"ბულზი" ამ ეტაპზე ორი მოგებით ჩამორჩება "სპურსს", თუმცა ერთი თამაში თადარიგში აქვს. გუშინ, "ხარებმა" კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები, როცა აღმოსავლეთის კიდევ ერთი ფავორიტი - "ბოსტონი" დატოვეს უშანსოდ. თუმცა ამ მატჩის შედეგისგან გლობალური დასკვნის გაკეთება არ შეიძლება, რადგან "ბულზი" უბრალოდ სიამოვნებას იღებდა თამაშისგან, "ბოსტონი" კი პლეი ოფისთვის ემზადება.
სტუმრებმა ლიდერის წინააღმდეგ ორმეოთხედნახევარი გაძლეს, რის შემდეგაც თითქმის
რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათ საათივით ჰქონდათ საქმე აწყობილი. დერიკ როუზი იოლად გაუსწორდა რაჟონ რონდოსა და "ბოსტონის" მთელ დაცვას და მატჩი ერთი მსახიობის თეატრად აქცია. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ლუოლ დენგის დახმარებაც. ბრიტანელმა 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა და 23 ქულა დააგროვა. მესამე მეოთხედის ბოლოს გადამწყვეტი გაქცევის განხორციელების შემდეგ, მასპინძლების მწვრთნელმა ტიმ ტიბოდომ თავისი ძირითადი ცენტრის - ჟოაკიმ ნოას დასვენება გადაწყვიტა. ამის მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილში გუნდების პოზიციები არ შეცვლილა. "ხარებმა" გაიმყარეს პირველი ადგილი აღმოსავლეთში, "ბოსტონი" კი ჯერჯერობით დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს "მაიამის".
დღის მეორე მატჩში "იუტა" "პორტლენდს" მასპინძლობდა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი კონფერენციიდან პლეი ოფში გამსვლელი ყველა გუნდი ცნობილია, ყოველი მატჩის შემდეგ საუკეთესო რვა გუნდს შორის გარკვეული გადაადგილებები ხდება და გუნდები ცდილობენ, რაც შეიძლება მოხერხებული მეტოქე დაიბევონ მერვედფინალში. მაგალითად, "ბლეიზერსი" მეექვსე ადგილისთვის იბრძვის და ამ შემთხვევაში ეს გუნდი ან "დალასზე" ან "ოკლაჰომაზე" გადის.
უკვე პირველივე წუთებიდან ორეგონელები წინ გაიჭრნენ. მართალია, "იუტამ" ბოლო მატჩში სტუმრად მოუგო "ლეიკერსს", მაგრამ ამჯერად თავი ვერაფრით გამოიჩინა და მორიგი უშინაარსო შეხვედრა ჩაატარა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ "ჯაზის" მხრიდან მატჩის ბედი მხოლოდ დევინ ჰარისსა და პოლ მილსეპს აღელვებდათ. მაგრამ მათ ვერაფერი გააწყვეს უფრო ორგანიზებული მეტოქის წინააღმდეგ. "პორტლენდის" რიგებში მთავარი მოქმედი პირები იყვნენ ჯერალდ უოლასი და ნიკოლა ბატუმი. სწორედ ამ დუეტმა განსაზღვრა გუშინდელი მატჩის შედეგი.
ჩიკაგო-ბოსტონი 97:81
26:18, 22:25, 23:17, 26:21
ჩ: როუზი (30+8 პასი), დენგი (23+6 მოხსნა), ბუზერი (14+12 მოხსნა).
ბ: პირსი (15), გარნეტი (10+10 მოხსნა), გრინი (10).
იუტა-პორტლენდი 87:98
18:27, 24:22, 25:30, 20:19
ი: ჰარისი (26+5 პასი), მილსეპი (19+10 მოხსნა), ჯეფერსონი (10+14 მოხსნა+5 პასი), ჰეივორდი (10).
პ: უოლასი (29+8 მოხსნა), ბატუმი (21), მეტიუზი (18+7 მოხსნა), ოლდრიჯი (12+11 მოხსნა), როი (11), მილერი (5+12 პასი+5 მოხსნა).
.