ტიმი პლეი ოფში იქნება

AutoSharing Option
ამ დღეებში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა "სან ანტონიოს" ლიდერის, ტიმ დანკანის ტრავმა გახლავთ, რომელიც მან ორშაბათს "გოლდენ სტეიტთან" მატჩში მიიღო. "სპურსის" გულშემატკივრები სამედიცინო შემოწმების შედეგებს ელოდნენ. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ ვეტერანი ვარსკვლავი დაახლოებით ორი კვირა ვერ შეძლებდა თამაშს.

პროგნოზი გამართლდა. ახლა უკვე დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ტიმი პლეი ოფის სტარტს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.


* * *
შევსებას ელის სეზონის კიდევ ერთი ფავორიტი "ბოსტონ სელტიქსი". კლუბის გენერალური მენეჯერის დენი ეინჯის განცხადებით, უკვე მომავალ კვირას "კელტებს" შეუერთდება ცენტრი ჯერმეინ
ო'ნილი, რომელსაც ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა.

"ოთხშაბათს გამართულ ვარჯიშს დავესწარი და ჯერმეინს დავაკვირდი. ის შესანიშნავად გამოიყურებოდა. დარწმუნებული ვარ, უკვე შემდეგ კვირას შეძლებს მოედანზე გასვლას", - განაცხადა ეინჯმა.

ჯერმეინი სავარაუდოდ 31 მარტს ითამაშებს "სან ანტონიოს" წინააღმდეგ.


* * *
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" ცენტრი კრის კამანი გერმანიის ნაკრების რიგებში 2011 წლის ევრობასკეტზე თამაშს აპირებს. თუმცა გერმანიის მოქალაქეობის მქონე ამერიკელმა კონტინენტის პირველობაზე მონაწილეობისთვის ერთი პირობა წამოაყენა - ის ლიტვაში სათამაშოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ გერმანიის ნაკრებში დირკ ნოვიცკიც ითამაშებს.

"მზად ვარ დავეხმარო ნაკრებს, ოღონდ იმ შემთხევაში, თუ იქ ნოვიცკიც იქნება - ეს არის ჩემი პირობა", - განაცხადა კამანმა.

თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ თუ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ლოკაუტი გამოცხადდა, ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე ორივე კალათბურთელი ითამაშებს.


კლივლენდი-ნიუ ჯერსი 94:98 (ო)
22:17, 20:22, 20:23, 20:20, 12:16
კ: სეშენსი (21+8 მოხსნა), ჰიქსონი (17+17 მოხსნა), გი (10).
ნ-ჯ: ჰემფრიზი (18+23 მოხსნა), ვუიაჩიჩი (18+5 მოხსნა), ლოპესი (18+5 მოხსნა), აუთლო (17+6 მოხსნა), ფარმარი (10+10 პასი), მოროუ (10).

ფილადელფია-ატლანტა 105:100
30:28, 23:31, 21:21, 31:20
ფ: უილიამსი (17), იანგი (16+6 მოხსნა), იგუოდალა (16+5 მოხსნა), მიქსი (15), ბრენდი (13+11 მოხსნა), ჰოლიდეი (12+5 პასი), ჰოუესი (10).
ა: სმიტი (33+12 მოხსნა), ჰაინრიხი (16+8 პასი), უილიამსი (16), ჯონსონი (13), კროუფორდი (10).

შარლოტი-ინდიანა 88:111
28:23, 25:31, 19:33, 16:24
შ: ოგუსტინი (17), ბრაუნი (16+9 მოხსნა), ლივინგსტონი (15), ჰენდერსონი (12), ჯექსონი (11).
ი: გრეინჯერი (33+5 მოხსნა), ჰენსბრო (24+5 მოხსნა), ჰიბერტი (13+14 მოხსნა), რაში (11).

ბოსტონი-მემფისი 87:90
15:20, 30:24, 25:23, 17:23
ბ: პირსი (22+6 მოხსნა), ალენი (14), დევისი (12+5 მოხსნა), გარნეტი (10+6 მოხსნა), გრინი (10), რონდო (6+11 პასი+11 მოხსნა+7 ჩაჭრა).
მ: რენდოლფი (13+8 მოხსნა), პოუ (13), გასოლი (11+11 მოხსნა), იანგი (11+7 მოხსნა), მაიო (11), არტური (10).

