პირველ ტაიმში "სან ანტონიო" სტაბილურად ინარჩუნებდა 5-6-ქულიან უპირატესობას, სანამ ჯინობილი მარკ გასოლს არ შეეჯახა და დაზიანება არ მიიღო. არგენტინელი მოედანზე იწვა,
ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩენილი "სან ანტონიო" არ დაიბნა და უფრო აგრესიულად ათამაშდა. ჯინობილის შემცვლელმა ჰილმა ჯამში 30 ქულა ჩააგდო. ასეთი მონდომების წყალობით სტუმრებმა საფინალო სირენამდე 3 წუთითა და 44 წამით ადრე ორქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 97:95.
და მაინც მატჩის ბოლო წუთები "მემფისისა" იყო. "დათვებმა" დაცვა გააძლიერეს - ჯერ შეტევისთვის განკუთვნილ 24 წამში ბურთი არ ასროლინეს მეტოქეს, შემდეგ კონლიმ პარკერს დაუფარა... შეტევაში კი პირველ როლებზე აღმოჩდნენ ტონი ალენი, ზაკ რენდოლფი და უმცროსი გასოლი. პირველმა გარღვევით ანგარიში გაათანაბრა - 97:97, მეორემ საშუალო მანძილიდან ორჯერ ჩააგდო, ესპანელმა კი 36 წამით ადრე ოთხ ქულამდე გაზარა ანგარიში - 105:101. "სპურსს" ჰქონდა გადარჩენის შანსი, მაგრამ შემდეგ შეტევაში მაკდაესმა ხელსაყრელი სიტუაციიდან ააცილა...
* * *
ასევე შეიძლება პლეი ოფის პირველ რაუნდში ვიხილოთ "ლეიკერსისა" და "ნიუ ორლეანის" დაპირისპირება. გუშინ ჩემპიონმა საკუთარ "სტეიპლ ცენტრში" ულაპარაკოდ მოიგო რეპეტიცია. კალიფორნიელები პირველი ორი მეოთხედის შემდეგ 16 ქულით იგებდნენ, მაგრამ მაინც ანერვიულეს საკუთარი გულშემატკივარი - ფილ ჯექსონის შეგირდებს გამოეპარათ მეტოქის გაქცევა, რის შემდეგაც ბოლო მეოთხედის სტარტზე სხვაობა ექვს ქულამდე შემცირდა.
მაგრამ მოედანზე დაბრუნდა "ლეიკერსის" სასტარტო ხუთეული და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ბინუმმა მარტოდმარტომ მოაწყო 6:0 გაქცევა, ხოლო გამარჯვებულის საკითხი დღის წესრიგიდან სტივ ბლეიკმა მოხსნა, რომლის სამქულიანის შემდეგ ანგარიში 90:76 გახდა. "ლეიკერსმა" ბოლო 16 მატჩში მე-15 გამარჯვებას მიაღწია.
* * *
გუშინ ყველაზე სანახაობრივი მატჩი "მაიამიმ" და "ჰიუსტონმა" გვაჩუქეს. კურიოზული იყო შეხვედრის საბოლოო შედეგი. საქმე ისაა, რომ "ჰიტმა" ზუსტად ისეთივე ანგარიშით მოიგო, როგორც სეზონის პირველ შეხვედრაში - 125:119. მაგრამ მთავარი იყო ფლორიდელთა "დიდი ტრიოს" გამოსვლა. ლებრონ ჯეიმსმა, დუეინ უეიდმა და კრის ბოშმა ერთად 94 ქულა, 33 მოხსნა და 15 შედეგიანი პასი დააგროვეს, ამასთან, 30-ქულიან და 10-მოხსნიან ზღვარს სამივე მათგანმა გადააჭარბა.
