"დიდმა ტრიომ" ცუდი დღე აყარა ტექსასელთა დაცვას:
მეორე ცენტრალური მატჩი ლოს ანჯელესის "სტეიპლ ცენტრში" გაიმართა. იქ ჩემპიონი "ლეიკერსი" "ორლანდოს" მასპინძლობდა. ფილ ჯექსონის გუნდი დიდი ხანი ეძებდა საკუთარ თამაშს და თავიდან სერიოზულად ანერვიულა გულშემატკივარი. პირველ მეოთხედში შორეული ტყორცნებით გამოიჩინეს თავი რაიან ანდერსონმა და ჯეისონ რიჩარდსონმა და სტუმრების უპირატესობამ რვა ქულას მიაღწია. "ლეიკერსმა" მხოლოდ მეორე მეოთხედის ბოლოს მოახერხა თამაშის გათანაბრება. კობი ბრაიანტი, რომელიც ტრავმირებული გავიდა მოედანზე, პირველ ტაიმში პასიური იყო და მხოლოდ ოთხი ქულა დააგროვა (ათიდან ორი ტყორცნა ჩააგდო).
მეორე ტაიმი "ორლანდოს" ხუთქულიანი უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ზუსტად ოთხ წუთში გაფლანგა ეს უპირატესობა. "ლეიკერსმა" 11:3 გაქცევა შეძლო და ბრაიანტმა ამაში 4-ქულიანი წვლილი დაიდო. კობი გამოცოცხლდა და მარტო მესამე მეოთხედში 12 ქულა დააგროვა. მას მხარში ამოუდგნენ ოდომი, ფიშერი, არტესტი და გასოლი. ბოლო 12-წუთეულში მასპინძლების რეზერვისტებმაც გამოიღეს ხელი და საფინალო სირენამდე 7 წუთით ადრე ჩემპიონების უპირატესობა 16 ქულამდე გაიზარდა.
დუაიტ ჰოვარდმა მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა - 22 ქულა და 15 მოხსნა, თანაც კარგი პროცენტით ისროლა (14-დან 8 ზუსტი ტყორცნა), მაგრამ მან მაინც წააგო დუელი ენდრიუ ბინუმთან. "სუპერმენმა" ცხრა შეცდომა დაუშვა და მეტოქეს შეტევაში სარეკორდო ცხრა მოხსნის აღების საშუალება მისცა.
ბოლო დროს "ბოსტონ სელტიქსს" უჭირს. ამ გუნდმა გასულ კვირას ორი დაუგეგმავი მარცხი იწვნია "კლიპერსისგან" და "ფილადელფიასგან". ამას მოჰყვა "მილუოკის" განადგურება ("კელტებმა" მეტოქეს 56 ქულა დააგროვებინეს) და თითქოს ყველაფერი წესრიგში ჩადგა, მაგრამ გუშინ დოკ რივერსის გუნდმა მოულოდნელად "ნიუ ჯერსისთან" წააგო.
"ბოსტონს" თავიდანვე შეექმნა პრობლემა - ჰემფრიზმა ძალისმიერი ილეთით დასცა რაჟონ რონდო და "სელტიქსის" გამთამაშებელი ნოკდაუნში აღმოჩნდა. რონდომ მოგვიანებით გააგრძელა თამაში, მაგრამ მესამე მეოთხედში ფეხი დაიზიანა. ის ამჯერადაც დაბრუნდა მოედანზე, თუმცა იმ მომენტისთვის "ნეტსს" უკვე მყარად ჰქონდა ინიციატივა მოპოვებული.
