სწორედ მისი ყოფილი კლუბების მატჩის დიდი შესვენების დროს, "დეტროიტის" საშინაო არენის თაღზე დაკიდეს როდმანის 10-ნომრიანი მაისურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან "პისტონზის" რიგებში ამ ნომრით ვერც ერთი კალათბურთელი ითამაშებს.
ცერემონიაზე დენისმა თავის გულშემატკივრებს გაუმხილა, რომ სულ მალე მას NBA-ის დიდების დარბაზშიც შეიყვანენ, თუმცა იქვე დაამატა, რომ ამგვარ აღიარებას არ იმსახურებს.
"დღეს ჩემთვის შესანიშნავი საღამოა. დიდების დარბაზში ამირჩიეს. ამის შესახებ გუშინ მითხრეს, რათა წინასწარვე მოვემზადო მომავალი
შეგახსენებთ, რომ როდმანი NBA-ის ხუთგზის ჩემპიონია. ორი ტიტული მან "დეტროიტის" შემადგენლობაში მოიპოვა, სამჯერ - "ჩიკაგოში" გამოსვლის დროს.
დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონია აგვისტოში გაიმართება. როდმანის გარდა კანდიდატი კიდევ 11 კალათბურთელი იყო, მათ შორის ისეთი ცნობილი მოთამაშეები, როგორებიც არიან: მორის ჩიქსი, ჯამაალ უილქსი, კრის მულინი და რალფ სემპსონი.
ნომერ პირველი სიმულანტი
ძალიან საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა NBA-ის მოთამაშეებს შორის ჟურნალმა Sports Illustrated-მა. თავად კალათბურთელებს უნდა გაერკვიათ - ვინ არის ასოციაციაში ყველაზე მოხერხებული სიმულანტი.
აი, როგორი ხუთეული მიიღეს ჟურნალისტებმა 152 კალათბურთელის გამოკითხვის შემდეგ.
პირველი ადგილი დამაჯერებლად მოიპოვა "კლივლენდის" ბრაზილიელმა ლეგიონერმა ანდერსონ ვარეჟაომ. მეორეზე აღმოჩნდა "სან ანტინონიოს" არგენტინელი მცველი მანუ ჯინობილი, მესამეზე კიდევ ერთი არგენტინელი - ლუის სკოლა ("ჰიუსტონი"). მათ მოჰყვებიან დერეკ ფიშერი "ლეიკერსიდან" და "ჰიუსტონის" კიდევ ერთი მოთამაშე - კევინ მარტინი.
.