), რაჯა ბელი (გოლდენ სტეიტი), ელ ჯეფერსონი (მინესოტა).
წავიდნენ: კარლოს ბუზერი (ჩიკაგო), უესლი მეტიუზი (პორტლენდი), კაილ კორვერი (ჩიკაგო), კოსტას კუფოსი (მინესოტა).
რეკორდი ქალების ლიგაში
ქალთა ეროვნული საკალათბურო ასოციაციის (WNBA) რეგულარულ ჩემპიონატში შედეგიანობის რეკორდი დამყარდა. მისი ავტორი გახდა "ფინიქს მერკური". ამ გუნდის კალათბურთელებმა "ტულსა შოკს" 123:91 მოუგეს და ეს არის ერთი გუნდის მიერ ერთ მატჩში დაგროვილი ყველაზე მეტი ქულა. წინა რეკორდიც (116 ქულა) "ფინიქსს" ეკუთვნოდა და ის 2010 წლის 12 ივნისს იყო დამყარებული.
გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო ოლიმპიური ჩემპიონი დაიანა ტაურაზი - 26 ქულა.
"ფინიქს მერკური", რომელიც WNBA-ის მოქმედი ჩემპიონია, 2010 წლის სეზონში მეორე ადგილს იკავებს დასავლეთ კონფერენციაში. გუნდმა 9 მატჩი მოიგო და 12-ში დამარცხა. კონფერენციის ლიდერ "სიეტლ სტორმს" - 12 მოგება და 9 წაგება აქვს
აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერობისთვის იბრძვიან "ინდიან ფივერი" (14 მოგება-7 წაგება) და "ვაშინგტონ მისტიქსი" (13-7). პლეი ოფში თითო კონფერენციიდან ოთხი გუნდი გადის.
გაზეთი ლელო