ბოლო მეოთხედის წინ "ნიუ ჯერსი" ექვს ქულას იგებდა და ამას მოჰყვა მისი 7:1 გაქცევა, რასაც "ბოსტონმა" 11:3 სპურტით უპასუხა. თითქოს მატჩის გადარჩენის შანსი გაჩნდა, მაგრამ სტუმრებს ყველა იმედი მოუსპო დერონ უილიამსმა, რომელმაც 35 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო - 86:79. "ნეტსმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, რაც სამი სეზონია არ მომხდარა. რაც ყველაზე უცნაურია, "ნიუ ჯერსის" პლეი ოფში გასვლის შანსი გაუჩნდა - გუნდს მერვე ადგილამდე ექვსი მოგება აშორებს.
კვირის მოთამაშეები
"მაიამი ჰიტის" მცველი დუეინ უეიდი და "სან ანტონიო სპურსის" გამთამაშებელი ტონი პარკერი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.
აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი უეიდი გასულ კვირას საშუალოდ 28.7 ქულას (თამაშიდან ტყორცნების რეალიზაციის 50.8 პროცენტი), 6.3 შედეგიან პასსა და 5.3 მოხსნას აგროვებდა. უეიდმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 12 მარტს "მემფისთან" შეხვედრაში - დუეინი 1988 წლის შემდეგ პირველი მოთამაშე გახდა, ვინც ერთ შეხვედრაში მინიმუმ 28 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი და 5 დაფარება მიითვალა. ბოლოს ასეთი რამ მაიკლ ჯორდანმა გააკეთა. უეიდი ამ სეზონში მესამედ გახდა კვირის საუკეთესო მოთამაშე.
დასავლეთში საუკეთესო პარკერმა "სან ანტონიოს" სამჯერ მოაგებინა, რითაც "სპურსმა" ზედიზედ მეთოთხმეტედ გაინაღდა პლეი ოფში თამაში. ფრანგი ყოველ მატჩში მინიმუმ 21 ქულას აგროვებდა და მისმა საშუალო შედეგიანობამ 23.7 ქულა შეადგინა. პარკერმა ამ სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მინიმუმ 20 ქულით ეხმარებოდა თავის გუნდს. ტონი მეორედ აირჩიეს კვირის მოთამაშედ.
უეიდის კვირა
8 მარტი. მაიამი-პორტლენდი 96:105. 38 ქულა, 6 მოხსნა.
10 მარტი. მაიამი-ლეიკერსი 94:88. 20 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი, 4 ჩაჭრა.
12 მარტი. მაიამი-მემფისი 118:85. 28 ქულა, 9 პასი, 5 მოხსნა, 5 დაფარება, 3 ჩაჭრა.
პარკერის კვირა
9 მარტი. სან ანტონიო-დეტროიტი 111:104. 23 ქულა, 7 პასი, 4 ჩაჭრა.
11 მარტი. სან ანტონიო-საკრამენტო 108:103. 27 ქულა, 6 პასი.
12 მარტი. ჰიუსტონი-სან ანტონიო 107:115. 21 ქულა, 6 პასი.
კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: ნენად კრსტიჩი ("ბოსტონი"), დერეკ როუზი ("ჩიკაგო"), მონტა ელისი ("გოლდენ სტეიტი"), ბრუკ ლოპესი ("ნიუ ჯერსი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა") და კევინ დურანტი ("ოკლაჰომა").
ნიუ ჯერსი-ბოსტონი 88:79
14:23, 22:15, 31:23, 21:18
ნ-ჯ: ლოპესი (20+5 მოხსნა), ჰემფრიზი (16+15 მოხსნა), უილიამსი (16+9 პასი+6 მოხსნა), მოროუ (15), აუთლო (12+6 მოხსნა).
ბ: ალენი (19), გარნეტი (18+8 მოხსნა), დევისი (16+14 მოხსნა).
ვაშინგტონი-ოკლაჰომა 89:116
24:33, 23:35, 23:27, 19:21
ვ: ბუკერი (14+13 მოხსნა), მაკგი (14+9 მოხსნა), უოლი (14+7 პასი+5 მოხსნა), კროუფორდი (12+5 პასი), სერაფინი (12), იანგი (11).