ეს მეორე შემთხვევაა NBA-ის ისტორიაში, როცა ერთი გუნდის სამმა მოთამაშემ ასეთი ნაყოფიერი მატჩი ჩაატარა. წინა შემთხვევა 1961 წლის (!) 3 თებერვლით თარიღდება, როცა "ცინცინატი როიალზის" წევრებმა - ოსკარ რობერტსონმა, უეინ ემბრიმ და ჯეკ ტვაიმანმა გამოიჩინეს თავი. უფრო მეტიც, უკვე ზედიზედ მეორე შეხვედრაა ჯეიმსი, უეიდი და ბოში "20 ქულა+10 მოხსნის" მაჩვენებელს აფიქსირებენ - ესეც მეორე შემთხვევაა ისტორიაში. პირველები სიდნი უიქსი, ლოიდ ნილი და ჯონ ჯონსონი იყვნენ 1975 წელს. საინტერესოა, რომ ბოშმა ამ სეზონში მხოლოდ მესამედ დააგროვა 30 ან მეტი ქულა, არადა, წინა ორ სეზონში ასეთი რამ შესაბამისად 15-ჯერ და 17-ჯერ მოახერხა.
* * *
"ბოსტონს" უკვე ორი კვირაა უჭირს და მინეაპოლისში ორმატჩიანი წაგებათა სერიით ჩავიდა. "სელტიქსს" ამ სეზონში არასოდეს წაუგია ზედიზედ სამი შეხვედრა და ახლაც აიცილა თავიდან ეს უსიამოვნო სერია. არადა, სტუმრებს თითის ტრავმის გამო რაჟონ რონდოს გარეშე უწევდათ თამაში, თავის მხრივ, "მინესოტას" შემადგენლობაში ზედიზედ მესამე მატჩს ტოვებდა კევინ ლავი.
ასეთ პირობებში პირველ ტაიმი "კელტების" აბსოლუტური უპირატესობით წარიმართა და ერთი პირობა მათმა უპირატესობამ 25 ქულას მიაღწია.
თითქოს თამაში აქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დოკ რივერსის შეგირდები ნაადრევად მოდუნდნენ და ფაქტობრივად თამაში შეწყვიტეს. სტუმრების ასეთმა აგდებულმა დამოკიდებულებამ ჰანდიკაპი ნულამდე დაიყვანა, ხოლო მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 8 წუთით ადრე დარკო მილიჩიჩმა წინ გაიყვანა "მგლები" - 70:68. სტუმრების გადარჩენა საკუთარ თავზე აიღეს გამოცდილმა პოლ პირსმა და კევინ გარნეტმა, რომლებმაც ბოლო წუთებზე ორ-ორი ურთულესი ბურთი ჩააგდეს. "ბოსტონმა" მოიგო, მაგრამ ამ გუნდის ბოლოდროინდელი სათამაშო ფორმა დიდ კითხვის ნიშანს წარმოადგენს.
ფილადელფია-საკრამენტო 111:114 (ო)
27:18, 22:26, 22:30, 29:26, 11:14
ფ: ჰოლიდეი (28+9 მოხსნა+7 პასი), მიქსი (22), ჰოუესი (16+15 მოხსნა), იგუოდალა (16+5 პასი), ბრენდი (15+5 დაფარება).
ს: ტორნტონი (32+7 მოხსნა), ტომპსონი (15+11 მოხსნა), დალემბერი (13+19 მოხსნა), კაზინსი (12+7 მოხსნა+6 პასი), გარსია (11), ევანსი (10).
კლივლენდი-ატლანტა 83:99
18:21, 21:31, 27:22, 17:25
კ: დევისი (19+7 პასი), სეშენსი (13), გიბსონი (11), ჰიქსონი (10+13 მოხსნა), გი (10+6 მოხსნა).
ა: უილიამსი (31+7 მოხსნა), ჰორფორდი (20+10 მოხსნა), ჰაინრიხი (13+5 პასი), სმიტი (13+18 მოხსნა+8 პასი), ტიგი (10).
მაიამი-ჰიუსტონი 125:119
38:37, 33:31, 22:25, 32:26
მ: ჯეიმსი (33+10 მოხსნა+7 პასი), ბოში (31+12 მოხსნა), უეიდი (30+11 მოხსნა+5 პასი), ბიბი (14).
ჰ: მარტინი (29+5 მოხსნა+5 პასი), სკოლა (28+5 მოხსნა), ლოური (25+7 მოხსნა+9 პასი).
