მატჩის შემდეგ, ნეიმარმა "გოლდენ სტეიტის" ფორვარდთან დრეიმონდ გრინთან ერთად ფოტოს გადაღებაც მოასწრო.
* * *
ამასობაში, ფინალური სერიის მეორე მატჩის შემდეგ, "კავალიერზის" გასახდელიდან მარიხუანას სუნი გამოდიოდა. ამის შესახებ მოყვა The Undefeated-ის ჟურნალისტმა მაიკ უაიზმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
"კლივლენდის" გასახდელში მარიხუანას ძლიერი არომატი იყო. არ ვიცი ვინ მოიხმარდა
მისი თქმით, ჩრდილოეთ კალიფორნიასა და ჰავაიზე უცხოვრია და იცის, როგორია მარიხუანას სუნი. "არავის ვადანაშაულებ, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო რეპორტიორი ან ოპერატორი", - დაამატა ჟურნალისტმა.
გუშინ, "გოლდენ სტეიტმა" 132:113 მოუგო "კლივლენდს" და სერიაში ანგარიში 2:0 წაიყვანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"