ო: დურანტი (32), უესტბრუკი (18+12 პასი), კუკი (18), ჰარდენი (16), იბაკა (10+8 დაფარება).
ნიუ ორლეანი-დენვერი 103:114
21:23, 24:35, 30:36, 28:20
ნ-ო: პოლი (27+10 პასი+7 ჩაჭრა+5 მოხსნა), გრინი (18), არიზა (10).
დ: ლოუსონი (23+10 პასი), ფელტონი (22+12 პასი), ჩენდლერი (21+7 მოხსნა), სმიტი (18), მარტინი (10+9 მოხსნა), ნენე (9+13 მოხსნა).
მაიამი-სან ანტონიო 110:80
22:19, 27:20, 28:24, 33:17
მ: ბოში (30+12 მოხსნა), უეიდი (29+9 მოხსნა), ჯეიმსი (21+8 პასი+6 მოხსნა), ჩელმერსი (11+5 პასი).
ს-ა: პარკერი (18+5 პასი), დანკანი (14+6 მოხსნა), ჯინობილი (12+6 მოხსნა+5 პასი), მაკდაესი (10+5 მოხსნა).
მემფისი-კლიპერსი 105:82
21:20, 29:16, 28:20, 27:26
მ: რენდოლფი (30+12 მოხსნა), იანგი (14), კონლი (13+5 პასი), არტური (12), ვასკესი (11), გასოლი (4+11 მოხსნა).
კ: ბლედსოუ (19), კამანი (14+5 მოხსნა), უილიამსი (11).
ჰიუსტონი-ფინიქსი 95:93
27:16, 23:26, 24:22, 21:29
ჰ: მარტინი (23), ჰეიესი (21+9 მოხსნა), ლოური (18+6 მოხსნა+5 პასი), ბადინგერი (15+5 მოხსნა), ჰილი (12+8 მოხსნა).
ფ: კარტერი (21), ჩილდრესი (15+6 მოხსნა), გორტატი (12+8 მოხსნა), დაუდელი (11+5 პასი), ჰილი (11).
იუტა-ფილადელფია 112:107 (ო)
28:23, 32:19, 22:27, 21:34, 9:4
ი: ჯეფერსონი (30+17 მოხსნა+6 პასი), მაილზი (19+8 მოხსნა), ჰარისი (19), კირილენკო (16+6 პასი), ფეივორსი (11+6 მოხსნა).
ფ: იგუოდალა (23+6 მოხსნა+6 პასი), უილიამსი (22), ბრენდი (19), მიქსი (17), იანგი (10+6 მოხსნა), ჰეიესი (8+10 მოხსნა).
საკრამენტო-გ. სტეიტი 129:119
35:20, 36:39, 36:26, 22:35
ს: ტორნტონი (42), დალემბერი (27+16 მოხსნა), კაზინსი (15+9 მოხსნა), გარსია (13+6 პასი), ჰედი (10+5 პასი).
გ-ს: ტორნტონი (23), კარი (19), რაიტი (18), რადმანოვიჩი (16), ელისი (15+9 მოხსნა), უილიამსი (10), უდო (10).
ლეიკერსი-ორლანდო 97:84
19:25, 22:21, 30:20, 26:18
ლ: გასოლი (23+5 მოხსნა+5 პასი), ოდომი (16+7 მოხსნა), ბრაიანტი (16+5 მოხსნა), ფიშერი (15), ბინუმი (10+18 მოხსნა).
ო: ჰოვარდი (22+19 მოხსნა), ნელსონი (13+8 პასი+5 მოხსნა), ანდერსონი (13+7 მოხსნა), თურქოგლუ (12), რიჩარდსონი (11).
აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ხ-ბოსტონი* 65 47 18 72.3
2. ყ-ჩიკაგო* 65 47 18 72.3
3. ხ-მაიამი* 67 46 21 68.7
4. ორლანდო 68 42 26 61.8
5. ატლანტა 66 38 28 57.6
6. ნიუ იორკი 65 34 31 52.3
7. ფილადელფია 67 34 33 50.7
8. ინდიანა 66 28 38 42.4
9. შარლოტი 66 28 38 42.4
10. მილუოკი 65 26 39 40.0
11. ნიუ ჯერსი 65 22 43 33.8
12. დეტროიტი 67 23 44 34.3
13. ტორონტო 66 18 48 27.3
14. ვაშინგტონი 65 16 49 24.6
15. კლივლენდი 65 12 53 18.5
დასავლეთი
თ მ წ %
1. ხ-სან ანტონიო* 67 54 13 80.6
2. დალასი 66 47 19 71.2
3. ლეიკერსი* 68 48 20 70.6
4. ოკლაჰომა* 66 43 23 65.2
5. დენვერი 67 40 27 59.7
6. ნიუ ორლეანი 69 39 30 56.5
7. პორტლენდი 66 37 29 56.1
8. მემფისი 68 37 31 54.4
9. იუტა 68 35 33 51.5
10. ფინიქსი 65 33 32 50.8
11. ჰიუსტონი 68 34 34 50.0
12. გ. სტეიტი 67 30 37 44.8
13. კლიპერსი 68 26 42 38.2
14. მინესოტა 68 17 51 25.0
15. საკრამენტო 65 16 49 24.6
* - დივიზიონის ლიდერი, ხ - ითამაშებს პლეი ოფში, ყ - დივიზიონის ჩემპიონი
ქულა
კევინ დურანტი (ოკლ) 28.1
ამარე სტაუდმაიერი (ნ-იორ) 26.4
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 26.1
დუეინ უეიდი (მაი) 25.6
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 25.3
კობი ბრაიანტი (ლეი) 24.8
დერიკ როუზი (ჩიკ) 24.7
მონტა ელისი (გ-სტ) 24.7
დირკ ნოვიცკი (დალ) 23.1
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 22.9
მოხსნა
კევინ ლავი (მინ) 15.7
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 14.0
ზაკ რენდოლფი (მემ) 12.8
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 12.2
პაუ გასოლი (ლეი) 10.2
კრის ჰემფრიზი (ნ-ჯერ) 10.0
ელ ჰორფორდი (ატლ) 9.8
ემეკა ოკაფორი (ნ-ორლ) 9.6
ელ ჯეფერსონი (იუტ) 9.5
დევიდ ლი (გ-სტე) 9.5
პასი
რაჟონ რონდო (ბოს) 11.7
სტივ ნეში (ფინ) 11.4
დერონ უილიამსი (ნ-ჯერ) 10.2
კრის პოლი (ნ-ორლ) 9.7
ხოსე კალდერონი (ტორ) 9.2
რეიმონდ ფელტონი (დენ) 8.7
ჯონ უოლი (ვაშ) 8.7
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 8.5
ჯეისონ კიდი (დალ) 8.3
დერიკ როუზი (ჩიკ) 8.0
ჩაჭრა
კრის პოლი (ნ-ორლ) 2.5
რაჟონ რონდო (ბოს) 2.4
მონტა ელისი (გ-სტ) 2.2
მაიკ კონლი (მემ) 1.8
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 1.8
რეიმონდ ფელტონი (დენ) 1.7
ჯეისონ კიდი (დალ) 1.7
ტონი ალენი (მემ) 1.7
დაფარება
ენდრიუ ბოგუტი (მილ) 2.7
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.4
სერჟ იბაკა (ოკლ) 2.3
ჯავალ მაკგი (ვაშ) 2.2
დარკო მილიჩიჩი (მინ) 2.2
ელ ჯეფერსონი (იუტ) 2.0
ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 2.0
ენდრიუ ბინუმი (ლეი) 1.9
ემეკა ოკაფორი (ნ-ორლ) 1.9
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 1.9.
.