მემფისი-სან ანტონიო 111:104
24:23, 31:27, 26:27, 30:27
მ: ალენი (23+5 ჩაჭრა), რენდოლფი (23+11 მოხსნა), მაიო (17), კონლი (12), გასოლი (11+8 მოხსნა+4 დაფარება).
ს-ა: ჰილი (30), პარკერი (20+6 პასი), ჯეფერსონი (13), ნილი (11).
მინესოტა-ბოსტონი 82:85
13:32, 21:15, 28:17, 20:21
მ: ბიზლი (28+10 მოხსნა+3 დაფარება), ტოლივერი (16+15 მოხსნა+4 დაფარება), მილიჩიჩი (15+9 მოხსნა), რიდნური (10+8 პასი).
ბ: პირსი (23+7 მოხსნა), გარნეტი (13+13 მოხსნა+5 პასი), კრსტიჩი (11+6 მოხსნა), ალენი (11).
ოკლაჰომა-პორტლენდი 99:90
21:20, 34:21, 23:31, 21:18
ო: უესტბრუკი (28+7 მოხსნა+7 პასი), დურანტი (21+3 ჩაჭრა+5 დაფარება), იბაკა (18+8 მოხსნა), პერკინსი (6+10 მოხსნა).
პ: უოლასი (40+7 მოხსნა), ოლდრიჯი (20+7 მოხსნა), კემბი (4+13 მოხსნა).
გ. სტეიტი-ვაშინგტონი 114:104
35:36, 29:31, 26:17, 24:20
გ-ს: ელისი (37+7 მოხსნა+13 პასი), ლი (33+12 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), რაიტი (19), კარი (10+5 მოხსნა).
ვ: მაკგი (28+18 მოხსნა+5 დაფარება), ევანსი (23+8 მოხსნა), უოლი (18+12 პასი), იანლიანი (18+10 მოხსნა), კროუფორდი (11+5 მოხსნა+7 პასი).
ლეიკერსი-ნიუ ორლეანი 102:84
30:19, 27:22, 17:22, 28:21
ლ: ბრაიანტი (30+5 პასი), გასოლი (23+16 მოხსნა), ბინუმი (13+5 მოხსნა), არტესტი (11).
ნ-ი: ლენდრი (24+10 მოხსნა), ოკაფორი (14+11 მოხსნა), პოლი (10+5 მოხსნა+9 პასი).
ფინიქსი-დალასი 83:91
26:17, 23:27, 18:21, 16:26
ფ: გორტატი (20+15 მოხსნა+3 დაფარება), დადლი (20+5 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ჩილდრესი (12), ფრაი (0+10 მოხსნა), ნეში (6+10 პასი).
დ: ჩენდლერი (16+18 მოხსნა), კიდი (16), ტერი (16+4 ჩაჭრა), ნოვიცკი (15+7 მოხსნა), ბობუა (10).
შაკს აპრილში ველოდებით
"ბოსტონ სელტიქსის" მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში არ უნდა ველოდოთ ვეტერანი ცენტრის - შაკილ ო'ნილის მოედანზე დაბრუნებას. შაკი კვლავინდებურად აქილევსის მყესის ტრავმას მკურნალობს და აპრილის დასაწყისამდე ვერ შეძლებს თამაშს. როგორც რივერსი ვარაუდობს, შაკილმა 5 აპრილს "ფილადელფიას" წინააღმდეგ უნდა ითამაშოს.
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შაკილს შეუძლია ითამაშოს უახლოეს გასვლით ტურნეში, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ მოხდება, - მოჰყავს ESPN-ს რივერსის სიტყვები. - მისი დაბრუნების შესახებ არაერთი ვერსია მოვისმინე, მაგრამ ეს ოპტიმისტური განცხადებები იყო. შესანიშნავად ვიცი, რომ ვერ ითამაშებ, როცა წინა დღეს ფეხიდან დამცავ სახვევს მოგხსნიან. ო'ნილი გუნდის შინ დაბრუნების შემდეგ შემოგვიერთდება. სავარაუდოდ, ეს "ფილადელფიასთან" მატჩში მოხდება."
.