"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა მქონდა "ბოსტონთან", "მაიამისთან" და "იუტასთან". და ყოველი შეხვედრის შემდეგ ვგრძნობდი, რომ სწორედ "სელტიქსია" ჩემი შესაფერისი გუნდი. თუმცა, ბოლო მომენტამდე 100 პროცენტით დარწმუნებული არ ვიყავი იმაში, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ "იუტაში" შვიდი წელი თამაშის შემდეგ, "ბოსტონს" შევუერთდი", - დაწერა ჰეივორდმა.
შვიდი სეზონის განმავლობაში, ჰეივორდმა 516 მატჩი ჩაატარა რეგულარულ სეზონში და საშუალოდ, 15.7 ქულა დააგროვა. საუკეთესო სეზონი
"საკრამენტო" ჰილითა და რენდოლფით ძლიერდება
"საკრამენტო კინგზი" ორ გამოცდილ მოთამაშესთან გააფორმებს კონტრაქტს. Yahoo! Sports-ის ინფორმაციით, კალიფორნიულ გუნდში გააგრძელებენ კარიერას ჯორჯ ჰილი და ზაკ რენდოლფი. 31 წლის ჰილის ხელშეკრულება სამწლიანი იქნება და მცველი 57 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 35 წლის რენდოლფი კი "მეფეებს" ორწლიან და 24-მილიონიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.
გასულ სეზონში ჰილი "იუტას" რიგებში თამაშობდა და 49 მატჩში, საშუალოდ, 16.9 ქულა, 4.2 შედეგიანი პასი და 3.4 მოხსნა დააგროვა. რენდოლფი 2009 წლიდან იყო "მემფისის" წევრი. შარშან, მისი სტატისტიკა იყო 14.1 ქულა და 8.2 მოხსნა.
გალინარი "კლიპერსში", მილსეპი "დენვერში"
"ლოს ანჯელეს კლიპერსმა", "ატლანტამ" და "დენვერმა" სამმხრივი გაცვლის დეტალები შეათანხმეს, რომლის მიხედვითაც, "კლიპერსის" რიგებს შეავსებს ფორვარდი დანილო გალინარი, ხოლო "დენვერში" გადავა ფორვარდი პოლ მილსეპი.
გარდა ამისა, "ნაგეტსი" მიიღებს დრაფტზე მეორე რაუნდში არჩევის უფლებას "ატლანტასგან", ამ უკანასკნელს კი ერგება მცველი ჯამალ კროუფორდი, ცენტრი დაიმონდ სტოუნი და 2018 წლის დრაფტზე პირველ რაუნდში არჩევანის უფლება.
ვარაუდობენ, რომ კროუფორდი არ დარჩება "ატლანტაში" და კლუბი მის კონტრაქტს გამოისყიდის. ამ მცველის მიმართ ინტერესს "ლეიკერსი" გამოხატავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"