დეტროიტი-მაიამი 94:100
27:21, 28:32, 26:20, 13:27
დ: ჰემილტონი (27), მონრო (14+12 მოხსნა), პრინსი (13+5 პასი), უილკოქსი (10).
მ: უეიდი (24), ბოში (23+7 მოხსნა), ჯეიმსი (19+8 მოხსნა+7 პასი), მილერი (13).

მილუოკი-საკრამენტო 90:97
32:25, 24:28, 18:22, 16:22
მ: დელფინო (30), ბოგუტი (15+9 მოხსნა), მბა ა მუტე (11), სანდერსი (10).
ს: ტორნტონი (27+6 მოხსნა), უდრიხი (25+6 მოხსნა+6 პასი), კაზინსი (13+9 მოხსნა), დალემბერი (11+12 მოხსნა).

ნიუ იორკი-ორლანდო 99:111
25:28, 34:27, 19:24, 21:32
ნ-ი: ენტონი (24+9 პასი+5 მოხსნა), დუგლასი (17+5 მოხსნა), ბილაპსი (17), სტაუდმაიერი (13+7 მოხსნა).
ო: ჰოვარდი (33+11 მოხსნა), ნელსონი (19), თურქოგლუ (16+11 მოხსნა), ბასი (15+7 მოხსნა), რიჩარდსონი (12+6 მოხსნა).

ოკლაჰომა-იუტა 106:94
32:25, 18:20, 28:24, 28:25
ო: უესტბრუკი (31+5 პასი), დურანტი (29), იბაკა (15+13 მოხსნა), ჰარდენი (11), მუჰამედი (10).
ი: ჯეფერსონი (32+12 მოხსნა), მილსეპი (18+7 მოხსნა), მაილზი (11), უოტსონი (10).

ჰიუსტონი-გ. სტეიტი 131:112
36:33, 30:24, 34:28, 31:27
ჰ: მარტინი (34), ლი (25), სკოლა (20+10 მოხსნა), დრაგიჩი (14), ჰეიესი (13+14 მოხსნა+11 პასი), ლოური (13+12 პასი).
გ-ს: რაიტი (34+6 პასი+5 მოხსნა), ლი (19+9 მოხსნა), კარი (16+6 პასი+6 მოხსნა), ელისი (15+5 მოხსნა+5 პასი).

ფინიქსი-ტორონტო 114:106
26:32, 29:29, 31:25, 28:20
ფ: ბრუქსი (25+8 პასი), ნეში (16+8 პასი), გორტატი (15+8 მოხსნა), ფრაი (14+7 მოხსნა), დადლი (13+6 მოხსნა), კარტერი (13).
ტ: ბარნიანი (27), დეროზანი (19+8 მოხსნა), ბარბოზა (14), უიმსი (12), კალდერონი (6+13 პასი).

დენვერი-სან ანტონიო 115:112
24:34, 40:35, 26:24, 25:19
დ: ჰარინგტონი (27), ფელტონი (18+8 პასი), სმიტი (18), გალინარი (13+7 მოხსნა), ლოუსონი (12+7 პასი+5 მოხსნა), მარტინი (11+8 მოხსნა).
ს-ა: ნილი (25+5 მოხსნა), ჯინობილი (20), პარკერი (19+5 პასი), მაკდაესი (13+12 მოხსნა).

კლიპერსი-ვაშინგტონი 127:119 (2ო)
33:21, 25:28, 17:28, 27:25, 11:11, 14:6
კ: გრიფინი (33+17 მოხსნა+10 პასი), გორდონი (32), კამანი (28+12 მოხსნა), უილიამსი (17+10 პასი).
ვ: უოლი (32+10 პასი+5 მოხსნა), კროუფორდი (25+10 პასი+7 მოხსნა), მაკგი (22+13 მოხსნა), იანლიანი (18+7 მოხსნა).




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული