არადა, მატჩის მსვლელობა ასეთ დაძაბულ ბრძოლას არ მოასწავებდა. მესამე მეოთხედში კალიფორნიელებმა 21-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს და წესით დღის მესამე მატჩშიც ერთი გუნდის განადგურება უნდა დაფიქსირებულიყო. მაგრამ ასე არ მოხდა. "სანზმა" პირველი სასწაული მოახდინა და საფინალო სირენამდე 7 წუთით ადრე პიეტრუსმა სამი ზუსტი საჯარიმოთი
პირველი დამატებითი დროის გმირიც ფრაი აღმოჩნდა. ოვერტაიმის დასრულებამდე რვა წამით ადრე "ლეიკერსი" სამ ქულას იგებდა და ჩენინგმა სამქულიანი ისროლა, მაგრამ ააცილა. მოხსნა სტუმრებმა მოიგეს, ნეშმა ისევ ფრაის მიაწოდა და შორეული ტყორცნის დროს მასზე ოდომი დაჯარიმდა. ბოლო წამზე "სანზის" ცენტრმა სამივე საჯარიმო ჩააგდო.
მეორე ოვერტაიმში თამაშის გადარჩენა უკვე "ლეიკერსს" დასჭირდა. ფრაიმ 54 წამით ადრე მორიგი სამქულიანი ჩააგდო და "ფინიქსი" 130:128 დაწინაურდა. ბრაიანტმა კინაღამ დაღუპა თავისი გუნდი, როცა ავანტურული გარღვევისას ვერ ჩააგდო. მისდა საბედნიეროდ "ლეიკერსმა" მეტოქის საპასუხო შეტევა მოიგერია და 2.5 წამით ადრე კობიმ სამწამიანში გასოლი მონახა. მასზე სტუმრები დაჯარიმდნენ და ესპანელმა ორივე თავისუფალი ჩააგდო. მესამე ოვერტაიმის ჯერი დადგა.
მოედანზე 30 წელს გადაცილებული ვეტერანები იბრძოდნენ, მაგრამ არც ერთს დაღლა არ ეტყობოდა. ამ მხრივ აღსანიშნავია 39 წლის ჰილის თამაში, რომელიც კობის მეურვეობდა. მან მოედანზე 44 წუთი დაჰყო და მესამე ოვერტაიმის დასრულებიდან ორი წუთით ადრე ექვსი პერსონალურით გამო დატოვა მოედანი. მისი გასვლა და ბრაიანტის სამქულიანი ერთი იყო - 133:132. ამის შემდეგ ფილ ჯექსონის გუნდს ლიდერობა აღარ გაუშვია ხელიდან. არტესტმა ორი ლამაზი ბურთი ჩაააგდო, შეუჩერებელმა ფრაიმ მორიგი სამქულიანი მოათავსა კალათში... თამაშის დასრულებამდე 22 წამი რჩებოდა, როცა კობიმ ოთხ ქულამდე გაზარდა თავისი გუნდის უპირატესობა. ერთადერთი, რაც "ფინიქსმა" შეძლო, კარტერის ორქულიანი იყო - 139:137. ოფიციალური მონაცემით, ეს მატჩი 3 საათი და 9 წუთი გაგრძელდა.
ჩენინგ ფრაიმ მოედანზე ყველაზე მეტი - 57 წუთი (!) დაჰყო და ტრავმირებული მხარით შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა - 32 ქულა, რასაც 14 მოხსნა დაუმატა. 49 წუთი ითამაშა სტივ ნეშმა. კანადელი 19 ქულით დაკმაყოფილდა, სამაგიეროდ შვიდიდან ხუთი სამქულიანი ჩააგდო და პარტნიორებს 20 შედეგიანი პასი ჩამოურიგა. მატჩის გმირი კი კობი ბრაიანტი იყო. მას ერთი შედეგიანი პასი დააკლდა სამმაგი დუბლის შესასრულებლად - 42 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი.
ატლანტა-ჩიკაგო 81:114
21:31, 22:41, 17:26, 21:16
ა: ტიგი (20), სმიტი (14), ჰორფორდი (14), ჯონსონი (13+5 მოხსნა).
ჩ: როუზი (30+10 პასი), დენგი (27).
პორტლენდი-ვაშინგტონი 111:76
35:29, 27:16, 29:14, 17:20
პ: უოლასი (28+8 მოხსნა), ბატუმი (22+12 მოხსნა), ოლდრიჯი (22+6 მოხსნა), მეტიუზი (15), ფერნანდესი (10), მილერი (4+11 პასი+5 მოხსნა).
ვ: კროუფორდი (12), სერაფინი (10).
ლეიკერსი-ფინიქსი 139:137 (3ო)
31:27, 39:29, 29:26, 17:26, 9:9, 9:9, 9:7
ლ: ბრაიანტი (42+12 მოხსნა+9 პასი), ოდომი (29+16 მოხსნა+5 პასი), გასოლი (24+13 მოხსნა), არტესტი (18+5 მოხსნა), ბარნსი (13+5 მოხსნა).
ფ: ფრაი (32+14 მოხსნა), გორტატი (24+16 მოხსნა), ნეში (19+20 პასი+5 მოხსნა), კარტერი (17+5 პასი), ბრუქსი (15), ჰილი (11+10 მოხსნა), პიეტრუსი (11).